... (H-302), 1803 წ.

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის ქაჯთაგან შეპყრობის ჰამბის თქმა ავთანდილ თანა

1097. ვაჲ საწუთროო სიცრუვით, თავი სატანას ადარე, შენი ვერავინ ვერა ჰსცნა, შენი სიმუხთლე სად არე, პირი მზისაებრ საჩინო, სად უჩინო ჰყავ სად არე, მით ვჰხედავ ბოლოდ სოფელსა, ოჴრად ჰსჩანს ყოვლი სადარე-

1098. ფატმან იტყვის მამეშორა, მზე მნათობი სრულად ჴმელთა, სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ჴელთა, მას უკანით გაუწყუტლად, დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გარდმომღვრელთა-

1099. სახლი და შვილნი მამძულდა, ვჰსჯდი უგულოსა გულითა, მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ჰრულითა, უსენ გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა, ვერ მიმიახლოს საახლოდ, კრულმან პირითა კრულითა-

1100. დღესა ერთსა საღამო ჟამ, ჩასლვა იყო ოდენ მზისა, წავდეგ წინა დარიჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა, ვიგონებდი სევდა მკულიდა, მისისავე გონებისა, ვჰსთქუი კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა-

1101. მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყუსითა სამითა, მონა მონურად მოსილი, სხუანი მგზავრულად ხამითა, სასმელ საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა, ჰსმიდეს სჭამდეს და უბნობდეს, სხდეს მხიარულნი ამითა-

1102. მე ვუყურებდი უვჭურეტდი, ჰსთქუჱს ამოდ გავიხარენით, მაგრამ ჩვენ აქა მოყუასნი, უცხონი შევიყარენით, არცა რა ვიცით ვინ ვინა, ანუ სით მოვიარენით, ჰჴამს ერთმანერთსა ამბავი, ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით-

1103. მათ სხუათა თვისნი ჰამბავი, ჰსთქუჱს ვითა მგზავრთა წესია, მონამან უთხრა ჱე ძმანო, განგება რამე ზესია, მე მარგალიტსა მოგიმკი, თქუენ ქურიმა დაგითესია, ჩემი ჰამბავი ჰამბავთა, თქვენთაგან უკეთესია-

1104. მე ვარო მონა მეფისა, მაღლისა ქაჯთა მფლობლისა, მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამჴობლისა, მოგვიკუდა შემწე ქურივისა, შემწყნარებელი ობლისა, აწ შვილთა მისთა და მისი, ზრდის უმჯობესად მშობლისა-

1105. დულარდუხტ არის დიაცი, მაგრა კლდე ვითა ლოდია, ვისცა არ დაჰკოდს ყმა მისი, ვერავის დაუკოდია, მას უსხენ წვრილნი ძმის წულნი, როსან და ერთი როდია, აწ იგი ქაჯეთს ჴელმწიფედ, ქუჱ ზის მორჭმული წოდია-

1106. გვესმა ჰამბავი ზღვათ იქით, სიკუდილი დისა მათისა, შეიჭირვებდეს ვეზირნი, დაშალეს ქმნა ხალვათისა, ვითა ვჰკადროთო დავსება, პირისა ჴმელთა მნათისა, როშაქ მონაა თავადი, მონისა ბევრ ათასისა-

1107. როშაქ ჰბრძანა მოცავინ მკლავს, მე ტირილსა არ დავხვდები, მინდორს წავალ ვიმეკობრებ, ალაფითა ავივსები, შინა მოვალ შოებული, ადრე ზედა მოვესწრები, მეფე დისა დატირებად, წავიდოდეს წაცავჰყუჱბი-

1108. გვითხრა მისთა ჴელისათა, წავალ თანა წამომყევით, წაგვიტანა მონა ასი, ყუჱლაკაი მისგან რჩევით, დღისით მზისით ვმეკობრობდით, ღამეთაცა ვიყვით თევით, დია ვლეწეთ ქარავანი, ლარი ჩვენკენ გარდმოვჰსდევით-

1109. მინდორ მინდორ მოვდიოდით, ჩუჱნ ღამესა დია ბნელსა, დიდი რამე სინათლენი, გამოგვიჩნდეს შუა ველსა, ვჰსთქუით თუ მზეა ნუთუ ზეცით, ჩამოჭრილი ზედან ჴმელსა, დაბნეული მივეცენით, გონებასა ჩვენსა მსჯელსა-

1110. ზოგთა ჰსთქუჱს არის ცისკარი, ზოგთა თქვეს არის მთვარეო, მას დარაზმულთა მივმართე, ახლოსცა ვნახეთ ბარეო, შორს მოუარეთ მივედით, შემოვადეგით გარეო, მით ნათლიდაღმე გამოჰჴდა, ჴმა ჩვენი მოუბარეო-

1111. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო, თქვენ სახელნი თქვენი თქვენით, გულანშაროთ მოციქული, ქაჯეთს მივალ მერიდენით, ესე გვესმა მოვადეგით, ალყად გარე მოვერტყენით, პირმზე რამე ცხენოსანი, გავიცადეთ [თუალით] ჩუჱნით-

1112. ვუჭურიტეთ პირსა მნათობსა, ელვათა მოელვარებსა, მისი ციმციმი მზისაებრ, ეფინებოდა არებსა, ძვირ ძვირად გვეუბნებოდა, სიტყვასა რასმე წყნარებსა, კბილთაგან შუქი შეადგის, ზედა გიშრისა სარებსა-

1113. კულა ვეუბენით მას მზესა, ტკბილ მოუბრითა ენითა, არ მონა იყო ჰსტყუოდა, ჩვენ ესე შევიგენითა, როშაქ შეატყო ქალობა, გვერდსა წაუდგა ცხენითა, აღარ გაუშვით დაჭირუა, ვჰკადრეთ ჴელითა ჩვენითა-

1114. კულავ ვჰკითხეთ გვითხარ მართალი, საქმე შენ მზეებრ ნათელისა, ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხუალ, მანათობელი ბნელისა, მან არა გვითხრა გაუშვა, წყარო ცრემლისა ცხელისა, რა საბრალოა გავსილი, მთუარე ჩანთქმული გველისა-

1115. არცა რა ცხადი ჰამბავი, არცა რა დასამალავი, არა არ გვითხრა ვინ იყო, ან ვისგან ნამუხთალავი, ქუშ ქუშად გვეუბნებოდა, კუშტი თავისა მკრძალავი, ვითა ასპიტი მჭვრეტელთა, მისთა თუალითა მლალავი-