... (Q-376), XIX ს.

ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორთა მისთა დარაჯათა დაჴოცა (38)

1098. იგი ყმა საწოლს მარტო წვა, გულითა ჯავრიანითა. ჴელსისხლიანი ავთანდილ, შედგა ტანითა ჯანითა. ვერღა აასწრა იდუმალ, მოკლა ვერცა თუ ვჰსცანითა. ჴელი მოჰკიდა მიწასა, დაჰსცა და დაკლა დანითა:-

1099. მჭურეტელთა მზე და მებრძოლთა, მჴეცი და ვითა ზარია. ბეჭდითურთ თითი მოჰკუჱთა, არს მისთჳს ულმობარია. ზღჳსაკენ სარკმლით გასტყორცა, ზღჳსა ქჳშათა გარია. მისთჳს არცა სად სამარე, არცა სათხარელდ ბარია:-

1100. ჴმა მათისა დაჴოცისა, არ გაისმა არსით არა. წამოჳდა ყანდებრ ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა. ესე მიკჳრს სისხლი მისი, ასრე ვითა მოიპარა. რომე წეღან წამოევლო, გზა იგივე წაიარა:-

1101. რა ფატმანისას შეჳდა, ლომი ჯავარ წყალიანი. უბრძანა მოვჰკალ იგი ყმა, დღე ვეღარ ნახოს მზიანი. თჳთ მონა შენი მოწმად მჰყავს, ფიცი აფიცე ღ~თიანი. აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქუს მე სისხლიანი:-

1102. აწ მითხარ თუ რას იტყოდი, რად გაშმაგდი ისე რეტად. რას გექადდა იგი კაცი, მესწრაფების ტკბილებრ ხურეტა. ფატმან ფერხთა მოეხჳა, არა ვჰღირსვარ პირსა ჭურეტად. გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჰსჯე ცეცხლთა შრეტად:-

1103. მე და უსეინ შჳლითურთ, აწ ახლად დავიბადენით. ლომო და გმირო ქებანი, შენი ვითმც ვადიადენით. ვინადგან სისხლთა იმისთა, დაღურავე დავიქადენით. თავიდგან გითხრობ ყუჱლასა, თქუჱნ სმენად დაემზადენით:-

ფატმანისაგან ნესტანდარეჯანის ჰამბის მბობა ავთანდილის წინაშე (39)

1104. ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა. არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა. ყოველნი ჰსწორედ დავიწყებთ, კაზმასა ლამაზობასა. დიდსა შეიქმენ მეფენი, პურობა დარბაზობასა:-

1105. ჩუჱნ დიდ ვაჭართა ზედა გვაძს, დარბაზს მიღება ძღუჱნისა. მათ საბოძურისა ბოძება, მართებს მჰსგავსისა ჩუჱნისა. ათდღემდის ისმის ყოველგან, ჴმა წინწილისა ებნისა. მაედანს მღერა ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა:-

1106. ქმარი ჩემი დიდვაჭართა, წაუძღუჱბის უსენ წინა. მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწუჱველი არად მინა. დედოფალსა ძღუჱნსა ვუძღუნით, მდიდარი თუ გლახა ვინა. დარბაზს ამოდ გაჳხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა:-

1107. დღე მოჳდა ნავროზობა, დედოფალსა ძღუჱნი ვჰსძღუჱნით. ჩუჱნ მივართჳთ მათ გჳბოძეს, ავავსენით ავივსენით. ჟამიერად მხიარულნი, წამოვედით ნებით ჩუჱნით. კულავ დავსხედით ნადიმობად, მუნებურნი არ ვიყუჱნით:-

1108. ბაღსა შიგან თამაშობად, საღამოსა გავე ჟამსა. გავიტანე ხათუნები, მათი ჭმევა ჩემგან ჰჴამსა. მამყუჱბოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილს მუღამასა. ვიმღერდით და ვყმაწჳლობდით, ვთამაშობდით წამით წამსა:-

1109. იქ ბაღსა შიგან ტურფანი, სახლნი ნატიფად გებულნი. მაღალი ყოვლგნით მხედუჱლნი, ზღუას ზედა წაკიდებულნი. მუნ შეჳყოლენ ხათუნნი, იგანი ჩემთან ხლებულნი. კულავ დაჳდევით ნადიმი, დავჰსხედით ჰამოდ შუჱბულნი:-

1110. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან, ვუმასპინძლე ამოდ დურად. სმასა ზედა უმიზეზოდ, გავჰჴე რამე უგემურად. რა შემატყუჱს გაიყარნენ, სხდომილიყუნენ რაცა პურად. მარტო დავჰრჩი სევდა რამე, შემომაწვა გულსა მურად:-

1111. უკმოვახუჱნ სარკმელნი და, შევამზირენ თუალნი ზღუასა. ვიხედჳდი ვიქარვებდი, კაეშნისა ჩემგან ზრდასა. შორს აღმიჩნდა ცოტა რამე, გავუკვირდი მისსა სლუასა. ფრინუჱლად ვჰსთქვი ანუ მჴეცად, სხუას ვამჰსგავსე მემცა რასა:-

1112. მე შორიდამ ვერად ვიცან, მომიახლა იყო ნავი. ორთა კაცთა ტანად შავთა, თჳთ პირიცა ჰქონდათ შავი. იქით აქეთ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდათა ოდენ თავი. გამოჳდეს გამიკჳრდა, იგი უცხო სანახავი:-

1113. გამოზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა. მოიხედეს მიიხედეს, ვინ გჳჭურეტსო სადა ვინა. ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა. მე იდუმალ ვიხედჳდი, სულღებული ვიყავ შინა:-

1114. მით ნავიდაღმე მათ რომე, გარდმოსვეს კიდობანითა. ვუჭურიტე ქალი გარდმოხდა, უცხოთა რითმე ტანითა. თავსა რიდითა შავითა, ქუჱშეთ მოსილი მწუანითა. მზესა სიტურფედ ეყოფის, იყოს მისითა გუანითა:-

1115. რა მობრუნდა ქალი ჩემკენ, შემოადგეს სხივნი კლდესა. ღაწუთა მისთა ელუარება, ელუარებდა ხმელთა ზესა. დავიწუხენ თუალნი ყოვლად, ვერ შევადგი ვითა მზესა. უკმოვიხშენ კარი ჩემკენ, მათი ჭურეტა ვერა ჰსცნესა:-