... (H-925), XVIII ს.

1040. თქუა ყვავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია უმგზავსო საქმე ყველაი მოკლე და მით ოხერია რა უთქვამს რა მოუჩმახავს რა წიგნი მოუწერია

1041. ესე გვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა მერმე იტყვის ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინა რასათვისცა გამოჭრილ ვარ მისი ძებნა რადგან მინა რათაცა ვით ვპოვებ მას ვიქ გულმან სხვამცა რა ისმინა

1042. ესე დიაცი აქა ზის მნახავი კაცთა მრავალთა მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა ყოველგნით მავალთა მივყვე მიანბობს ყველასა რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა ნუთუ რა მარგოს მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა

1043. თქუა დიაცსა ვინცა უყვარს გაექსვის და მისცემს გულსა აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა რაცა იცის გაუცხადებს ხვაშიადსა უთხრობს სრულსა მიჯობს მივყვე განაღ რასმე ვსცნობ საქმესა დამალულსა

1044. კვლავ იტყვის ვერვინ ვერა არა თუ ეტლი არ მოსთმინდების მით რაცა მინდა არა მაქვს რაცა მაქვს არ მომინდების ბინდის გვარია სოფელი ესე თურ ამად ბინდების კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წარმოსდინდების

წიგნი ავთანდილისაგან ფატმანის პასუხად მიწერილი

1045. მოგეწერა წავიკითხე შენი წიგნი ჩემი ქება შენ მამასწარ თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება შენმცა გინდა მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება შეყრა არის პირიანი ორთავეა რადგან ნება

1046. ფატმანისსა ვერ გიამბობ მოემატა რა სიამე მიუწერა კმარის რაცა უშენომან ცრემლი ვლამე აწ ვიქნები თავისწინა აქა მპოვებ მარტოსა მე მამისწრაფე შეყრა შენი რა შეღამდეს მოდი ღამე

1047. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა შეღამდა და წაცავიდა სხვა ემთხვია მონა გზასა ამას ღამე ნუ მოხვალო ვერა მპოვებ შენთვის მზასა მას ეწყინა არ დაბრუნდა თქუა თუ გავსო ეგე რასა

1048. წვეული აღარ დაბრუნდა კვლავ ზევე უკუწვევითა ფატმან ზის წყენით შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა დიაცსა წყენა შეატყო ნახა შესლვითა შე ვითა ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა

1049. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა ლაღობა წყლიანი შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი ტანნაკვთიანი შემოვლო ახლოს შემოყვა მონა ხმალდარაკიანი დაკრთა რა ნახა ავთანდილ გავსო თუ გზაა კლდიანი

1050. ფატმან რა ნახა შეშინდა ძრწის და მიეცა ძრწოლასა მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობაწოლასა უთხრა არ გიშლი დიაცო ფერთა მი და მო კრთომასა გამითენდების განანებ მაგა მოყმისა ყოლასა

1051. გამკიცხე ბოზო დიაცო და დამდევ გასათრეველად მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დასაჭმეველად დავშალო წვერთა ფუ მიყავ ხელიღა ვრბოდე მე ველად

1052. ესე სთქუა და კაცმან წვერთა მოიზიდნა გავლნა კარნი ფატმან შექნა თავის ცემა ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი ცრემლთა მისთათ შეეყარნეს წყაროსებრნი ისმნეს წკარნი თქვა დამქოლეთ მოდით ქვითა მამადეგით მომაკარნი

1053. მოთქვამს მოვჰკალ აჰა ქმარი ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი იავარვყავ საქონელი უსახონი თვალნი თლილნი გავეყარე საყვარელთა ვაი გამზრდელნი ვაი გაზრდილნი ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა სიტყვანია ჩემნი წბილნი

1054. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული უბრძანა რა გჭირს რას იტყვი რასთვის ხარ აგრე ვებული რას დაგექადა იგი ყმა რა ნახა შენგან კლებული დადუმდი მითხარ ვინ იყო ანუ რად საქმედ რებული

1055. დიაცმან უთხრაჰე ლომო ჴელი ვარ ცრემლთა დენითა ნურას ნუ მკითხავ ანბავსა ვერცა რას გითხრობ ენითა დავხოცე შვილნი ჴელითა მით ვარ აღარას ლხენითა თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა

1056. ესეგვარი დია მიხვდეს სიტყვა მცდარსა ენამეტსა ხვაშიადსა ვერ დამაკავს უჭკუოსა შმაგსა რეტსა ვაგლახითა მეწივენით ვიყტუი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა მკურნალმანცა ვერა კურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა

1057. ორისაგან ერთი მიყავ ამის მეტსა ნუღარ ლამით მოვითაჰკლავ იმა კაჰცსა წადი მოკალ მალვით ღამით მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით მოხვალ გითხრობ ყველაკასა მოვით მითხარ ცრემლთა ლამით

1058. თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა დააგდე ჩემი მიდამო სრულად მიკრიფე მირითა ვეჭ რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა თუ დარბაზს მივა ისი ყმა შვილთა დამაჭმევს პირითა