... (H-403), 1818 წ.

1097. ესე თქვა და კაცმან წვერთა: მოიზიდნა გავლნა კარნი჻ ფატმან შექმნა თავის ცემა: ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი჻ ცრემლთა მისთა შეეყარნეს: წყაროსებრნი ისმნეს წკარნი჻ თქვა დამქოლეთ მოდით ქჳთა: მამადეგით მამაკარნი჻

1098. მოთქვამს მოვჰკალ ჰაი ქმარი: ამოვწყჳდენ წვრილნი შვილნი იავარ ვჰყავ საქონელნი: უსახონი თვალნი თლილნი გავეყარე საყვარელთა: ვაი გამზრდელნი ვაი გაზრდილნი ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა: სიტყვანია ჩემნი წბილნი

1099. ამას ყველასა ავთანდილ: ისმენდა გაცბუნვებული჻ უბრძანა რა გჭირს რას იტყჳ: რასთვის ხარ აგრე ვებული჻ რას დაგექადა იგი ყმა: რა ნახა შენგან კლებული჻ დადუმდი მითხარ ვინ იყო: ანუ რად საქმედ რებული჻

1100. დიაცმან უთხრა ჰე ლომო: ხელი ვარ ცრემლთა დენითა჻ ნურას ნუ მკითხავ ამბავსა: ვერცა რას გითხრობ ენითა჻ დავჰჴოცენ შვილნი ჴელითა: მით ვარ აღარას ლხენითა჻ თავი მოვიკალ უთმინოდ: სიყვარულითა შენითა჻

1101. ესე გვარი დია მიხვდეს: სიტყვა მცდარსა ენამეტსა჻ ხოშიადსა ვერ დამალავს: უჭკუოსა შმაგსა რეტსა჻ ვაგლახითა მეწივენით გეტყჳ: ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა჻ მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს: თავისისა სისხლის მხვრეტსა჻

1102. ორისაგან ერთი ჰქენით: ამის მეტსა ნუღარ ლამით჻ მოვითაჰკლავ იმა კაცსა: წადი მოკალ მალვით ღამით჻ მე და სრულად სახლი ჩემი: დახოცასა დაგვხსენ ამით჻ მოხვალ გითხრობ ყველაკასა: მოვითმითხარ ცრემლთა ლამით჻

1103. თვარა ღამითვე ტვირთები: შენი წაიღე ვირითა჻ დააგდე ჩემი მიდამო: სრულად მიკრიფე მირითა჻ ვეჭვ რომე ჩემთა ცოდვათა: შენცა აგავსონ ჭირითა჻ თუ დარბაზს მივა იგი ყმა: შვილთა დამაჭმევს პირითა჻

1104. რა ესე ესმა ავთანდილს: ლაღსა ბუნება ზიარსა჻ ადგა და ლახტი აიღო: რა ტურფა რამე მჴნე არსა჻ ამა საქმისა ვერ ცნობა: თქვა ჩემი სიძუნტე არსა჻ ნუ ეჭუ სულ დგმულსა მისებრსა: სხვა არცა მისებრი არსა჻

1105. ფატმანს უთხრა კაცი მომეც: მასწავლელად წინამძღვარად჻ გზასა მართლად წამიყვანოს: თვარა მეშვლად მინდა არად჻ იმა კაცსა ვერა ვხედავ: მეომრად და ჩემად დარად჻ რაცა უყო მოგახსენებ: მამიცადე იყავ წყნარად჻

1106. მას მისცა მონა დიაცმან: წინამძღურად წაცამყვანებლად჻ კვლავე შეჰყივლა ვინათგან: ცეცხლია ცხელი ანელად჻ თუ მოვითაჰკლა იგი ყმა: ჩემად გულისა მფხანელად჻ ბეჭედი ჩემი აცვია: მას გვედრებ მოსატანელად჻

1107. ავთანდილ გავლო ქალაქი: მით უებროთა ტანითა჻ ზღვის პირსა სახლი ნაგები: დგა ქვითა წითელ მწვანითა჻ ქუეშეთკენ სრითა ტურფითა: კვლავ ზედათ ბანის ბანითა჻ დიდროვანითა ტურფითა: მრავლითა თანის თანითა჻

1108. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ: მას მისსა წინამძღომელსა჻ ჴმა მდაბლად ჰკადრებს ისია: სრა მისი ეძებ რომელსა჻ უჩვენებს ეტყჳს ხედაო: ბანსაზედა ქუე მდგომელსა჻ იქი წევს ძილად იცოდი: ანუ ქუე ჰპოვებ მჯდომელსა჻

1109. კარსა წინა დარაჯანი: ორნი უწვეს მას გლახ ყმასა჻ ყმა გავიდა გაეპარა: დააგდებდეს ვირე ჴმასა჻ თვითო ჴელი ყელსა მიჰყო: მუნვე მისცა სულთა ჴდასა჻ თავი თავსა შეუტაკა: გაურია ტვინი თმასა჻

აქა ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორის მისის დარაჯათ დაჴოცვა: .

1110. იგი ყმა საწოლს მარტო წვა: გულითა ჯავრიანითა჻ ჴელ სისხლიანი ავთანდილ: შედგა ტანითა ჯანითა჻ ვერღა აესწრა იდუმალ: მოკლა ვერცა თუ ვცანითა჻ ჴელი მოჰკიდა მიწასა: დაასკვნა დაკლა დანითა჻

1111. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა: მჴეცი და ვითა ზარია჻ ბეჭდითურთ თითი მოჰკუეთა: ქუესკნელთ მიწათა გარია჻ ზღვათაკენ სარკმლთა გასტყორცა: ზღვისა ქვიშათა გარია჻ მისთვის არცა სად სამარე: არცა სათხარად ბარია჻

1112. ჴმა მათისა დაჴოცისა: არ გაისმა არსით არა჻ წამოვიდა ვარდი ტკბილი: რასამცა ვით გაემწარა჻ ესე მიკვირს სისხლი მისი: ასრე ვითა მოიპარა჻ რომე წეღან წამოევლო: გზა იგივე წაიარა჻

1113. რა ფატმანისსა შევიდა: ლომი მზე მოყმე წყლიანი჻ უბრძანა მოვჰკალ მან ყმამან: დღე ვეღარ ნახოს მზიანი჻ თვით მონა შენი მოწმად მყავს: ფიცი აფიცე ღ~თიანი჻ აჰა თითი და ბეჭედი: და დანა მაქვს მე სისხლიანი჻

1114. აწ მითხარ თუ რას იტყოდი: რას გაშმაგდი ისრე რეტად჻ რას გექადდა ისი კაცი: მესწრაფების მეტის მეტად჻ ფათმან ფერჴთა მოეხვია: არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად჻ გამიმრთელდა გული წყლული: ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად჻

1115. მე და უსენი შვილითურთ: აწ ახლად დავიბადენით჻ ლომო ქებანი შენნიმცა: ჩვენ ვითა ვადიადენით჻ ვინათგან სისხლთა იმისთა: დაღვრანი დავიქადენით჻ თავთაგან გითხრობ ყუელასა: თქუენ სმენად დაემზადენით჻