... (H-925), XVIII ს.

1059. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა ბუნებაზიარსა ადგა და ლახტი აიღო რა ტურფა რამე მხნე არსა ამა საქმისა ვერ ცნობა თქუა ჩემი სიძუნტე არსა ნუ ეჭუ სულდგმულსა მისებრსა სხვა არცა მისებრი არსა

1060. ფატმანს უთხრა კაცი მომეც მასწავლელად წინამძღვარად გზასა მართლად წამიყვანოს თვარა მეშვლად მინდა არად იმას კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად რაცა უყო მოგახსენებ მამიცადე იყავ წყნარად

1061. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად წაცამყვანელად კვლავე შეყივლა ვინათგან ცეცხლი აწ ცხელია ნელად თუ მოვითა კლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად ბეჭედი ჩემი აცვია მას გვედრებ მოსატანელად

1062. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა ზღვის პირსა სახლი ნაგები დგეს ქვითა წითელ მწვანითა ქვეშეთკენ სრითა ტურფითა კულა ზედათ ბანისბანითა დიდროვანითა ტურფითა მრავლითა თანის თანითა

1063. მუნ მიყავს პირმზე ავთანდილ მას მისსა წინამძღომელსა ხმამდაბლად კადრებს ისია სრა მისი ეძებ რომელსა უჩვენებს ეტყვის ხედაო ბანსა ზედა ქვე მდგომელსა იქი წევს ძილად იცოდი ანუ ქვე პოებ მჯდომელსა

1064. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას გლახ ყმასა ყმა გავიდა გაეპარა დააგდებდეს ვირე ხმასა თვითო ხელი ყელსა მიყო მუნვე მისცა სულთა ხდასა თავი თავსა შეუტაკა გაურია ტვინი თმასა

აქა ავთანდილსაგან ჩაჩნაგირისა და ორის მისის დარაჯთა დახოცვა

1065. იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა ჴელსისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა ვერღა ჰაესწრა იდუმალ მოკლა ვერცა თუ ვცანითა ხელი მოკიდა მიწასა დაასკვნა დაკლა დანითა

1066. მჭვრეტ ელთა მზე და მებრძოლთა მჴეცი და ვითა ზარია ბეჭდითურთ თითი მოკვეთა ქვესკნელთ მიწასა გარია ზღვითაკენ სარკმლთა გასტყორცა ზღვისა ქვიშათა გარია მისთვის არცაღა სამარე არცა სათხარად ბარია

1067. ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა წამოვიდა ვარდი ტკბილი რასამცა ვით გაემწარა ესე მიკვირს სისხლი მისი ასრე ვითა მოიპარა რომე წეღან წამოევლო გზა იგივე წაიარა

1068. რა ფატმანისსა შევიდა ლომი მზე მოყმე წყლიანი უბრძანა მოვკალ მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი თვით მონა შენი მოწმად მყავს ფიცი აფიცე ღმრთიანი აჰა თითი და ბეჭედი და დანა მაქვს სისხლიანი

1069. აწ მითხარ თუ რას იტყოდი რას გაშმაგდი ისრე რეტად რას გექადდა ისი კაცი მესწრაფების მეტის მეტად ფატმან ფეხთა მოეხვია არა ღირს ვარ პირსა ჭურეტად გამიმრთელდა გული წყლული ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად

1070. მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით ლომო ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრავე დაექადენით თავითგან გითხრობ ყველასა თქვენ სმენად დაემზადენით

ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ფატმანისაგან ავთანდილის წინაშე

1071. ამა ქალაქსა წესია დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი არცა ვინ წავა გზობასა ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა ლამაზობასა დიდსა შეიქმან მეფენი პურობა დარბაზობასა

1072. ჩვენ დიდვაჭართა ზედა გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა მათ საბოძვრისა ბოძება მართებს მგზავსისა ჩვენისა ათ დღემდის ისმის ყოველგნით ჴმა წინწილისა ებნისა მეიდანს მღერა ბურთობა დგრიალი ცხენთა დგენისა

1073. ქმარი ჩემი დიდვაჭართა წაუძღვების უსენ წინა მათთა ცოლთა მე წავასხამ მაწვარი არად მინა დედოფალსა ძღვენსა უძღვნით მდიდარი თუ გლახა ვინ ა დარბაზს ამოდ გავიხარებთ მხიარულნი მოვალთ შინა

1074. დღე მოვიდა ნავროზობა დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით ჩვენ მივართვით მათ გვიბოძეს ავავსენით ავივსენით ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით კვლავ დავსხედით გახარებად მუნებურნი არ ვიყვენით

1075. ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გაველ ჟამსა გავიტანე ხათუნები მათი ჭმევა ჩემგან ხამსა მომყვებოდეს მომღერალნი იტყოდიან ტკბილსა ჴმასა ვიმღერდი და ვყმაწვილობდი ვიცვალებდი რიდე თმასა

1076. აქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი ნატიფად გებულნი მაღალნი ყოვლგნით მხედველნი ზღვას ზედა წაკიდებულნი მუნ შევიტანენ ხათუნნი იგი ჩემთანა ხლებულნი კვლავ დავიდევით ნადიმი დავსხედით ამოდ შვებულნი