... (S-2781), XIX ს.

1078. ჱე მზეო ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად მით შეგქმნა მოშორვებულთა ჭირთა არ ლხინთა მწადებლად ახლოს შემყრელთა დამწველად მათზედ ცეცხლისა მადებლად მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს დასაქადებლად

1079. შენ გტრფიალობენ მჭურეტელნი შენთვის საბრალოდ ბნდებიან ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან შენი შვენება ყვავილთა აჭნობს და ჩემნიც ჭნებიან სრულად დამწვარვარ თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან

1080. ღმერთი მყავს მოწმად ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა მაგრამ რა ვირგო დღეკრულმან სრულად გავყრივარ თმობასა გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა თუ რას მეწევი მეწივე თვარა მივჰხდები ცნობასა

1081. მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს ვსცნობდე გინდოდე საკლავად ან ჩემი რა გგავიდოდეს მუნამდის გავსძლო სულთა დგმა გული რაზომცა მტკიოდეს სიცოცხლე ანუ სიკუდილი გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს

1082. ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მყისი ყმამან ასრე წაიკითხა და ვინმეა ანუ თვისი სთქუა არ იცის გული ჩემი ვინ მაშიკობს ვისსა ვისი რომე მივის სამიჯნურო რად ვამსგავსო მე მას ისი

1083. სთქუა ყვავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია მაგრამ მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა მით ოხერია რა უთქუამს რა მოუჩმახავს რა წიგნი მოუწერია

1084. ესე საქმე საზრახავი დაუზრახა გულსა შინა მერმე უთქუამს შენგან კიდე ჩემი შემწე არა ვინა რასათვისცა გამოჭრილვარ მისი ძებნა რადგან მინა რითაც ვპოვებ იგიცა ვიყო ნუთუ გულს რა მომილხინა

1085. ისი დიაცი აქა ზის მნახავი კაცთა მრავალთა მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა ყოველგნით მავალთა მივყვე მიამბობს ყველასა რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა ნუთუ რა მარგოს მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა

1086. თქვა დიაცსა ვინცა უყვარს გაექსვის და მისცემს გულსა აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა რაცა იცის გაუცხადებს ხვაშიადსა უთხრობს სრულსა მიჯობს მივყვე ნუთუ ვითმე ვსცნობდე საქმეს დამალულსა

1087. კულავ სთქუა ვერვინ ვერას იქმს თუ ეტლი არ მოსთმინდების მით რაცა მინდა არა მაქუს რაცა მაქუს არ მომინდების ბინდის გვარია სოფელი ეს თურე ამად ბინდდების კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოსდინდების

წიგნი ავთანდილისა ფატმანთანა პასუხად მიწერილი

1088. მიუწერა წავიკითხე შენი წიგნი ჩემი ქება შენ მამასწარ თუარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება შენცა გინდა მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება შეყრა არის პირიანი ორთავეა რათგან ნება

1089. ფატმანისსა ვერ გიამბობ მოემატა რა სიამე მიუწერა კმა არს რაცა უშენომან ცრემლი ვლამე აწ ვიქმნები თავისწინა აქა მპოვებ მარტოსა მე მამისწრაფე შეყრა შენი რა შეღამდეს მოდი ღამე

1090. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა შეღამდა და წაცავიდა სხუა შემოხუდა მონა გზასა ამას ღამე ნუ მოხვალო ვერა მპოვებ შენთვის მზასა მას ეწყინა არ დაბრუნდა თქვა თუ ჰგავსო ეგე რასა

1091. წვეული აღარ დაბრუნდა კვლა ზევე უკუწვევითა ფატმან ზის წყენით შევიდა ავთანდილ ალვებრ ხრე ვითა დიაცსა წყენა შეატყო ნახა რა წადგა მხნევითა ვერ დაიჩინა ლიმგულმან თვით ფატმანისა თნევითა

1092. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა ლაღობა წყლიანი შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი ტანნაკვთიანი შემოვლო ახლოს შემოყვა მონა ხრმალდარაკიანი დაკრთა რა ნახა ავთანდილ გავსო თუ გზაა კლდიანი

1093. ფატმან რა ნახა შეშინდა მყისვე მიეცა ძრწოლასა მან გაკვირვებით უჭურიტა მათსა ლაღობაწოლასა უთხრა არ გიშლი დიაცო ფერთა მიდამო კრთოლასა გამითენდების განანებ მაგა მოყმისა ყოლასა

1094. გამკიცხე ბოზო დიაცო და დამდევ გასათრეველად მაგრამ სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად ვარ შენთა შვილთა შენითა ძაღლკბილითა დამაჭმეველად დავშალო წვერთა ფუ მიყავ ხელიღა ვრბოდე მე ველად

1095. ესე სთქუა და კაცმან წვერთა მოიზიდნა გავლნა კარნი ფატმან შექმნა თავის ცემა ღაწუნი ესხნეს ნახოკარნი ცრემლთა მისთა მონადენთა წყაროსებრნი ისმნეს წკარნი სთქუა დამქოლეთ მოდით ქვითა მომადეგით მომაკარნი

1096. მოთქუამს მოვკალ ჰაი ქმარი ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი იავარვყავ საქონელი უსახონი თვალნი თლილნი გავეყარე საყუარელთა ვა გამზრდელნი ვა გაზრდილნი დამთქმელ ვექმენ სახლსა ჩემსა სიტყვანია ჩემნი წბილნი