... (H-66), 1832 წ.

1078. ფატმან რა ნახა შეშინდა: ძრწის და მიეცა ძრწოლასა მან გაკვირვებით უჭურიტა: მათსა ლაღობა წოლასა უთხრა არ გიშლი დიაცო: ფერთა მი და მო კრთომასა გამითენდების განანებ: მაგა მოყმისა ყოლასა

1079. გამკიცხე ბოზო დიაცო: და დამდე გასათრეველად მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა: მაგა საქმისა მზღვეველად ვარ შენთა შვილთა შენითა: კბილითა დასაჭმეველად დავშალო წვერთა ფუ მიყავ: ჴელიღა ვრბოდე მე ველად

1080. ესე თქვა და კაცმან წვერთა: მოიზიდნა გავლნა კარნი ფატმან შექმნა თავის ცემა: ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი ცრემლთა მისთა შეეყარნეს: წყაროსებრნი ისმნეს წკარნი თქვა დამქოლეთ მოდით ქვითა: მომადეგით მამაკარნი

1081. მოთქვამს მოვკალ ჰაი ქმარი: ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი იავარ ვჰყავ საქონელი: უსახონი თვალნი თლილნი გავეყარე საყვარელთა: ვაჲ გამზრდელნი ვაჲ გაზრდილნი ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა: სიტყვანია ჩემნი წბილნი

1082. ამას ყველასა ავთანდილ: ისმენდა გაცბუნვებული უბრძანა რა გჭირს რას იტყვი: რასთვის ხარ აგრე ვებული რას დაგექადა იგი ყმა: რა ნახა შენგან კლებული დადუმდი მითხარ ვინ იყო: ანუ რად საქმედ რებული

1083. დიაცმან უთხრა ჰე ლომო: ჴელი ვარ ცრემლთა დენითა ნურას ნუ მკითხავ ამბავსა: ვერცა რას გითხრობ ენითა დავხოცენ შვილნი ჴელითა: მით ვარ აღარას ლხენითა თავი მოვიკალ უთმინოდ: სიყვარულითა შენითა

1084. ესე გვარი დია მიხვდეს: სიტყვა მცდარსა ენა მეტსა ხოშიადის ვერ დამალავს: უჭკუოსა შმაგსა რეტსა ვაგლახითა მეწივენით გეტყვი: ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს: თავისისა სისხლის მხვრეტსა

1085. ორისაგან ერთი ჰქენით: ამის მეტსა ნუღარ ლამით მოვითაჰკლავ იმა კაცსა: წადი მოკალ მალვით ღამით მე და სრულად სახლი ჩემი: დახოცასა დაგვხსენ ამით მოხვალ გითხრობ ყველაკასა: მოვითმითხარ ცრემლთა ლამით

1086. თვარა ღამითვე ტვირთები: შენი წაიღე ვირითა დააგდე ჩემი მიდამო: სრულად მიკრიფე მირითა ვეჭ რომე ჩემთა ცოდვათა: შენცა აგავსონ ჭირითა თუ დარბაზს მივა იგი ყმა: შვილთა დამაჭმევს პირითა

1087. რა ესე ესმა ავთანდილს: ლაღსა ბუნება ზიარსა ადგა და ლახტი აიღო: რა ტურფა რამე მხნე არსა ამა საქმისა ვერ ცნობა: თქვა ჩემი სიძუნტე არსა ნუ ეჭვ სულ დგმულსა მისებრსა: სხვა არცა მისებრი არსა

1088. ფატმანს უთხრა კაცი მომეც: მასწავლელად წინამძღვარად გზასა მართლად წამიყვანოს: თვარა მეშვლად მინდა არად იმა კაცსა ვერა ვხედავ: მეომრად და ჩემად დარად რაცა უყო მოგახსენებ: მამიცადე იყავ წყნარად

1089. მას მისცა მონა დიაცმან: წინამძღვრად და წაცამყვანებლად კვლავ შეჰყივლა ვინათგან: ცეცხლია ცხელი აწ ნელად თუ მოვითაჰკლა იგი ყმა: ჩემად გულისა მფხანელად ბეჭედი ჩემი აცვია: მას გვედრებ მოსატანელად

1090. ავთანდილ გავლო ქალაქი: მით უებროთა ტანითა ზღვის პირსა სახლი ნაგები: დგა ქვითა წითელ მწვანითა ქვეშეთკენ სრითა ტურფითა: კვლავ ზედათ ბანის ბანითა დიდროვანითა ტურფითა: მრავლითა თანის თანითა

1091. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ: მას მისსა წინამძღომელსა ხმა მდაბლად ჰკადრებს ისია: სრა მისი ეძებ რომელსა უჩვენებს ეტყვის ხედაო: ბანსა ზედა ქვე მდგომელსა იქი წევს ძილად იცოდი: ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა

1092. კარსა წინა დარაჯანი: ორნი უწვეს მას გლახ ყმასა ყმა გავიდა გაეპარა: დააგდებდეს ვირე ხმასა თითო ჴელი ყელსა მიჰყო: მუნვე მისცა სულთა ხდასა თავი თავსა შეუტაკა: გაურია ტვინი თმასა

აქა ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორის მისის დარაჯათ დაჴოცვა:

1093. იგი ყმა საწოლს მარტო წვა: გულითა ჯავრიანითა ჴელ სისხლიანი ავთანდილ: შედგა ტანითა ჯანითა ვერღა აესწრა იდუმალ: მოკლა ვერცა თუ ვსცანითა ჴელი მოჰკიდა მიწასა: დაასკვნა დაკლა დანითა

1094. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა: მხეცი და ვითა ზარია ბეჭდითურთ თითი მოჰკუეთა: ქვესკნელთ მიწათა გარია ზღვათაკენ სარკმლთა გასტყორცა: ზღვისა ქვიშათა გარია მისთვის არცა სად სამარე: არცა სათხარად ბარია

1095. ხმა მათისა დახოცისა: არ გაისმა არსით არა წამოვიდა ვარდი ტკბილი: რასამცა ვით გაემწარა ესე მიკვირს სისხლი მისი: ასრე ვითა მოიპარა რომე წეღან წამოევლო: გზა იგივე წაიარა

1096. რა ფატმანისსა შევიდა: ლომი მზე მოყმე წყლიანი უბრძანა მოვჰკალ მან ყმამან: დღე ვეღარ ნახოს მზიანი თვით მონა შენი მოწმად მყავს: ფიცი აფიცე ღ~თიანი აჰა თითი და ბეჭედი: და დანა მაქვს მე სისხლიანი