... (Q-609), XIX ს.

1115. სხვა გიამბო საკვირველი: რიდისა და ყაბაჩისა: ვარ მნახავი ყოვლისავე: უცხოსა და ძვირ ფასისა: მაგრა მისი არა ვიცი: ქნილი იყო რაგვარისა: სილბო ჰქონდა ნაქსოვისა: და სიმტკიცე ნაჭედისა:

1116. მან ტურფამან სახლსა ჩემსა: ეგრე დაყო ხანი დიდი: ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა: შესმენისა მქონდა რიდი: ვთქვი თუ უთხრობ ვიცი დარბაზს: გამამჟღავნებს ისი ფლიდი: ესე მეყო საგონებლად: კულავ შევიდი კვლავ გავიდი:

1117. ვთქვი თუ არ უთხრა რა უყო: ჩემგან რა მოეგვარების: არცა რა ვიცი რა უნდა: რა ვისგან მოეხმარების: ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს: ვეღარა მომეფარების: ვითა დავმალო ნათელი: ვინ მზესა დაედარების:

1118. მე გლახ მარტომან რა უყო: მიმატებს ცეცხლთა დებასა: მო და გავანდო ნუ შევალ: უსენის შეცოდებასა: არ გამამჟღავნოს ვაფიცო: თუ მამცემს იმედობასა: სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს: ფიცისა გაცუდებასა:

1119. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა: ველაღობე ველაციცე: მერმე უთხარ გითხრობ რასმე: მაგრა პირველ შემომფიცე: არვის უთხრა სულიერსა: საფიცარი მამეც მტკიცე: ფიცი ფიცა საშინელი: თავიცაო კლდეთა ვიცე:

1120. რაცა მითხრა სიკუდილამდის: არვის უთხრა სულიერსა: არა ბერსა არა ყმასა: მოყვარესა არცა მტერსა: მერე უთხარ ყველაკაი: უსენს კაცსა ლმობიერსა: მოდი მამყევ აქა სადმე: მო გიჩვენებ მზისა ფერსა:

1121. ადგა ამყვა და წავედით: შევლენით კარნი სრისანი: უსენ გაკვირდა გაცაჰკრთა: რა შუქნი ნახნა მზისანი: თქვა რა მიჩვენე რა ვნახე: რანია ნეტარ რისანი: თუ ჴორციელი არისმცა: თვალნიმცა მრისხვენ ღ~თისანი:

1122. ვთქვი თუ არცა რა მე ვიცი: ამისი ჴორციელობა: რაცა არ გითხარ მის მეტი: მაქუს არა მეცნიერობა: მე და შენ ვკითხოთ ვინ არის: ვისგან სჭირს ისი ხელობა: ნუთუ რა გვითხრას ვეაჯნეთ: ქნას დიდი ლმობიერობა:

1123. მივედით გვქონდა ორთავე: კრძალვა მისისა კრძალისა: ვჰკადრეთ თუ მზეო სახმილი: გვედების შენგან ალისა: გვითხარ რა არის წამალი: მთვარისა შუქ ნამკრთალისა: რას შეუქნიხარ ზაფრანად: შენ ფერად მზგავსი ლალისა:

1124. რაცა ვჰკითხეთ არა ვიცით: ესმა ანუ არ ისმენდა: ვარდი ერდგან შეეწება: მარგალიტსა არ აჩენდა: გველნი მოშლით მოეკეცნეს: ბაღი შეღმა შერაშენდა: მზე ვეშაპსა დაებნელა: ზედა რამცა გაგვითენდა:

1125. ვერა დავყარეთ პასუხი: ჩვენ საუბრითა ჩვენითა: ვეფხი ავაზა პირ ქუშად: ზის წყრომა ვერ უგრძენითა: კვლაცა ვაწყინეთ ატირდა: მჩქეფრად ცრემლისა დენითა: არა ვიციო მიმიშვით: ეს ოდენ გვითხრა ენითა:

1126. დავსხედით და მის თანავე: ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ: რაცა გვეთქვა შევინანეთ: სხვამცა რაღა შევიწამეთ: ძლივ ვიაჯეთ დადუმება: დავადუმეთ დავაამეთ: ჩვენ მივართვით ხილი რამე: მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ:

1127. უსენ იტყვის ბევრ ათასნი: ჭირნი ამან ამიხოცნეს: ესე ღაწვნი მზისად კმამან: კაცთაგანმცა ვით იკოცნეს: უმართლეა ვერა მჭვრეტელმან: თუ პატიჟნი იასოცნეს: მე თუ შვილნი მირჩევნიან: ღ~თნ იგი დამიჴოცნეს:

1128. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი: წამოვედით სულთქმით ახით: შეყრა გვიჩნდა სიხარულად: გაყრა დიდად ვივაგლახით: ვაჭრობისა საქმისაგან: მოვიცალით იგი ვნახით: გული ჩვენი გაუშვებლად: დაეტყვევნეს მისით მახით:

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე:

1129. რა გარდახდა ხანი რამე: გამოვიდა ღამე დღენი: უსენ მითხრა არ მინახავს: ძოღანდიდგან მეფე ჩვენი: მივაზირებ წავალ ვნახავ: უდარბაზო უძღვნა ძღვენი: მოვახსენე დია ღ~თო: ბრძანებაა ეგე თქვენი:

1130. უსენ ტაბაკსა დააწყო: მარგალიტი და თვალები: დავვედრე დარბაზს დაგხვდების: დარბაზის ერი მთვრალები: ამა ქალისა ამბავსა: მამკალ თუ არ ეკრძალები: კულავ შემამფიცა არ ვიტყვი: თავსაცა მეცეს ხრმალები:

1131. უსენ მოვიდა ჴელმწიფე: დახვდა ნადიმად მჯდომელი: უსენ არიფი მეფისა: და მეფე მისი მდომელი: წინა მივიდა შეიძღვნა: ძღვენი მიართვა რომელი: აწ ნახო მთვრალი ვაჭარი: ცქაფი უწფელი წომელი:

1132. რა მეფემან უსენს წინა: სვა მრავალი დოსტაქანი: კულავ შესვეს და კულავ აივსნეს: სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი: დაავიწყდა იგი ფიცნი: რა მუსაფნი რა მაქანი: მართლად თქმულა არა მართებს: ყვავსა ვარდი ვირსა რქანი:

1133. უთხრა დიდმან ჴელმწიფემან: უჭკუოსა უსენს მთვრალსა: დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად: სით მოიღებ ამა თვალსა: მარგალიტსა დიდროანსა: უმზგავსოსა ჰპოვებ ლალსა: ვერ გარდვიხდი თავმან ჩემან: ძღვენთა შენთა ნაათალსა: