... (H-302), 1803 წ.

1057. მე გაკვირვებით კულავ ვჰკითხე, რა ქალი გინდა რომელი, მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა, პირი ელუათა მკრთომელი, არას მარგებდა დაესკუნა, დღე ჩემი სულთა მჴდომელი, ავთრთოლდი ავჰსდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი-

1058. შეველ ვნახე იგი ტურფა, მტირალად და ცრემლ დასხმულად, ვჰკადრე მზეო ბედმან შავმან, ვით მიმუხთლა ხედავ სრულად, ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ, იავარმყო ამფხვრა სრულად, შემასმინეს მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ მოკლულად-

1059. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია, ბედი უბედო ჩემზედა, მიწყივ ავისა მქნელია, კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველია, სხუადასხუა ჭირი ჩემზედა, არ ახალია ძველია-

1060. თუალთათ ვითა მარგალიტი, გარდმოყარა ცრემლი ჴშირი, ადგა ასრე გულ უშიშრად, ვეფხი იყო ანუ გმირი, ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი, მთხოვა გარე აჯაღითა, მოიბურა ტანი პირი-

1061. შეველ საჭურჭლეს რომელსა, ფასი არ დაედებოდა, თუალ მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა, თჳთო და თჳთო თჳთოსა, ქალაქსა ეფასებოდა, მივეც მას წელთა შევარტყი, შავ გული ვისთვის კვდებოდა-

1062. ვარქვი ჩემო განღა სადმე, გეჴმარების ესე გუარი, მათ მონათა ჴელთა მივეც, იგი ტურფა მზისა დარი, ჰსცნა მეფემან მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა გაჰჴდა ზარი, იგი მივა თავ მოდრეკით, წყნარი არას მოუბარი-

1063. ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გაჰჴდა ზათქი და ზარები, ვერ იჭირვიდეს სარაგნი, მუნ იყო არ სიწყნარები, იგი რა ნახა მეფემან, საროსა მჰსგავსი ნარები, განკრთომით უთხრა ჱე მზეო, აქა ვით მოიგვარები-

1064. ვით მზემან მისნი მჭურეტელნი, შექნა თუალისა მფახველად, მეფემან ჰბრძანა გამხადა, ნახული მე უნახველად, ღუთისაგან კიდე ვიცნმ იყო, კაცი ამისად მსახველად, ჰმართებს ამისთა მიჯნურსა, ხელნი თუ რბოდეს ახ ველად-

1065. გვერდსა დაისვა ეუბნა, ტკბილითა საუბარითა, მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ, მოსრული ვისთა გუარითა, მან არა გაჰსცა პასუხი, პირითა მზისა დარითა, თავ მოდრეკილი დაღრეჯით, ქუჱ ზის ცნობითა წყნარითა-

1066. არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა, სხუაგან იყო გული მისი, სხუასა რასმე იგონებდა, ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა, მჭურეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა-

1067. მეფე ჰბრძანებს რა შევიგნათ, გული ჩვენი რათ იხსნების, ამა ორთა კიდეგანთა, აზრი არა არ იქნების, ან ვისიმე მიჯნურია, სიყუარული ეგონების, მისგან კიდე არვისად, ჰსცალს ვეღარცავის ეუბნების-

1068. ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი, არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა ხედი, ვით ზღაპარი ასრე ესმის, უბედობა თუნდა ბედი, სხუაგან არის სხუაგან ფრინავს, გონება უც ვითა ტრედი-

1069. ღ~თნ ჰყოს შინა მოვიდეს, ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავახუჱდრო ისი მზე, და მისთვის დამზადებული, მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვჰსცნათ გაცხადებული, მუნამდის მთუარე შუქ კრთომით, ჯდეს მზისა მოშორვებული-

1070. ჴელმწიფისა შვილსა გითხრობ, კარგსა ყმასა გულოვანსა, უებროსა ზნედ და თვალად, შუჱნიერსა პირსა ტანსა, მაშინ ლაშქარს წასრულიყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა, მამა მისთვის ამზადებდა, მას მნათობსა დასაგვანსა-

1071. მოიღეს ტანსა ჩააცვეს, შესამოსელი ქალისა, მას ზედა შუქი მრავალი, ჩნდა მნათობისა თუალისა, დაადგეს თავსა გვირგვინი, ერთობილისა ლალისა, მუნ ვარდსა ფერი აშუჱნებს, ბროლისა გამჭვირვალისა-

1072. მეფემან ჰბრძანა მოჰკაზმეთ, საწოლი უფლის წულისა, დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა, ადგა თჳთ დიდი ჴელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა-

1073. უბრძანა ცხრათა ხადუმთა, დადგომლად მცველად კარისა, ჴელმწიფე დაჯდა ნადიმად, მჰსგავსად მათისა გვარისა, უბოძა უსენს უზომო, მუქფად მის მზის დარისა, ჰსცემენ ბუკსა და ტაბლაკსა, მოსამატებლად ზარისა-

1074. გაამრავლეს ნადიმობა, სმა შეიქნა მეტად გრძელი, ქალი პირ მზე ბედსა ეტყჳს, რა ბედი მიც ჩემი მკვლელი, სადაური სად მოვჰსრულ ვარ, ვის მივხვდები ვისთვის ხელი, რა ვჰქნა რა ვჰყო რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი-

1075. კულაცა იტყვის ნუ დავაჭკნობ, შვენებასა ვარდთა ფერსა, ვეცადო რას ნუთუ ღ~თნ, მე მამრიოს ჩემსა მტერსა, სიკუდილამდის ვის მოუკლავს, თავი კაცსა მეცნიერსა, რა მისჭირდეს მაშინ უნდა, გონებანი გონიერსა-

1076. ხადუმნი უჴმნა უბრძანა, ისმინეთ მოდით ცნობასა, მოღორებულხართ მერწმუნეთ, თქუჱნ ჩემსა პატრონობასა, დამცდარა თქვენი ხელმწიფე, ჩემსა თუ ლამის სძლობასა, ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა, ცუდად გლახ იცემს ნობასა-