... (Q-376), XIX ს.

1061. მას ღამესა ფატმანხათუნ, უმასპინძლა მეტად კარგა. ყმამან უძღუნა ძღუჱნი ტურფა, მიმღებელთა ჰსთქუეს თუ ვარგა. ფატმანს მისი მასპინძლობა, უღირს დიდად არ დაკარგა. ჰსუჱს და ჭამეს დასაწოლად, ყმა გაჳდა ღამით გარგა:-

1062. დილასა ლარი ყუჱლაი, უჩუჱნა გაახსნევინა. ტურფანი სეფედ გარდაჰსდვეს, ფასიცა დაათულევინა. ვაჭართა უთხრეს წაიღეთ, აჰკიდა გააწევინა. ჰსთქუა ვითა გინდა ვაჭრობდით, ნუ გაამჟღავნებთ მე ვინა:-

1063. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცუამს არა თვისსა. ზოგჯერ უჴმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყჳს ფატმანისსა. ერთგან ჰსხდიან უბნობდიან, საუბარსა არა მქისსა. ფატმანს ჰკულიდა სიყუარული, რამინისა ვითა ვისსა:-

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა (35)

1064. ჰსჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის. გილიზღებს და მიგიყოლებს, მიგინდობს და მოგენდობის. მართ ანაზდად გიღალატებს, გაგცემს მქონი მცირე ცნობის. მით დიაცსა სამალაჳ, არა რაჲ არ ეთხრობის:-

1065. ფატმანხათუნს ავთანდილის, გულსა ჰნდომა შეუჳდა. სიყუარული მეტისმეტი, მოემატა ცეცხლებრ ჰსწჳდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრამ ჭირთა ვერ ჰფარჳდა. იტყჳს რა ვჰქნა რა მერგების, აწვიმებდა ცრემლსა ჰღურიდა:-

1066. მიღმა ვუთხრა ვათუ გაჰსწყრეს, შეხედუაცა დამიძჳრდეს. თუ არა ვუთხრა გავჰსძლო, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს. ვჰსთქუა და მოვჰკუდე ანუ დავჰრჩე, ერთი რამე გამიპირდეს. მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს, თუ არ უთხრას რაცა ჰსჭირდეს:-

1067. დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი. მისისა მიჯნურობისა, და თჳსთა პატიჟთ[ა] მცნეველი. მისთა მსმენელთა გულისა, შემძურელი შემარხეველი. უსტარი შესანახაჳ, არ ცუდად დასახეველი:-

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სააშიკო (36)

1068. ჱე მზეო ღ~თსა ვინადგან, მზედ ჰსწადდი დასაბადებლად. მით შენგან მოშორვებულთა, ჭირად არ ლხინთა მწადებლად. ახლოს შემყრელთა დამწუჱლად, მათზედ ცეცხლისა მადებლად. მნათობთა შენი შეხედუა, ტკბილად უჩნსთ დასაქადებლად:-

1069. შენ გტრფიალებენ მჭურეტელნი, შენთჳს საბრალოდ ჰბნდებიან. ვარდი ხარ მიკჳრს ბულბულნი, რად არა შენზედ ჰკრბებიან. შენი ჰშუჱნება ყუაჳლთა, აჭნობს და ჩემნიც ჭნებიან. სრულად დამზრალვარ თუ მზისა, შუქნი არ მამესწრებიან:-

1070. ღ~თი მყავს მოწმად ვიშიშჳ, თქუჱნდა ამისსა თხრობასა. მაგრამ რა ვირგო დღეკრულმან, სრულად გავყრივარ თმობასა. გული ვერ გაჰსძლებს ნიადაგ, შავთა წამწამთა ჰსობასა. თუ რას მეწეჳ მეწივე, თუარე მივჰხდები ცნობასა:-

1071. მე ვიდრე ამა წიგნისა, პასუხი მამიჳდოდეს. ვჰსცნობდე გინდოდე საკუდავად, ან ჩემი რა გაჳდოდეს. მუნამდის გავსძლო სულთადგმა, გული რაზომცა მტკიოდეს. სიცოცხლე ანუ სიკუდილი, გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს:-

1072. ფატმანხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მყისი. ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი. ჰსთქუა არ იცის გული ჩემი, ვინ მეტრობის ვისსა ვისი. რომე მიჳს სამიჯნურო, რად ვამჰსგავსო მე მას ისი:-

1073. ჰსთქუა ყუავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია. მაგრამ მას ზედა ბულბულსა, ჯერთ ტკბილად არ უმღერია. უმჰსგავსო საქმე ყოველი მოკლეა მით ოხერია. რა უთქუამს რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია:-

1074. ესე საქმე საზრახავი, დაუდვია გულსა შინა. მერმე უთქუამს შენგან კიდე, ჩემი შემწე არა ვინა. რასათჳსცა გამოვჰსჭრილვარ, ძებნა მისი რადგან მინა. რათაც ვჰპოებ იგიცა ვჰყო, ნუთუ გულს რა მომილხინა:-

1075. ისი დიაცი აქა ზის, კაცთა მნახავი კაცთა მრავალთა. მოსადგურე და მყურები, მგზავრთა ყოველგნით მავალთა. მივჰყუჱ მიამბობს ყუჱლასა, რასთჳსცა ცეცხლი მჰწუავს ალთა. ნუთუ რა მარგოს დამწყჳტოს, ევფრატებრ მდინარე თუალთა:-

1076. ჰსთქუა დიაცსა ვინცა უყუარს, გაექუსის და მისცემს გულსა. აუგი და მოყივვნება, არად შეჰსწონს ყოლად კრულსა. რაცა იცის გაუცხადებს, ხუაშიადსა უთხრობს სრულსა. მიჯობს მივჰყუჱ ნუთუ ვითმე, ვჰსცნობდე საქმეს დამალულსა:-

1077. კულავ ჰსთქუა თუ ვერ ვინ ვერას, იქმს ეტლით თუ არ მოვლინდების. მით რაცა მინდა არა მაქუს, მაქუს თურა არ მამინდების. ბინდის გუარია სოფელი, ჩემთჳსცა ამად ბინდდების. კოკასა შიგან რაცა ჰსდგას, იგივე წარმოჰსდინდების:-

წიგნი ავთანდილისა ფატმანსათანა პასუხად მიწერილი (37)