... (Q-296), XVIII ს.

1082. თქუა დიაცსა ვინცა უყვარს გააქსუის და მისცემს გულსა აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა რაცა იცის გაუცხადებს ხვაშიადსა უთხრობს სრულსა მიჯობს მივჰყვე გაღა სადმე ვსცნობ საქმესა დამალულსა

1083. კვლავ იტყვის ვერვინ ვერასა თუ ეტლი არ მოსთმინდების მით რაცა მინდა არა მაქუს რაცა მაქუს არ მამინდების ბინდის გვარია სოფელი ეს თურ ამად ბინდების კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების

წიგნი ავთანდილისა ფატმანთან მიწერილი პასუხად

1084. მიუწერა წავიკითხე შენი წიგნი ჩემი ქება შენ მამასწარ თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება შენცა გინდა მეცა მინდა გაუწყვეტლად შენი ხლება შეყრა არის პირიანი ორთავეა რადგან ნება

1085. ფატმანისას ვერ გიამბობ მოემატა რა სიამე მიუწერა კმარის რაცა უშენომან ცეცხლი ვლამე აწ ვიქმნები თავის წინა აქა მპოვე მარტო სამე მამისწრაფე შეყრა შენი რა შაღამდეს მოდი ღამე

1086. მას ღამითვე საწვეველი რა მაართვეს წიგნი ყმასა შეღამდა და წაცავიდა სხვა მემთხვია მონა გზასა ამას ღამე ნუ მოხვალო ვერა მპოვებ შენთვის მზასა მას ეწყინა არ დაბრუნდა თქვა თუ გავსო ეგე რასა

1087. წვეული აღარ დაბრუნდა კვლავ ზევე უკუწვევითა ფატმან ზის წყენით შევიდა ავთანდილ მარტო ხევითა დიაცსა წყენა შეატყვა ნახა შესლვითა შევითა ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა

1088. ერდგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა ლაღობა წყლიანი შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი ტან ნაკვთიანი შემოვლო ახლოს შემოჰყვა მონა ჴმალ დარაკიანი დაკრთა რა ნახა ავთანდილ გავსო თუ გზაა კლდიანი

1089. ფატმან რა ნახა შეშინდა ძრწის და მიეცა ძრწოლასა მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა წოლასა უთხრა არ გიშლი დიაცო ფერთა მიდამო კრთომასა გამითენდების განანებ მაგა მოყმისა ყოლასა

1090. გამკიცხე ბოზო დიაცო და დამდევ გასათრეველად მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დასაჭმეველად დავშალო წვერთა ფუ მიყავ ხელიღა ვრბოდე მე ველად

1091. ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა გავლნა კარნი ფატმან შექმნა თავსა ცემა ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი ცრემლთა მისთა მონაღვართა წყაროსებრნი ისმნეს წკარნი თქვა დამქოლა მოდით ქვითა მამადეგით მამაკარნი

1092. მოთქვამს მოვკალ ჰაი ქმარი ამოვსწყვიტენ წვრილნი შვილნი იავარ ვყავ საქონელი უსახონი თვალნი თლილნი გავეყარე საყუარელთა ვა გამზრდელნი ვა გაზრდილნი ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა სიტყვანია ჩემნი წბილნი

1093. ამას ყუელასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული უბრძანა რა გჭირს რას იტყვი რასთვის ხარ აგრე ვებული რას დაგექადა იგი ყმა რა ნახა შენგან კლებული დადუმდი მითხარ ვინ იყო ანუ რად საქმედ რებული

1094. დიაცმან უთხრა ჰე ლომო ხელი ვარ ცრემლთა დენითა ნურას ნუ მკითხავ ამბავსა ვერცარას გითხრობ ენითა დავხოცენ შვილნი ჴელითა მით ვარ აღარას ლხენითა თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა

1095. ესე გვარი დია მიხვდეს სიტყვა მცდარსა დია მეტსა ხვაშიადის ვერ დამალავს უჭკუოსა შმაგსა რეტსა ვაგლახითა მეწიენით გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა მკურნალმაცა ვერა ჰკურნებს თავისისა სისხლის მხვრეტსა

1096. ორისაგან ერთი ჰქმენით ამის მეტსა ნუღარ ლამით მოვითა ჰკლავ იმა კაცსა წადი მოკალ მალვით ღამით მედა სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით მოხვალ გითხრობ ყველაკასა მოვით გითხრა ცრემლთა ლამით

1097. თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა დააგდე ჩემი მიდამო სრულად მიკრიფე მირითა ვეჭუ რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა თუ დარბაზს მივა იგი ყმა შვილთა დამაჭმევს პირითა

1098. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა ბუნება ზიარსა ადგა და ლახტი აიღო რა ტურფა რამე მჴნე არსა ამა საქმისა ვერ ცნობა თქვა ჩემი სიძუნწე არსა ნუ ეჭუ სულდგმულსა მისებრსა სხვა არცა მისებრი არსა

1099. ფატმანს უთხრა კაცი მომეც მასწავლელად წინა მძღვარად გზასა მართლად წამიყვანოს თვარა მეშვლად მინდა არად იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად რაცა ვუყო მოგახსენებ მამიცადე იყავ წყნარად

1100. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად წაცამყვანელად კვლავე შეჰყივლავინადგან ცეცხლია ცხელი ანელად თუ მოვითა ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად ბეჭედი ჩემი აცვია მას გვედრებ მოსატანელად