... (H-302), 1803 წ.

1077. არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია, მაშოროს ღ~მ მამაცი, პირად მზე სარო ტანია, თქუჱნ სხვასა მნუკავთ, საქმესა ჩემნი საქმენი სხუანია, თქვენთანა ჩემი სიცოცხლე, არ ჩემი შესაგვანია-

1078. უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა, თქვენ დაგჴოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა, ესე ჰსჯობს მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა, მე გამაპარეთ გამიშვით, თვარა დავიწყებთ ნანასა-

1079. მონათა მიხუდა სიხარბე, მის საჭურჭლისა ძვირისა, დავიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა, გამოპარება დაასკუნეს, მის უებროსა პირისა, ნახეთ თუ ოქრო რასა იქმს, კუჱრთხი ეშმაკთა ძირისა-

1080. შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თუალი, მოიხადა გვირგვინიცა, გამჭვირვალი ერთობ ლალი, მისცა უთხრა გამომიღეთ, გეაჯები გულ მჴურვალი, მე გამიშვით ღ~თსა თქვენსა, მიავალეთ თქვენი ვალი-

1081. რა ოქრო მისთა მოყუასთა, აროდეს მისცემს ლხენასა, დღე სიკუდილამდის სიხარბე, შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა, შესდის და გასზდის აკლია, ემდურვის ეტლთა ჰრბენასა, კულავ აქა სულსა დააბამს, დაუშლის აღმაფრენასა-

1082. რა ხადუმთა აღუსრულეს, საქმე მისი საწადელი, ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი, სხვანი კარნი გამოარნეს, იჯარვოდა დარბაზს მსმელი, დარჩა მთუარე გველისაგან, გავსებული ჩაუნთქმელი-

1083. მონანიცა გარდეხუჱწნეს, გაიპარნეს მასვე თანა, ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა, გაველ ვიცან მოვეხვივე, გამიკვირდა მეცა განა, შინა ყოლა არ შემომყუა, რად მაწვეო შემანანა-

1084. მიბრძანა თავი ვიყიდე, მოცემულითა შენითა, მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს, მოწყალებითა ზენითა, ვეღარ დამმალავ გამიშვი, ჰსწრაფად გამგზავნე ცხენითა, სადამდის სცნობდეს ჴელმწიფე, კაცთა მამწევდეს რბენითა-

1085. შეველ ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი, შეუკაზმე ზედა შევსვი, მხიარული არა მოკვნესი, ჰგუანდა ოდეს ლომსა შეჯდეს, მზე მნათობთა უკეთესი, წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკი რაცა ვსთესი-

1086. დღე მიიყარა ჴმა გაჴდა, მოვიდა მისი მდევარი, მოიცუჱს შინა ქალაქი, შეიქნა მოსაწევარი, მე მკითხეს უთხარ თუ ჰპოვოთ, მუნ სახლსა სადა მე ვარი, მეფეთა ვიყო შემცოდე, და მათთა სისხლთა მზღვევარი-

1087. მონახეს ვერა შეიგნეს, შეიქნენ დაწბილებულნი, მას აქათ იგლოვს ჴელმწიფე, და ყოვლნი მისნი ხლებულნი, დახედენ დარბაზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი, მზე მოგვეშორა მას აქათ, ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი-

1088. მის მთვარისა სადაობა, კულა გიამბო საქმე კულაცი, აწ პირუჱლად ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი, მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი, კაცსა დასურის უგულობა, და დიაცსა ბოზი ნაცი-

1089. მით არ ვჰსჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი, ისი კაცი ჩაჩნაგირი, დარბაზს იყო მეტად ხასი, ჩვენ გვიყუარდა ერთმანერთი, არ მაცვია თუცა ფლასი, ნეტარძი ვინ სისხლი მისი, შემახვრიტა ერთი თასი-

1090. ესე ამბავი მასთანა, ვჰსთქუი დიაცურად ჴელურად, ჩემსაუჱ მოსულა მის მზისა, და გაპარება მელურად, გამჟღავნებასა მექადდა, არ მოყვარულად მტერულად, აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ თავი ვიჴსენ მე სრულად-

1091. დამექადის რაზომჯერცა, წავიკიდნით თავის წინა, ოდეს მეხმე არ მეგონა, მე იმისი ყოფა შინა, მოსრულ იყო მოსლვა ეთქუა, შენცა მოხველ შემეშინა, ამად გკადრე ნუ მოხვალო, მოგაგებე მონა წინა-

1092. აღარ დაბრუნდით მოხუჱდით, შუქნი თქუენ ჩემთვის არენით, შეიყარენით ორნივე, ჩემზედან დაიჯარენით, ამად შევშინდი ღონენი, ვეღარა მოვაგუარენით, იმა ყმას ჩემი სიკუდილი, გულითა სწადდა არ ენით-

1093. თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს მითა, შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა, მეფე მწყრალი გარდასწმენდდა, სახლსა ჩემსა გარდაგვითა, შვილთა ღ~თო დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა-

1094. მუქაფა ღ~თნ შემოგზღოს, მადლსა გკადრებდე მე რასა, რომელმან დამხსენ მშვიდობით, ამა გველისა მზერასა, აწ ამას იქით ვნატრიდე, ჩემსა ეტლსა და წერასა, აღარ ვიშიშვი სიკვდილისა, ჰაი ჰაი ჩავიჭერ რასა-

1095. ავთანდილ უთხრა თჳთ ბრძენთა, წიგნსაცა აგრე ჰსწერია, მოყუარე მტერი ყოვლისა, მტრისაგანც უფრო მტერია, არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია, ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკუდართა ფერია-

1096. იგივე მითხარ მას აქათ, ქალი გაგზავნე შენ ოდეს, რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს, კვლავ იტყვის ფატმან ტირილით, კულავ თუალთა ცრემლი სდენოდეს, წახდესო შუქი რომელი, მზისაებრ ველთა ჰფენოდეს-