... (H-925), XVIII ს.

1077. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან უმასპინძლე ამოდ დურად სმასა ზედა უმიზეზო გავხე რამე უგემურად რა შემატყუეს გაიყარა სხდომილ იყო რაცა პურად მარტო დავრჩი სევდა რამე შემომექცა გულსა მურად

1078. უკუმოვახჩე სარკმელნი და შევაქცივე პირი ზღვასა ვიხედვიდი ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა შორს ამიჩნდა ცოტა რამე მოცურვიდა შიგან ზღვასა მფრინველად ვთქუი ანუ მხეცად სხვას ვამგზავსე მემცა რასა

1079. მე შორიდამ ვერად ვიცან მამეახლა იყო ნავი ორთა კაცთა ტანად შავთა თვით პირიცა ედგა შავი იქით აქათ მოსდგომოდეს ახლოს უჩნდა ოდენ თავი გამოიღეს გამიკვირდა იგი უცხო სანახავი

1080. გამოზიდნეს იგი ნავი გამოიღეს ბაღსა წინა მიიხედნეს მოიხედნეს ვინ გვიჭვრეტსო სადა ვინა ვერა ნახეს სულიერი ვერცა რამან შეაშინა მე იდუმალ ვიხედვიდი სულღებული ვიყავ შინა

1081. მით ნავიდაღმან მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა ახადეს ქალი გარდმოჴდა უცხოთა რამე ტანითა თავსა რიდითა შავითა ქვეშეთ მოსილი მწვანითა მზესა სიტურფით ეყოფის იყოს მისითა გვანითა

1082. რა მობრუნდა ქალი ჩემკე შემოადგეს სხივნი კლდესა ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ჴმელთა ზესა დავიწუხენ თვალნი ყოლა ვერ შევადგენ ვითა მზესა უკმოვიხარჩ კარი ჩემგან მათი ჭვრეტა ვერა ცნესა

1083. მოვიხმენ ოთხნი მონანი ჩემსა წინაშე მდგომელნი უჩვენე ხედავთ ინდოთა ტყვედ ყვანან შუქნი რომელნი ჩაეპარენით ჩაედით წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი მოგყიდონ ფასი მიეცით რისაცა იყონ მდომელნი

1084. თუ არ მოგცენ ნუღარ მისცემთ წაგვარეთ და დახოცენით მოიყვანეთ ისი მთვარე ჰქენით კარგად ეცადენით ჩემნი ყმანი ზედა დაღმან ჩაეპარნეს ვითა ფრენით დაევაჭრნეს არ მოჰყიდეს შავნი ვნახენ მეტად წყენით

1085. მე სარკმელთა გარდავადეგ რა შევიგენ არ მოჰყიდეს შეუძახე დახოცენით დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს იგი ზღვასა შეასრივნეს შემოადგეს ქალსა სცვიდეს ჩავეგებე გამოვგვარე ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს

1086. რა გიანბო ქება მისი რა სიტურფე რა ნაზობა ვფიცავ რომე იგი მზეა არა მართებს მზესა მზობა ვინ გაიცდის შუქთა მისთა ვინმცა ვით ქნა ნახაზობა მე თუ დამწვავს აჰა მზა ვარ არღა უნდა ამას მზობა

1087. ესე სიტყვა დაასრულა ფატმან იკრნა პირსა ჴელნი ავთანდილსცა აეტირნეს გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი ერთმანერთი დაავიწყდა მისთვის გახდეს ვითა ხელნი ღვარმან ზედათ მონადენმან გააწყალნა ფიფქნი თხელნი

1088. მოიტირეს ყმამან უთხრა ნუღარ გასწყვედ გაასრულე ფატმან იტყვის მივეგებე გული მისთვის ვაერთგულე გარდუკოცნე ყოვლი ასო თავი ამად მოვაძულე ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა შევეკვეთე გავესულე

1089. ვკადრე მითხარ ვინ ხარ მზეო ანუ შვილი ვისთა ტომთა ამა ზანგთა სით მოყვანდი შენ პატრონი ცისა ჴომთა მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა ასნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა

1090. რა მივაჭირვე კითხვითა მეტითა საუბარითა გულ ამოჴრჩვინვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა ბროლ ლალსა ღვარი ნარგიზთა მოსდის გიშრისა ღარითა მისი მჭვრეტელი დავიწვი გავხე გულითა მკვდარითა

1091. მითხრა შენ ჩემთვის დედაო ხარ უმჯობესი დედისა რას აქნევ ჩემსა ამბავსა ზღაპარი არის ყბედისა ღარიბი ვინმე შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა თუ რაცა მკითხო ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა

1092. ვსთქვი უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა ხმობა უნდა ჟამიერად სააჯოსა ყოვლსა თხრობა რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა

1093. ავიყვანე იგი პირმზე ნაქები და ვერ ვთქუი უქი სურვილმან და მზემან მისმან ძლივ დავმალე მზისა შუქი ჩამოვბურე მრავალკეცი სტავრა მძიმე არ სუბუქი ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს წამწამთაგან მოქრის ბუქი

1094. მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირმზე ტანით ალვით მოუკაზმე სახლი ერთი შიგან დავსვი მეტად მალვით არვის უთხარ სულიერსა შევინახე ფარვით კრძალვით ერთი ზანგი ვამსახურე მე შევიდი ვნახი ხალვით

1095. ვით გიანბო საკვირველი მე გლახ მისი ყოფა ქცევა დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა შევეხვეწი დადუმდიო წამერთ ქონდის ჩემი თნევა აწ უმისოდ ვით ვცოცხალ ვარ ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა

1096. შინა შევიდი მას წინა ედგის ცრემლისა გუბები შიგან მელნისა მორევსა ეყარის გიშრის შუბები მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები