... (Q-376), XIX ს.

1078. მოგეწერა წავიკითხე, შენი წიგნი ჩემი ქება. შენ მამასწარ თვარე შენგან, მე უფრო მაქუს ცეცხლთა დება. შენცა გინდა მეცა მინდა, გაუწყვეტლად შენი ხლება. შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება:-

1079. ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე. მიუწერა კმარის რაცა, უშენომან ცრემლი ვლამე. აწ ვიქმნები თავისწინა, აქა მჰპოვე მარტო სამე. მამისწრაფე შეყრა შენი, რა შებინნდეს მოდი ღამე:-

1080. მას ღამითუჱ საწუჱველი, რა მიართუჱს წიგნი ყმასა. შეღამდა და წაცავიდა, სხუა შემხუდა მონა გზასა. ამას ღამე ნუ მოხუალო, ვერა ჰმპოებ შენთჳს მზასა. მას ეწყინა არ დაბრუნდა, ჰსთქუა თუ ჰგავსო ესე რასა:-

1081. წვეული აღარ დაბრუნდა, კვლავ მისგან უკუწვევითა. ფატმან ჰზის წყენით შევიდა, ავთანდილ ალვებრ ჰრხევითა. დიაცსა წყენა შეატყო, ნახა რა წარჰსდგა მხნევითა. არ დაიჩნივა ლომგულმან, თჳთ ფატმანისა თნევითა:-

1082. ერთგან დაჰსხდეს და დაიწყეს, კოცნა მათ ალერსიანი. შემოდგა კარსა ყმა ვინმე, კეკლუცი ტანნაკუთიანი. შემოვლო ახლოს შემოჰყუა, მონა ჴრმალდარაკიანი. დაჰკრთა რა ნახა ავთანდილ, ჰგავსო გზა არის კლდიანი:-

1083. ფატმან რა ნახა შეშინდა, მყისუჱ მიეცა ძრწოლასა. მან გაკჳრვებით უჭურიტა, მათსა ლაღობა წოლასა. უთხრა არ გიშლი დიაცო, ფერთა მი და მო ჰკრთომასა. გამითენდების განანებ, მაგა მოყმისა ყოლასა:-

1084. გამკიცხე ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად. მაგრამ ჰსცნობ ხუალე პასუხსა, მაგა საქმისა მზღუჱველად. ვარ შენთა შჳლთა შენითა, ძაღლთ კბილთა დამაჭმეველად. დავჰშალო წვერსა ფუ მიყავ, ხელიღა ვჰრბოდე მე ველად:-

1085. ესე ჰსთქუა და კაცმან წუჱრთა, მოიზიდა გავლო კარნი. ფატმან შექმნა თავსაცემა, ღაწუნი ესხნეს ნახოკარნი. ცრემლთა მისთა მონადენთა, წყაროსაებრ გახდეს წკარნი. ჰსთქუა დამქოლე მოდით ქვითა, ანუ გულსა დანა მკარნი:-

1086. მოჰსთქუამს მოვჰკალ ჰაი ქმარი, ამოვჰწყჳტენ წურილნი შვილნი. იავარ ვჰყავ საქონელნი, უსახონი თუალნი თლილნი. გავეყარე საყუარელთა, ვა გამზრდელი ვა გაზრდილნი. დამთქმელ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყუანია ჩემნი წბილნი:-

1087. ამას ყველასა ავთანდილ, ისმენდა განცჳფრებული. უბრძანა რა გჭირს რას იტყჳ, რასთჳს ხარ აგრე ვებული. რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული. დადუმდი მითხარ ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული:-

1088. დიაცმან უთხრა ჱე ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა. ნურას ნუ მჰკითხავ ჰამბავსა, ვერცარას გითხრობ ენითა. დავჰჴოცენ შვილნი ჴელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. თავი მოჳკალ უთმინოდ, სიყუარულითა შენითა:-

1089. ესე გუარი დია მიხუდეს, სიტყუა მცდარსა ენა მეტსა. ხუაშიადის ვერ დამფარსა, უჭკოსა და შმაგსა რეტსა. ვაგლახითა მეწიენით, გთხოვ ყოველსა ჩემსა მჭურეტსა. მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს, თაჳსისა სისხლისმხურეტსა:-

1090. ორისაგან ერთი ჰქმენით, ამისმეტსა ნუღარ ჰლამით. მოჳთა ჰკლავ იმა ყმასა, წადი მოჰკალ მალჳთ ღამით. მე და სრულად სახლი ჩემი, დახოცასა დაგვჰხსენ ამით. მოხუალ გითხრობ ყველაკასა, მოვით გითხრა ცრემლთა ლამით:-

1091. თუარა ღამითუჱ ტჳრთები, შენი წაიღე ვირითა. დააგდე ჩემი მიდამო, სხუაგან მიკრიბე ნირითა. ვეჭუ რომე ჩემთა ცოდუათ, შენცა აგავსონ ჭირითა. თუ დარბაზს მივა იგი, ყმა შჳლთა დამაჭმევს პირითა:-

1092. რა ესე ესმა ავთანდილს, ლაღსა ბუნება ზიარსა. ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მჴნე არსა. ამა საქმისა ვერ ცნობა, ჰსთქუა ჩემი სიძუნტე არსა. ნუ ეჭუ სულდგმულსა, მისებრსა სხუა არცა მისებრივ არსა:-

1093. ფატმანს უთხრა კაცი მომეც, მასწავლელად წინამძღუარად. გზასა მართლად წამიყუანოს, თუარ მეშუჱლად მინდა არად. იმა კაცსა ვერა ვჰხედავ, მეომრად და ჩემად დარად. რასაც უზამ მოგახსენებ, მამიცადე იყავ წყნარად:-

1094. მას მისცა მონა დიაცმან, წინამძღურად და წაცამყუანელად. კულავე შეჰყივლა ვინადგან, ცეცხლი ცხელია აწ ნელად. თუ მოვითაჰკლა იგი ყმა, ჩემად გულისა მფხანელად. ბეჭედი ჩემი აცჳა, მას გვედრებ მოსატანელად:-

1095. ავთანდილ გავლო ქალაქი, მით უებროთა ტანითა. ზღჳსპირსა სახლი ნაგები, ჰსდგა ქჳთა წითელ მწუანითა. ქუჱშეთკენ სრითა ტურფითა, კულავ ზედა ბანის ბანითა. დიდროვანით და კეკელით, მრავლითა თანისთანითა:-

1096. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ, მას მისსა წინამძღომელსა. ჴმა მდაბლად ჰკადრებს იგია, სრა მისი ეძებ რომელსა. უჩუჱნებს ეტყჳს ჰჴედაო, სართულსა ზე ქუჱმდგომელსა. იქი ჰსწევს ძილად იცოდე, ანუ ქუჱ ჰპოებ მჯდომელსა:-

1097. კარსა წინა დარაჯანი, ორნი უწვეს მას გლახ ყმასა. ყმა აჳდა მიეპარა, დააგდებდეს ვირე ჴმასა. თჳთო ჴელი ყელსა მიჰყო, ორნივ მისცა სულთა ჴდასა. თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტჳნი თმასა:-