... (Q-296), XVIII ს.

1312. ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია ამოდ მმსახურეს თქვენიმცა გული ამათთვის სრულია ქება რად უნდა მას ვინცა თქვენთანა ხან დაზმულია მზგავსი ყველაი მზგავსსა შობს ესე ბრძენთაგან თქმულია

1313. ესე უსტარი დაწერა შეკრა და წაცახვიამან მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და თმითა იამან შესთვალა ზეპირ რაცა ჴამდა სრულად მართ ვითა გიამან მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან

1314. მონახა პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ მწუხარისა მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა

1315. ფატმან უსენ და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა იტყვიან მზეო რა გვიყავ დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა დაცაგვმარხენო ჴელითა ჩვენისა დამმარხველითა

წასლვა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა

1316. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა პირ მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა ხელ განპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა

1317. მოწურვილ იყო ზაფხული ქვეყნით ამოსლვა მწვანისა ვარდის ფურცლობის ნიშანი დრო მათის პაემანისა ეტლის ცვალება მზისაგან შეჯდომა სარატანისა სულთქნა რა ნახა ყვავილი მან უნახავმან ხანისა

1318. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი ცროდეს ბროლისა ცვარითა ვარდთა აკოცა ბაგითა მითვე ვარდისა დარითა უბრძანაგიჭვრეტ თვალითა გულ ტკბილად შემხედვარითა მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა

1319. რა მოეგონის მოყვარე სდინდიან ცრემლნი მწარენი ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი უდაბურნი და უგზონი უცხონი რამე არენი სადაცა ნახის დახოცნის ლომ ვეფხნი მოშამბნარენი

1320. ქვაბნი გამოჩნდეს ეამა იცნა თქვა იგი კლდენია სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლისდენია ღირს ვარმცა ვნახო პირის პირ უამბო რაცა მსმენია არ მოსრულ იყოს რაღა ვქმნა ცუდ ჩემი განავლენია

1321. თუ მოსულა უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა მჴეცისაებრ ველთა ვლიდა სჯობს თუ შამბ შამბ წავიარო’’ იგონებდა იხედვიდა ესე თქვა და მიუქცია მინდორთაკე წამოვიდა

1322. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა მართ სახელდებით უყივის ჴმითა მით სიხარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ დგა ჴმალსა მომახულითა

1323. ტარიელს ლომი მოეკლა მით ჴმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქვეითი დგა ცხენი არა ხლებოდა ყივილი ავთანდილისა ესმოდა ეოცებოდა შეხედნა იცნა გაიქცა მისკე მირბოდა ხლდებოდა

1324. ჴრმალი გასტყორცა ტარიელ მიმართა მისა ძმობილსა ყმა ცხენისაგან გარდიჭრა ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა მათ ერთმანეთსა აკოცეს ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა ჴმა შაქრის ფერად გაუხდა ვარდსა ჴშირ ჴშირად პობილსა

1325. ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი მჭევრები სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს ნაკადი ბევრები– რადგან შენ გნახე რა მგამა პატიჟი მჭირდეს მერვები

1326. ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის ძოწი გააპის კბილთაგან ელვა კრთებოდა ეტყოდა ვსცანო ამბავი შენ რომე გეამებოდა აწ გაახლდების ყუავილი ვარდი აქამდის ჭნებოდა

1327. ტარიელ უთხრა ჰე ძმაო კმა არს დღეს რაცა მლხენია ყოველი ჩემი სალხინო მინახავს ნახვა შენია სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი არცა რა მოგისმენია კაცმანმცა სოფელს ვით პოვა რაც არა საქმე ზენია

1328. რა ტარიელ არ შესჯერდა ავთანდილცა არ დაწყნარდა მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო აუჩქარდა გამოიღო რიდე მისი ვინ ბაგეთა ვარდი ვარდი ვარდა რა ტარიელ ნახა იცნა გამოუღო შემოვარდა

1329. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალამან პირსა დაიდვა დაეცა ვარდმან ცრემლითა ნამამან სულნი გაექცნეს მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ ვერცა სალამან

1330. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს უსულოდ ქვე მდებარესა შეფრინდა შველად მიმართა მას ტკბილად მოუბარესა ვერა ვერ არგო დამწვარსა სრულად ცეცხლ ნადებარესა მისთანა ნიშანთა სიცოცხლე მათ მისი მიიბარესა