... (Q-296), XVIII ს.

1101. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა ზღვის პირსა სახლი ნაგები დგა ქვითა წითელ მწვანითა ქუეშეთკენ სრითა ტურფითა კვლავ ზედა ბანის ბანითა დიდროვანითა ტურფითა მრავლითა თანის თანითა

1102. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ მას მისსა წინამძღომელსა ჴმა მდაბლად ჰკადრებს ისია სრა მისი ეძებ რომელსა უჩვენებს ეტყვის ხედაო ბანსა ზედა ქუე მდგომელსა იქი წევს ძილად იცოდი ანუ ქუე ჰპოვებ მჯდომელსა

1103. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას გლახ ყმასა ყმა გავიდა გაეპარა დააგდებდეს ვირე ჴმასა თვითო ხელი ყელსა მიჰყო მუნვე მისცა სულთა ხდასა თავი თავსა შეუტაკა გაურია ტვინი თმასა

აქა ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორის მისის დარაჯთა დახოცა

1104. იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა ჴელ სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა ვეღარ აესწრა იდუმალ მოკლა თუ ვერცა ვცანითა ჴელი მოჰკიდა მიწასა დაასკვნა დაკლა დანითა

1105. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მჴეცი და ვითა ზარია ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა ქუესკნელთ მიწასა გარია ზღვისაკენ სარკმლით გასტყორცა ზღვასა ქვიშათა დარია მისთვის არცაღა სამარე არცა სათხარად ბარია

1106. ჴმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა წამოვიდა ვარდი ტკბილი რასამცა ვით გაემწარა ესე მიკვირს სისხლი მათი ასრე ვითა მოიპარა რომე წეღან წამოევლო გზა იგივე წაიარა

1107. რა ფატმანისას შევიდა ლომი მზე მოყმე წყლიანი უბრძანა მოვკალ მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი თვით მონა შენი მოწმად მყავს ფიცი აფიცე ღმრთიანი აჰა თითი და ბეჭედი და დანა მაქვს სისხლიანი

1108. აწ მითხარ თუ რას იტყოდი რას გაშმაგდი ისრერეტად რას გექადდა ისი კაცი მესწრაფების მეტის მეტად ფათმან ფერჴთა მოეხვია არ ღირსვარ პირსა ჭვრეტად გამიმრთელდა გული წყლული აწყა დავჯე ცეცხლთა შრეტად

1109. მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით ლომო ქებანი შენიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით ვინადგან სისხლთა იმისთა დაღვრავე დავიქადენით თავთაგან გითხრობ ყუელასა თქვენ სმენად დაემზადენით

ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ფატმანისაგან ავთანდილის წინაშე

1110. ამა ქალაქსა წესია დღესა მას ნავროზობასა არცავინ ვაჭრობს ვაჭარი არცა ვინ წავა გზობასა ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა ლამაზობასა დიდსა შეიქმან მეფენი პურობა დარბაზობასა

1111. ჩვენ დიდ ვაჭართა ზედა გვაც დარბას მიღება ძღუენისა მათ საბოძვრისა ბოძება მართებს მზგავსისა ჩვენისა ათ დღემდინ ისმის ყოველგან ჴმა წინწილისა ებნისა მოედანს მღერა ბურთობა დგრალი ცხენთა დგენისა

1112. ქმარი ჩემი დიდ ვაჭართა წაუძღვების უსენ წინა მათთა ცოლთა მე წავასხამ მაწვეველი არად მინა დედოფალსა ძღვენსა უძღვნით მდიდარი თუ გლახა ვინა დარბაზს ამოდ გავიხარებთ მხიარულნი მოვალთ შინა

1113. დღე მოვიდა ნავროზობა დედოფალსა ძღვენი ვძღვენით ჩვენ მივართვით მათ გვიბოძეს ავავსენით ავივსენით ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით კვლავ დავსხედით გახარებად უნებურნი არ ვიყვენით

1114. ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა გავიტანე ხათუნები მათი ჭმევა ჩემგან ჴამსა– მამყუებოდეს მომღერალნი იტყოდიან ტკბილსა ჴმასა ვიმღერდი და ვყმაწვილობდი ვიცვალებდი რიდე თმასა

1115. იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი ნატიფად გებულნი მაღალნი ყოვლგნით მხედველნი ზღვას ზედა წაკიდებულნი მუნ შევიტანენ ხათუნნი იგი ჩემთანა ხლებულნი კვლა ვ დავიდევით ნადიმი დავსხედით ამოდ შვებულნი

1116. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან ვუმასპინძლე ამოდურად სმასა ზედა უმიზეზოდ გავჴე რამე უგემურად რა შემატყუეს გაიყარა სხდომილ იყო რაცა პურად მარტო დავრჩი სევდა რამე შემომექცა გულსა მურად

1117. უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქციე პირი ზღვასა ვიხედვიდი ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა შორს ამიჩნდა ცოტა რამე მოცურვიდა შიგან ზღვასა მფრინველად ვთქვი ანუ მჴეცად სხვას ვამზგავსე მემცა რასა

1118. მე შორიდამ ვერად ვიცან მამიახლა იყო ნავი ორთა კაცთა ტანად შავთა თვით პირიცა ედგა შავი იქით აქეთ მოსდგომოდეს ახლოს უჩნდა ოდენ თავი გამოვიდეს გამიკვირდა იგი უცხო სანახავი