... (Q-296), XVIII ს.

1351. ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა ერთმანეთსა ეხვეოდეს სიხარული ატირებდა ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა კაცსა ღმერთი არ გასწირავს თუმცა კაცი შეიგებდა

1352. ღმერთსა მისცეს დიდი მადლი თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა აწყა ვსცანით უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა ინდოთ მეფე მხიარული ჴელ განპყრობით ამას ჴმობდა ქვაბს შევიდეს მხიარული ასმათ რასმე მასპინძლობდა

1353. ტარიელ ეტყვის ავთანდილს ისმინე სიტყვა ასები გიამბობ რასმე ამბავსა მოამბედ ნუ გენასები მე ოდეს ქვაბნი წავუხვენ დავჴოცე დევთა დასები მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ ნაფასები

1354. მე აგრე არა მინახავს მართ ვითა არა მნდომია მოდი და გავხსნათ შევიგნეთ საჭურჭლე თუ რაზომია იამა ადგეს ორნივე არცა ქვე ასმათ მჯდომია დალეწეს კარი ორმოცი მათგან არ ზედან ომია

1355. პოვეს საჭურჭლე უსახო კვლავ უნახავი თვალისა მუნ იდვა რიყე თვალისა ჴელწმიდად განათალისა ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა ვერვისგან დანათვალისა

1356. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი პოვეს ერთი ზარადხანა აბჯრისათვის ახლად ქმნილი მუნ აბჯარი ყოვლი ფერი ასრე იდვა ვითა მწნილი შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი არ გახსნილი

1357. ზედა ეწერა აქა ძეს აბჯარი საკვირველიო ჯაჭვ მუზარადი ალმასი ხმალი ბასრისა მჭრელიო თუ ქაჯნი დევთა შეებნენ იყოს დღე იგი ძნელიო უმის ჟამისოდ ვინც გაჰხსნას არის მეფეთა მკვლელიო

1358. კიდობანი გახსნეს პოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი ჯაჭვი ჴმალი მუზარადი საბარკული მათი გვანი– ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი

1359. თვითომან თვითო ჩაიცვეს თავის თავს გამოსცდიდიან ჯაჭვ მუზარადსა აბჯარსა მართ ვერა ვერ მოჰკიდიან ჴმალი რკინისა მკვეთელი ვით ბამბის მკედსა სჭრიდიან მათ უღირს ყოვლად ქვეყანად შევატყევ არ გაჰყიდიან

1360. თქუეს ესე ნიშნად გვეყოფის ვართო კარგითა ბედითა ღმერთმან მოგვხედნა თვალითა ზე გარდმო მონახედითა აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა თვითო მათ ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა

1361. ოქროც რამე წაიტანეს მარგალიტი ღარიბები გამოვიდეს გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები ავთანდილ თქვა ამას იქით დავამაგრო ჴრმალთა ნები ამას ღამე არსად წავალ რა გათენდეს არ დავდგები

1362. აქა მხატვარ დახატე ძმა უმტკისეცი ძმობილნი იგი მიჯნური მნათობთა სხვისა ვერ ვისგან სწრობინი ორნივე გმირნი მოყმენი მამაცობისა ცნობილნი რა ქაჯეთს მივლენ გასინჯონ ომი ლახვართა სობილი

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისასა

1363. რა გათენდა გაემართნეს წაიტანეს ასმათ თანა ნურადინის ქვეყანამდი შეისვიან მათ უკანა მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა არ უძღვანა ავთანდილ კმა ყოლაოზად სხვამცა ვინღა წაიტანა

1364. იარეს და ზედან შეხდეს ნურადინის მეჯოგეთა ჯოგი ნახეს მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა მუნ ავთანდილ ჰინდო ეტყვის გაქნევ კარგთა სიშმაგეთა მოდი ფრიდონს ველაღობნეთ ჯოგსა მისსა მოვადგეთა

1365. ჯოგი წავუღოთ მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად გამოემართვის საომრად ველთა სისხლისა დაღებად ანაზდად გვიცნობს გაკრთების გულსა შელამის დაღებად– ამოა კარგი ლაღობა ლაღსა შევეიქმს ლაღებად

1366. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა ეკრა კვესებსა უყივლეს ვინ ხართ მოყმენო ვინ იქმთ საქმესა ზესებსა ჯოგი მისია ვინ მტერსა ჰკრავს ჴმალსა არ აკვნესებსა

1367. მათ მშვილდები დაიწვადეს მეჯოგეთა გაეკიდნეს მეჯოგენი მიიზახდეს ჴმანი მათნი გაადიდნეს გვიშველეთო გვიშველეთო მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს ხმა შეიქმნა შეიყარნეს ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს

1368. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა შეკაზმული გამოვიდა ჴმა შეიქმნა შეიყარნეს რაზმი ველთა დაჰფარვიდა იგი მზენი მოეგებნეს ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა დაესრულა ზარადები პირსა მათსა უფარვიდა

1369. რა ტარიელ ფრიდონ იცნა აწვნახეო ვინცა მინა მუზარადი მოიჴადა გაიღიმნა გაიცინა ფრიდონს უთხრა რასა ლამი ჩვენი მოსლვა რას გეწყინა პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა