... (A-656), XIX ს.

1094. ამა ქალაქსა წესია დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი არცა ვინ წავა გზობასა ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა ლამაზობასა დიდსა შეიქმან მეფენი პურობა დარბაზობასა

1095. ჩვენ დიდვაჭართა ზედაგვაც დარბაზს მიღება ძღვენისა მათ საბოძვრისა ბოძება მართებს მსგავსისა ჩვენისა ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა ებნისა მოედანს მღერა ბურთობა დგრიალი ცხენთა დგენისა

1096. ქმარი ჩემი დიდვაჭართა წაუძღვების უსენ წინა მათთა ცოლთა მე წავასხამ მაწვეველი არად მინა დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით მდიდარი თუ გლახა ვინა დარბაზს ამოდ გავიხარებთ მხიარულნი მოვალთ შინა

1097. დღე მოვიდა ნავროზობა დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით ჩვენ მივართვით მათ გვიბოძეს ავავსენით ავივსენით ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით კვლავ დავსხედით გახარებად უნებურნი არ ვიყვენით

1098. ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა გავიტანე ხათუნები მათი ჭმევა ჩემგან ხამსა მამყვებოდეს მომღერალნი იტყოდიან ტკბილსა ხმასა ვიმღერდი და ვყმაწვილობდი ვიცვალებდი რიდე თმასა

1099. იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი ნატიფად გებულნი მაღალნი ყოვლგნით მხედველნი ზღვა ზედა წაკიდებულნი მუნ შევიტანენ ხათუნნი იგი ჩემთანა ხლებულნი კვლავ დავიდევით ნადიმი დავსხედით ამოდ შვებულნი

1100. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან უმასპინძლე ამოდ დურად სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რადმე უგემურად რა შემატყვეს გაიყარა სხდომილ იყო რაცა პურად მარტო დავრჩი სევდა რამე შემომექცა გულსა მურად

1101. უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქციე პირი გზასა ვიხედვიდი ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა შორს ამიჩნდა ცოტა რამე მოცურვიდა შიგან ზღვასა ფრინველად ვთქვი ანუ მხეცად სხვას ვამსგავსე მემცა რასა

1102. მე შორიდან ვერად ვიცან მომეახლა იყო ნავი ორთა კაცთა ტანად შავთა თვით პირიცა ედგა შავი იქით აქათ მოსდგომოდეს ახლოს უჩნდა ოდენ თავი გამოვიდეს გამიკვირდა იგი უცხო სანახავი

1103. გამოზიდეს იგი ნავი გამოიღეს ბაღსა წინა მიიხედნეს მოიხედნეს ვინ გვიჭვრეტსო სადა ვინა ვერა ნახეს სულიერი ვერცა რამან შეაშინა მე იდუმალ ვიხედვიდი სულღებული ვიყავ შინა

1104. მით ნავიდაღმა მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა აჰხადეს ქალი გარდმოხდა უცხოთა რამე ტანითა თავსა რიდითა შავითა ქვეშეთ მოსილი მწვანითა მზესა სიტურფედ ეყოფის იყოს მისითა გვანითა

1105. რა მობრუნდა ქალი ჩემკე შემოადგეს სხივნი კლდესა ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა ზესა დავიწუხენ თვალნი ყოლა ვერ შევადგენ ვითა მზესა უკმოვიხაშ კარი ჩემგან მათი ჭვრეტა ვერა ცნესა

1106. მოვიხმენ ოთხნი მონანი ჩემსა წინაშე მდგომელნი უჩვენე ხედავთ ინდოთა ტყვედ ყვანან შუქნი რომელნი ჩაეპარენით ჩაედით წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი მოგყიდონ ფასი მიეცით რასაცა იყვნენ მნდომელნი

1107. თუ არ მოგცენ ნუღა მისცემთ წაჰგვარეთ და დახოცენით მოიყვანეთ ისი მთვარე ქმენით კარგად ეცადენით ჩემნი ყმანი ზედა დაღმა ჩაეპარნეს ვითა ფრენით დაევაჭრნეს არ მოყიდეს შავნი ვნახენ მეტად წყენით

1108. მე სარკმელთა გარდავადეგ რა შევიგენ არ მოყიდეს შეუზახენ დახოცენით დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს იგი ზღვასა შეასრივნეს შემოადგეს ქალსა სცვიდეს ჩავეგებე გამოვგვარე ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს

1109. რა გიამბო ქება მისი რა სიტურფე რა ნაზობა ვფიცავ რომე იგი მზეა არა მართებს მზესა მზობა ვინ გაიცდის შუქთა მისთა ვინმცა ვით ქმნა ნახაზობა მე თუ დამწვავს აჰა მზა ვარ არღა უნდა ამას მზობა

1110. ესე სიტყვა დაასრულა ფატმან იკრნა პირსა ხელნი ავთანდილსცა აეტირნეს გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი ერთმანერთი დაავიწყდა მისთვის გახდეს ვითა ხელნი ღვარმან ზედათ მონადენმან გააწყალნა ფიფქნი თხელნი

1111. მოიტირეს ყმამან უთხრა ნუღარ გასწყვედ გაასრულე ფატმან იტყვის მივეგებე გული მისთვის ვაერთგულე გარდვუკოცნე ყოვლი ასო თავი ამად მოვაძულე ზედან დავსვი ტახტსა ჩემსა შევეკვეთე გავესულე

1112. ვჰკადრე მითხარ ვინ ხარ მზეო ანუ შვილი ვისთა ტომთა ამა ზანგთა სით მოყვანდი შენ პატრონი ცისა ხომთა მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესეზომთა ასნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა შეტყობის ნდომა

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის კითხვა და მეცნიერების