... (Q-296), XVIII ს.

1293. ღმერთსა შემვედრე ნუთუ კვლავ დამხსნა სოფლისა შრომასა ცეცხლსა წყალსა და მიწასა ჰაერთა თანა ძრომასა მომცნეს ფრთენი და ავჰფრინდე მივხვდე მას ჩემსა ნდომასა დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა

1294. მზე უშენოდ ვერ იქმნების რადგან შენ ხარ მისი წილი გაღანამცა მას ეახელ მისი ეტლი ართუ წბილი უნდაგნახო მანდვე გსახო განმინათლო გული ჩრდილი თუ სიცოცხლე მწარე მქონდა სიკვდილიცა მქონდეს ტკბილი

1295. მე სიკვდილი აღარ მიმძიმს შემოგვედრებ რადგან სულსა მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე ჩამრჩა გულსა მომეგონოს მოშორვება მემატების წყლული წყლულსა ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ ჩემოჩემსა სიყვარულსა

1296. წადი ინდოეთს მიმართე არგე რა ჩემსა მშობელსა მტერთაგან შეიწრებულსა ყოვლგნით ჴელ აუპყრობელსა გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა მომიგონებდი მტირალსა შენთვის ცრემლ შეუშრობელსა

1297. რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმა საჩივარად ცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივარად შენთვის მოვკვდები გავჰჴდები ყორანთა გასაყივარად ვირე ვცოცხალ ვარ გეყოფი სატირლად და სატკივარად

1298. აჰა ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა გადმიკვეთია ალამი ჩემო ერთისა კიდისა ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა

1299. ესე წიგნი საყვარელსა მისთა თანა მინაწერი რა დაწერა გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი თავ მოხდილსა დაუშვენდა სისხო სიგრძე თმათა ფერი ალვისაგან სული მოქრის ყორნის ფრთათა მონაბერი

1300. იგი მონა წამოვიდა გულ ანშაროს მიმავალი წამერთ მიჰჴდა ფატმანისსა დღე იარა არ მრავალი რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი ჴელ აპყრობით ღმერთსა მადლობს ცნობა სრული არა მთრვალი

1301. ფატმანს უთხრა გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი წავალ დგომად აღარა მცალს დრო მოსრულა შარშანდელი ფიცხლად ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ ამწყვეტელი

1302. ხათუნმან უთხრა ჰე ლომო ცეცხლი აწ უფრო ცხელდების მოეშორვების ნათელსა გული ამისთვის ბნელდების ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა ხელი ეგრეცა ხელდების თუ ქაჯნი მოგესწრებიან მუნ მისლვა გაგიძნელდების

1303. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა მასთანა ხლებულნი უბრძანა მკვდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი რაცა გვინდოდა მისითა სმენითა გახარებულნი ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახლებულნი

1304. მოდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ ნაცქაფავი მე ვერა ვნახავ ვისწრაფი გზა ჩემი არს ნასწრაფავი მან გააჴაფოს ჴმა ხაფი კვლავ უფრო გასაჴაფავი თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე ჩემი ნაალაფავი

1305. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი თქვენგან დანადები მადლსა სხვაებრ გარდავიხდი თუღა ფრიდონს შევეყრები აწ წაიღეთ ყუელაკაი მეკობრეთა წანაღები ამის მეტსა ვერას მოგცემ ვიცი ამად გეძუნწები

1306. სახლი არ მახლავს არ ძალ მაქვს გაცემა საბოძვარისა მისცა მართ სავსე ხომალდი რიცხვი ტურფათა ლარისა უბძანა წადით წაიღეთ გზა წავლეთ მისვე არისა ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან ძმად ნაფიცარისა

წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი

1307. დაწერა ფრიდონ მაღალო სვე სრულო მეფედ მეფეო ლომისა მზგავსო ძალ გულად მზეო შუქ მოიეფეო მოვლენილო და მორჭმულო მტერთა სისხლისა მჩქეფეო უმცროსმან ძმამან შორიშორ სალამი დავიყეფეო

1308. ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა ნაცვალი ჭირნახულისა კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა დამარჩენელი ლომისა მას ქვესკნელს დანერგულისა

1309. იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს ქაჯეთს პატიმარია მუნ მისლვა მიჩანს თამაშად თუმცა გზა საომარია ნარგისთა წვიმა ბროლისა წვიმს ვარდი ნაწვიმარია ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან მაგრა სპა უამარია

1310. გულ მხიარული ვიხარებ ამად არ ცრემლი მმილდების სადაცა შენ და შენი ძმა ხართ ძნელი გაადვილდების რაცა მოგინდეს უცილოდ იქმთ იგი არ აგცილდების არ თურე კაცმან დაგიდგნა ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების

1311. აწ შემინდევ ვერა გნახე შორს ამისთვის წაგიარე გზა გზა ყოვნად აღარა მცალს პატიმრაად იგი მთვარე ადრე მოვალთ მხიარულნი ჩვენი ნახვა გაიხარე ამის მეტი რაღა გკადრო ძმასა ძმურად მოეხმარე