... (A-656), XIX ს.

1076. მოსთქვამს მოვჰკალ ჰაი ქმარი ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი იავარვყავ საქონელი უსახონი თვალნი თლილნი გავეყარე საყვარელთა ვაი გამზრდელნი ვაი გაზრდილნი ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა სიტყვანია ჩემნი წბილნი

1077. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული უბრძანა რა გჭირს რას იტყვი რასთვის ხარ აგრე ვებული რას დაგექადა იგი ყმა რა ნახა შენგან კლებული დადუმდი მითხარ ვინ იყო ანუ რად საქმედ რებული

1078. დიაცმან უთხრა ჰე ლომო ხელი ვარ ცრემლთა დენითა ნურას ნუ მკითხავ ანბავსა ვერცა რას გითხრობ ენითა დავხოცენ შვილნი ხელითა მით ვარ აღარას ლხენითა თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა

1079. ესეგვარი დია მიხვდეს სიტყვამცთარსა ენამეტსა ხოშიადთა არ მმალავსა უჭკუოსა შმაგსა რეტსა ვაგლახითა მეწიენით გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა

1080. ორისაგან ერთი ქმენით ამის მეტსა ნურას ლამით მო ვითა ჰკლავ იმა კაცსა წადი მოკალ მალვით ღამით მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით მოხვალ გითხრობ ყველაკასა მო ვითა გითხრა ცრემლთა ლამით

1081. თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა დააგდე ჩემი მიდამო სრულად მიკრიფე მი რითა ვეჭვ რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა თუ დარბაზს მივა იგი ყმა შვილთა დამაჭმევს პირითა

1082. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა ბუნებაზიარსა ადგა და ლახტი აიღო რა ტურფა რამე მხნე არსა ამა საქმესა ვერ ცნობა თქვა ჩემი სიძუნტე არსა ნუ ეჭვ სულდგმულსა ქვეყანად თუ ვიეთმე მისებრი არსა

1083. ფატმანს უთხრა კაცი მომეც მასწავლელად წინამძღვარად გზასა მართლად წამიყვანოს თვარა მეშვლად მინდა არად იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად რაცა უყო მოგახსენებ მომიცადე იყავ წყნარად

1084. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად წაცამყვანელად კვლავე შეჰყივლა ვინათგან ცეცხლი აწ ცხელია ნელად თუ მო ვითა კლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად ბეჭედი ჩემი აცვია მას გვედრებ მოსატანელად

1085. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა ზღვის პირსა სახლი ნაგებნი დგეს ქვითა წითელმწვანითა ქვეშეტკე სრითა ტურფითა კვლავ ზედათ ბანისბანითა დიდროვანითა ტურფითა მრავლითა თანისთანითა

1086. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ მას მისსა წინამძღომელსა ხმამდაბლად კადრებს ისია სრა მისი ეძებ რომელსა უჩვენებს ეტყვის ხედაო ბანსა ზე და ქვე მდგომელსა იქი წევს ძილად იცოდი ანუ ქვე პოვებ მჯდომელსა

1087. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას გლახ ყმასა ყმა გავიდა გაეპარა დააგდებდეს ვირე ხმასა თვითო ხელი ყელსა მიყო მუნვე მისცა სულთა ხდასა თავი თავსა შეუტაკა გაურია ტვინი თმასა

ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორის მისის დარაჯათ დახოცა

1088. იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა ხელსისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა ვეღარ აესწრა იდუმალ მოკლა ვერცა თუ ვცანითა ხელი მოკიდა მიწასა დაასკვნა დაკლა დანითა

1089. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია ბეჭდითურთ თითი მოკვეთა ქვესკნელს მიწათა გარია ზღვითკე სარკმლითა გასტყორცა ზღვისა ქვიშათა დარია მისთვის არცაღა სამარე არცა სათხარად ბარია

1090. ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა წამოვიდა ვარდი ტკბილი რასამცა ვით გაემწარა ესე მიკვირს სისხლი მათი ასრე ვითა მოიპარა რომე წეღან წამოევლო გზა იგივე წაიარა

1091. რა ფატმანისსა შევიდა ლომი მზე მოყმე წყლიანი უბრძანა მოვკალ მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი თვით მონა შენი მოწმად მყავს ფიცი აფიცე ღმრთიანი აჰა თითი და ბეჭედი და დანა მაქვს სისხლიანი

1092. აწ მითხარ თუ რას იტყოდი რას გაშმაგდი ისრე რეტად რას გექადდა ისი კაცი მესწრაფების მეტისმეტად ფათმან ფერხთა მოეხვია არა ღირს ვარო პირსა ჭვრეტად გამიმრთელდა გული წყლული აწღა დავჯე ცეცხლთა შრეტად

1093. მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით ლომო ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრავე დავიქადენით თავითგან გითხრობ ყველასა თქვენ სმენად დაემზადენით წინაშე

ნესტანდარეჯანის ამბის მბობა ფატმანისგან ავთანდილის