... (Q-609), XIX ს.

1078. ავთანდილ გავლო ქალაქი: მით უებროთა ტანითა: ზღვის პირსა სახლი ნაგები: დგა ქვითა წითელ მწვანითა: ქვეშეთკენ სრითა ტურფითა: კვლავ ზედათ ბანის ბანითა: დიდროვანითა ტურფითა: მრავლითა თანის თანითა:

1079. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ: მას მისსა წინამძღომელსა: ხმა მდაბლად ჰკადრებს ისია: სრა მისი ეძებ რომელსა: უჩვენებს ეტყვის ხედაო: ბანსაზედა ქვე მდგომელსა: იქი წევს ძილად იცოდი: ანუ ქუე ჰპოებ მჯდომელსა:

1080. კარსა წინა დარაჯანი: ორნი უწვეს მას გლახ ყმასა: ყმა გავიდა გაეპარა: დააგდებდეს ვირე ჴმასა: თვითო ხელი ყელსა მიჰყო: მუნვე მისცა სულთა ჴდასა: თავი თავსა შეუტაკა: გაურია ტვინი თმასა:

აქა ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორის მისის დარაჯათ დაჴოცვა .:

1081. იგი ყმა საწოლს მარტო წვა: გულითა ჯავრიანითა: ხელ სისხლიანი ავთანდილ: შედგა ტანითა ჯანითა: ვერღა აესწრა იდუმალ: მოკლა ვერცა თუ ვცანითა: ჴელი მოჰკიდა მიწასა: დაასკვნა დაკლა დანითა:

1082. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა: მჴეცი და ვითა ზარია: ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა: ქვესკნელთ მიწათა გარია: ზღვათაკენ სარკმლთა გასტყორცა: ზღვისა ქვიშათა გარია: მისთვის არცა სად სამარე: არცა სათხარად ბარია:

1083. ჴმა მათისა დაჴოცისა: არ გაისმა არსით არა: წამოვიდა ვარდი ტკბილი: რასამცა ვით გაემწარა: ესე მიკვირს სისხლი მისი: ასრე ვითა მოიპარა: რომე წეღან წამოევლო: გზა იგივე წაიარა:

1084. რა ფატმანისსა შევიდა: ლომი მზე მოყმე წყლიანი: უბრძანა მოვკალ მან ყმამან: დღე ვეღარ ნახოს მზიანი: თვით მონა შენი მოწმად მყავს: ფიცი აფიცე ღ~თიანი: აჰა თითი და ბეჭედი: და დანა მაქვს მე სისხლიანი:

1085. აწ მითხარ თუ რას იტყოდი: რას გაშმაგდი ისრე რეტად: რას გექადდა ისი კაცი: მესწრაფების მეტის მეტად: ფათმან ფერხთა მოეხვია: არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად: გამიმრთელდა გული წყლული: ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად:

1086. მე და უსენი შვილითურთ: აწ ახლად დავიბადენით: ლომო ქებანი შენიმცა: ჩვენ ვითა ვადიადენით: ვინათგან სისხლთა იმისთა: დაღვრანი დავიქადენით: თავთაგან გითხრობ ყველასა: თქვენ სმენად დაემზადენით:

ნესტან დარეჯანისაგან ამბის მბობა ფატმანისაგან ავთანდილის წინაშე:

1087. ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა: არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი: არცა ვინ წავა გზობასა: ყოველნი სწორად დავიწყებთ: კაზმასა ლამაზობასა: დიდსა შეიქმენ მეფენი: პურობა დარბაზობასა:

1088. ჩვენ დიდ ვაჭართა ზედა გვაც: დარბაზს მიღება ძღვენისა: მათ საბოძვრისა ბოძება: მართებს მსგავსისა ჩვენისა: ათ დღემდის ისმის ყოველგან: ჴმა წინწილისა ებნისა: მაედანს მღერა ბურთობა: დგრიალი ცხენთა დგენისა:

1089. ქმარი ჩემი დიდ ვაჭართა: წაუძღვების უსენ წინა: მათთა ცოლთა მე წავასხამ: მაწვეველი არათ მინა: დედოფალსა ძღვენსა უძღვნით: მდიდარი თუ გლახა ვინა: დარბაზს ამოდ გავიხარებთ: მხიარული მოვალთ შინა:

1090. დღე მოვიდა ნავროზობა: დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით: ჩვენ მივართვით მათ გვიბოძეს: ავავსეთ ავივსენით: ჟამიერად მხიარულნი: წამოვედით ნებით ჩვენით: კვლაუ დავსხედით გახარებად: მუნებურნი არ ვიყვენით:

1091. ბაღსა შიგან თამაშობად: საღამოსა გავე ჟამსა: გავიტანე ხათუნები: მათი ჭმევა ჩემგან ჴამსა: მამყუებოდეს მომღერალნი: იტყოდიან ტკბილსა ჴმასა: ვიმღერდი და ვყმაწვილობდი: ვიცვალებდი რიდე თმასა:

1092. აქა ბაღსა შიგან ტურფანი: სახლნი ნატიფად გებულნი: მაღალი ყოვლგნით მხედველნი: ზღვაზედან წაკიდებულნი: მუნ შევიტანენ ხათუნნი: იგი ჩემთანა ხლებულნი: კვლავ დავიდევით ნადიმი: დავსხედით ამოდ შვებულნი:

1093. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან: უმასპინძლე ამოდ დურად: სმასა ზედა უმიზეზოდ: გავხე რამე უგემურად: რა შემატყვეს გაიყარა: სხდომილ იყო რაცა პურად: მარტო დავრჩი სევდა რამე: შემომექცა გულსა მურად:

1094. უკმოვახვენ სარკმელნი და: შევაქცივე პირი ზღვასა: ვიხედვიდი ვიქარვებდი: კაეშნისა ჩემგან ზრდასა: შორს ამიჩნდა ცოტა რამე: მოცურვედა შიგან ზღვასა: ფრინველად ვჰთქვი ანუ მჴეცად: სხვას ვამზგავსე მემცა რასა:

1095. მე შორიდამ ვერად ვიცან: მამეახლა იყო ნავი: ორთა კაცთა ტანად შავთა: თვით პირიცა ედგა შავი: იქით აქეთ მოსდგომოდეს: ახლოს უჩნდა ოდენ თავი: გამოიღეს გამიკვირდეს: იგი უცხო სანახავი: