... (A-656), XIX ს.

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი

1058. ჰე მზეო ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად მით შეგქმნა მოშორვებულთა ლხინთა არ ჭირთა მწადებლად ახლოს შემყრელთა დამწველად მათად ცეცხლისა მადებლად მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს დასაქადებლად

1059. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი შენთვის საბრალოდ ბნდებიან ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი რად არ შენზედა კრფებიან შენი შვენება ყვავილთა აჭნობს ჩემნიცა ჭნებიან სრულად დამწვარვარ თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან

1060. ღ~თი მყავს მოწმად ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა მაგრა რა ვირგო დღეკრულმან სრულად გავყრივარ თმობასა გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა თუ რას მეწევი მეწიე თვარა მივხდები ცნობასა

1061. მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს ვსცნობდე გინდოდე საკლავად ან ჩემი რა გაგვიდოდეს მუნამდის გავსძლო სულთა დგმა გული რაზომცა მტკიოდეს სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს

1062. ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი ყმამან ასრე წაიკითხა და ვინმეა ანუ თვისი თქვა არ იცის გული ჩემი ვინ მაშიკობს ვისსა ვისი რომე მიმაჩნს სამიჯნურო რათ ვამსგავსო მე მას ისი

1063. თქვა ყვავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია უმგავსო საქმე ყველაი მოკლე და მით ოხერია რა უთქვამს რა მოუჩმახავს რა წიგნი მოუწერია

1064. ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა მერმე იტყვის ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინაა რასათვისცა გამოჭრილ ვარ მისი ძებნა რადგან მინა რათაცა ვით ვპოვებ მას ვიქმ გულმან სხვამცა რა ისმინა

1065. ისი დიაცი აქა ზის კაცთა მნახავი მრავალთა მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა ყოველგნით მავალთა მივჰყვე მიამბობს ყველასა რაზომცა ცეცხლი მწვავ ალთა ნუ რა მარგოს მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა

1066. თქვა დიაცსა ვინცა უყვარს გაექსვის და მისცემს გულსა აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა რაცა იცის გაუცხადებს ხვაშიადსა უთხრობს სრულსა მიჯობს მივყვე განაღა რასმე ვსცნობ საქმესა დამალულსა

1067. კვლავ იტყვის ვერვინ ვერას იქმს თუ ეტლი არ მოსთმინდების მით რაცა მინდა არა მაქვს მაქვს რაცა არ მომინდების ბინდის გვარია სოფელი ესე თურ ამად ბინდდების კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წამოდინდების

წიგნი ავთანდილისაგან ფატმანთანა მიწერილი

1068. მიუწერა წავიკითხე შენი წიგნი ჩემი ქება შენ მომასწარ თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება შენცა გინდა მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება შეყრა არის პირიანი ორთავეა რადგან ნება

1069. ფატმანისსა ვერ გიანბობ მოემატა რა სიამე მიუწერა კმარის რაცა უშენომან ცრემლი ვლამე აწ ვიქმნები თავის წინა აქა მპოვე მარტო სამე მომისწრაფე შეყრა შენი რა შეღამდეს მოდი ღამე

1070. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა შეღამდა და წაცავიდა სხვა ემთხვია მონა გზასა ამას ღამე ნუ მოხვალო ვერა მპოვებ შენთვის მზასა მას ეწყინა არ დაბრუნდა თქვა თუ გავსო ეგე რასა

1071. წვეული აღარ დაბრუნდა კვლავ ზევე უკუწვევითა ფატმან ზის წყენით შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა დიაცსა წყენა შეატყო ნახა შესლვითა შე ვითა ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა

1072. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა ლაღობა წყლიანი შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი ტანნაკვთიანი შემოვლო ახლოს შემოყვა მონა ხრმალდარაკიანი ჰკრთა რა ნახა ავთანდილ გავსო თუ გზაა კლდიანი

1073. ფატმან რა ნახა შეშინდა ძრწის და მიეცა ძრწოლასა მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა წოლასა უთხრა არ გიშლი დიაცო ფერთა მი და მო კრთოლასა გამითენდების განანებ მაგა მოყმისა ყოლასა

1074. გამკიცხე ბოზო დიაცო და დამდევ გასათრეველად მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად დავშალო წვერთა ფუ მიყავ ხელიღა ვრბოდე მე ველად

1075. ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა გავლნა კარნი ფატმან შექნა თავსა ცემა ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი ცრემლთა მისთა შეეყარნეს წყაროსაებრ ისმნეს წკარნი თქვა დამქოლეთ მოდით ქვითა მომადეგით მომაკარნი