... (H-66), 1832 წ.

1116. მოიტირეს ყმამან უთხრა: ნუღარ გასწყვედ გაასრულე ფატმან იტყვის მივეგებე: გული მისთვის ვაერდგულე გარდუკოცნე ყოვლი ასო: თავი ამად მოვაძულე ზედან დავსვი ტახტსა ჩემსა: შევეკვეთე გავესულე

1117. ვკადრე ვინ ხარ მითხარ მზეო: ანუ შვილი ვისთა ტომთა ამა ზანგთა სით მოჰყვანდი: შენ პატრონი ცისა ხომთა მან პასუხი არა მითხრა: მე სიტყვათა ესე ზომთა ას ნაკეცი წყარო ვნახე: ცრემლთა მისთა მონაწთომთა

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის კითხა და მეცნიერობის შეტყობის ნდომა჻

1118. რა მივაჭირვე კითხვითა: მეტითა საუბარითა გულ ამოჴორსკვნით ატირდა: მით რამე ხმითა წყნარითა ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა: მოსდის გიშრისა ღარითა მისი მჭვრეტელი დავიწვი: გავხე გულითა მკვდარითა

1119. მითხრა შენ ჩემთვის დედაო: ხარ უმჯობესი დედისა რას აქნევ ჩემსა ამბავსა: ზღაპარი არის ყბედისა ღარიბი ვინმე შემსწრობი: ვარ უბედოსა ბედისა თუ რაცა მკითხო ძალიმცა: გიგმია არსთა მხედისა

1120. ვთქვი უჟამოდ არ წესია: მოყვანა და მზისა ხმობა მომყვანელი გაშმაგდების: და წაუვა ერთობ ცნობა ხმობა უნდა ჟამიერად: სააჯოსა ყოვლსა თხრობა რად არ ვიცი ამა მზისა: საუბრისა უჟამობა

1121. ავიყვანე იგი პირმზე: ნაქები და ვერ ვთქვი უქი სურვილმან და მზემან მისმან: ძლივ დავმალი მისი შუქი ჩამოვბურე მრავალ კეცი: სტავრა მძიმე არ სუბუქი ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს: წამწამთაგან მოქრის ბუქი

1122. მოვიყვანე შინა ჩემსა: იგი პირმზე ტანით ალვით მოუკაზმე სახლი ერთი: შიგან დავსვი მეტად მალვით არვის უთხარ სულიერსა: შევინახე ფარვით კრძალვით ერთი ზანგი ვამსახურე: მე შევიდი ვნახი ხალვით

1123. ვით გიანბო საკვირველი: მე გლახ მისი ყოფა ქცევა დღე და ღამე გაუწყვედლად: ტირილი და ცრემლთა ფრქვევა შევეხვეწი დადუმდიო: წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ: ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა

1124. შინა შევიდი მას წინა: ედგის ცრემლისა გუბები შიგან მელნისა მორევსა: ეყრდნის გიშრის შუბები მელნისა ტბათათ იღვრების: სავსე სათისა რუბები შუა ძოწსა და აყიყსა: ჭვირს მარგალიტი ტყუბები

1125. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა: ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან თუმცა მეკითხა ვინა ხარ: ეგრე გასრული რისაგან მჩქეფრად სისხლისა ნაკადი: მოსდის ალვისა ხისაგან მას ხორციელი არ გასძლებს: სხვა კიდეგანი ქვისაგან

1126. არად უნდის საბურავი: არცა წოლა საგებლითა მიწყივ იყვს რიდითა და: მით ერთითა ყაბაჩითა მკლავი მისი სასთაუნალად: მიიდვის და მიწვის მითა ძლივ ვაჭამი ცოტა რამე: ათასითა შეხვეწითა

1127. სხვა გიამბო საკვირველი: რიდისა და ყაბაჩისა ვარ მნახავი ყოვლისავე: უცხოსა და ძვირ ფასისა მაგრა მისი არა ვიცი: ქნილი იყო რაგვარ რისა სილბო ჰქონდა ნაქსოვისა: და სიმტკიცე ნაჭედისა

1128. მან ტურფამან სახლსა ჩემსა: ეგრე დაყო ხანი დიდი ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა: შესმენისა მქონდა რიდი ვთქვი თუ უთხრობ ვიცი დარბაზს: გამამჟღავნებს ისი ფლიდი ესე მეყო საგონებლად: კვლავ შევიდი კვლავ გავიდი

1129. ვთქვი თუ არ უთხრა რა უყო: ჩემგან რა მოეგვარების არცა რა ვიცი რა უნდა: რა ვისგან მოეხმარების ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს: ვეღარა მომეფარების ვითა დავმალო ნათელი: ვინ მზესა დაედარების

1130. მე გლახ მარტომან რა უყო: მიმატებს ცეცხლთა დებასა მოდი გავანდო ნუ შევალ: უსენის შეცოდებასა არ გამამჟღავნოს ვაფიცო: თუ მამცემს იმედობასა სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს: ფიცისა გაცუდებასა

1131. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა: ველაღობე ველაციცე მერმე უთხარ გითხრობ რასმე: მაგრა პირველ შემომფიცე არვის უთხრა სულიერსა: საფიცარი მამეც მტკიცე ფიცი ფიცა საშინელი: თავიცაო კლდეთა ვიცე

1132. რაცა მითხრა სიკვდილამდის: არვის უთხრა სულიერსა არა ბერსა არა ყმასა: მოყვარესა არცა მტერსა მერე უთხარ ყველაკაი: უსენს კაცსა ლმობიერსა მოდი მომყევ აქა სადმე: მო გიჩვენებ მზისა ფერსა

1133. ადგა ამყვა და წავედით: შევლენით კარნი სრისანი უსენ გაჰკვირდა გაცაკრთა: რა შუქნი ნახა მზისანი თქუა რა მიჩვენე რა ვნახე: რანია ნეტარ რისანი თუ ხორციელი არისმცა: თვალნიმცა მრისხვენ ღ~თისანი

1134. ვთქვი თუ არცა რა მე ვიცი: ამისი ხორციელობა რაცა არ გითხარ მის მეტი: მაქვს არა მეცნიერობა მე და შენ ვკითხოთ ვინ არის: ვისგან სჭირს ისი ჴელობა ნუთუ რა გვითხრას ვეაჯნეთ: ქნას დიდი ლმობიერობა