... (H-403), 1818 წ.

1079. დაწერა წიგნი საბრალო: მის ყმისა მისართმეველი჻ მისისა მიჯნურობისა: მისთა პატიჟთა მცნეველი჻ მისთა მსმენელთა გულისა: შემძრველი შემარხეველი჻ უსტარი შესანახავი: არ ცუდად დასახეველი჻

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი჻

1080. ჱე მზეო ღ~თსა ვინადგან: მზედ სწადდი დასაბადებლად჻ მით შენგან მოშორვებულთა: ლხინად არ ჭირთა მწადებლად჻ ახლოს შემყრელთა დამწველად: მათგან ცეცხლისა მადებლად჻ მნათობთა შენი შეხედვა: ტკბილად უჩნს დასაქადებლად჻

1081. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი: შენთვის საბრალოდ ბნდებიან჻ ვარდი ხარ მიკჳრს ბულბულნი: რად არა შენზედ ჰკრფებიან჻ შენი შვენება ყუავილთა აჭკნობს: და ჩემნიც ჭკნებიან჻ სრულად დამწვარვარ თუ მზისა: შუქნი არ მამესწრებიან჻

1082. ღ~თი მყავს მოწმად ვიშიშვი: თქვენსა ამისა თხრობასა჻ მაგრა რა ვირგო დღე კრულმან: სრულად გავყრილვარ თმობასა჻ გული ვერ გასძლებს ნიადაგ: შავთა წამწამთა სობასა჻ თუ რას მეწევი მეწივე: თვარა მივჰხვდები ცნობასა჻

1083. მე ვირე ამა წიგნისა: პასუხი მამივიდოდეს჻ ვსცნობდე გინდოდე საკლავად: ან ჩემი რა გაგივიდოდეს჻ მუნამდის გავსძლო სულთა დგმა: გული რაზომცა მტკიოდეს჻ სიცოცხლე ანუ სიკუდილი: გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს჻

1084. ფატმან ხათუნ დაწერა და: გაუგზავნა წიგნი ყმისა჻ ყმამან ასრე წაიკითხა: და ვინმეა ანუ თვისი჻ თქუა არ იცის გული ჩემი: ვინ მაშიკობს ვისსა ვისი჻ რომე მიმიჩნს სამიჯნურო: რად ვამსგავსო მე მას ისი჻

1085. თქუა ყვავი ვარდსა რას აქნევს: ანუ რა მისი ფერია჻ მაგრა მაზედა ბულბულსა: ჯერთ ტკბილად არ უმღერია჻ უმგზავსო საქმე ყოველი: მოკლეა მით ოჴერია჻ რა უთქუამს რა მოუჩმახავს: რა წიგნი მოუწერია჻

1086. ესეგვარი საძრახავი: დაუძრახა გულსა შინა჻ მერმე იტყჳს ჩემგან კიდე: ჩემი შემწე არავინა჻ რასათვისცა გამოჭრილვარ: მისი ძებნა რადგან მინა჻ რათაცა ვით ვჰპოვებ მას ვიქ: გულმან სხვამცა რა ისმინა჻

1087. ისი დიაცი აქა ზის: მნახავი კაცთა მრავალთა჻ მოსადგურე და მოყუარე: მგზავრთა ყოველგნით მავალთა჻ მივჰყუე მიამბობს ყუელასა: რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა჻ ნუთუ რა მარგოს მე მისი: გარდახდა ჩემი ვსცნა ვალთა჻

1088. თქუა დიაცსა ვინცა უყვარს: გაექსვის და მისცემს გულსა჻ აუგი და მოყივნება: არად შესწონს ყოლად კრულსა჻ რაცა იცის გაუცხადებს: ხვაშიადსა უთხრობს სრულსა჻ მიჯობს მივჰყუე განღა სადმე: ვსცნობ საქმესა დაფარულსა჻

1089. კვლავ იტყჳს ვერვინ ვერასა: თუ ეტლი არ მოსთმინდების჻ მით რაცა მინდა არა მაქუს: რაცა მაქვს არ მამინდების჻ ბინდის ფერია სოფელი: ესე თურ ამად ბინდების჻ კოკასა შიგან რაცა დგას: იგივე წარმოსდინდების჻

წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი჻

1090. მოგეწერა წავიკითხე: შენი წიგნი ჩემი ქება჻ შენ მამასწარ თვარე შენგან: მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება჻ შენცა გინდა მეცა მინდა: გაუწყედლად შენი ხლება჻ შეყრა არის პირიანი: ორთავეა რადგან ნება჻

1091. ფატმანისსა ვერ გიამბობ: მოემატა რა სიამე჻ მიუწერა კმარის რაცა: უშენომან ცრემლი ვლამე჻ აწ ვიქნები თავის წინა: აქა მპოვე მარტო სამე჻ მამისწრაფე შეყრა შენი: რა შეღამდეს მოდი ღამე჻

1092. მას ღამითვე საწვეველი: რა მიართვეს წიგნი ყმასა჻ შეღამდა და წაცავიდა: სხვა ემთხვია მონა გზასა჻ ამას ღამე ნუ მოხვალო: ვერა მპოვებ შენთვის მზასა჻ მას ეწყინა არ დაბრუნდა: თქვა თუ გავსო ეგე რასა჻

1093. წვეული აღარ დაბრუნდა: კვლავ ზევე უკუწვევითა჻ ფატმან ზის წყენით შევიდა: ავთანდილ მარტო ხე ვითა჻ დიაცსა წყენა შეატყო: ნახა შესლვითა შევითა჻ ვერ დაიჩინა შიშითა: და მისითავე თნევითა჻

1094. ერთგან დასხდეს და დაიწყეს: კოცნა ლაღობა წყლიანი჻ შემოდგა კარსა ყმა ვინმე: კეკლუცი ტან ნაკვთიანი჻ შემოვლო ახლოს შემოჰყვა: მონა ჴრმალ დარაკიანი჻ დაჰკრთა რა ნახა ავთანდილ: გავსო თუ გზაა კლდიანი჻

1095. ფატმან რა ნახა შეშინდა: ძრწის და მიეცა ძრწოლასა჻ მან გაკვირვებით უჭურიტა: მათსა ლაღობა წოლასა჻ უთხრა არ გიშლი დიაცო: ფერთა მი და მო კრთომასა჻ გამითენდების განანებ: მაგა მოყმისა ყოლასა჻

1096. გამკიცხე ბოზო დიაცო: და დამდევ გასათრეველად჻ მაგრა ჰსცნობ ხვალე პასუხსა: მაგა საქმისა მზღვეველად჻ ვარ შენთა შვილთა შენითა: კბილითა დამაჭმეველად჻ დავშალო წვერთა ფუ მიყავ: ხელიღა ვრბოდე მე ველად჻