... (A-859), 1841 წ.

1042. მე გლახ მარტომან რა უყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა. მო და გავანდო ნუ შევალ, უსენის შეცოდებასა. არ გამამჟღავნოს ვაფიცო, თუ მომცემს იმედობასა. სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქმს, ფიცისა გაცუდებასა:-

1043. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა, ველაღობე ველაციცე. მერმე უთხარ გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე. არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე. ფიცი ფიცა საშინელი, თავიცაო კლდეთა ვიცე:-

1044. რაცა მითხრა სიკუდილამდის, არვის უთხრა სულიერსა. არა ბერსა არა ყმასა, მოყვარესა არცა მტერსა. მერე უთხარ ყუელა კაი, უსენს კაცსა ლმობიერსა. მოდი მომყევ აქა სადმე, მო გაჩუჱნებ მზისა ფერსა:-

1045. ადგა ამყვა და წავედით, შევლენით კარნი სრისანი. უსენ გაკვირდა გაცაკრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი. თქუა რა მიჩუჱნე რა ვნახე, რანია ნეტარ რისანი. თუ ჴორციელი არისმცა, თვალნიმცა მრისხვენ ღ~თისანი:-

1046. ვთქვი თუ არცა რა მე ვიცი, ამისი ხორციელობა. რაცა არ გითხარ მის მეტი, მაქვს არა მეცნიერობა. მე და შენ ვჰკითხოთ ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა. ნუთუ რა გვითხრას ვიაჯნეთ, ქნას დიდი ლმობიერობა:-

1047. მივედით გვქონდა ორთავე, კრძალვა მისისა კრძალისა. ვჰკადრეთ თუ მზეო სახმილი, გვედების შენგან ალისა. გვითხარ რა არის წამალი, მთვარისა შუქ ნამკრთალისა. რას შეუქნიხარ ზაფრანად, შენ ფერად მსგავსი ლალისა:-

1048. რაცა ვჰკითხეთ არა ვიცით, ესმა ანუ არ ისმენდა. ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა. გუჱლნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა. მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რამცა გაგვითენდა:-

1049. ვერა დავჰყარეთ პასუხი, ჩუჱნ საუბრითა ჩუჱნითა. ვეფხი ავაზა პირ ქუშად, ზის წყრომა ვერ უგრძენითა. კულავცა ვაწყინეთ ატირდა, მჩქეფრად ცრემლისა დენითა. არა ვიციო გამიშვით, ეს ოდენ გვითხრა ენითა:-

1050. დავსხედით და მის თანავე, ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ. რაცა გვეთქუა შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ. ძლივს ვიაჯეთ დადუმება, დავადუმეთ დავაამეთ. ჩუჱნ მივართჳთ ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ:-

1051. უსენ იტყჳს ბევრ ათასნი, ჭირნი ამან ამიხოცნეს. ესე ღაწვნი მზისად კმამან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს. უმართლეა ვერა მჭვრეტელმან, თუ პატიჟნი იასოცნეს. მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღ~თნ იგი დამიხოცნეს:-

1052. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით ახით. შეყრა გვიჩნდა სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით. ვაჭრობისა საქმისაგან, მოვიცალით იგი ვნახით. გული ჩვენი გაუშვებლად, დაეტყვევნეს მისით მახით:-

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე.

1053. რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდა ღამე დღენი. უსენ მითხრა არ მინახავს, ძოღანდიდგან მეფე ჩუჱნი. მივაზირებ წავალ ვნახავ, უდარბაზო უძღვნა ძღვენი. მოვახსენე დია ღ~თო, ბრძანებაა ეგე თქუჱნი:-

1054. უსენ ტაბაკსა დააწყო, მარგალიტი და თვალები. დავედრე დარბაზს დაგხვდების, დარბაზის ერი მთვრალები. ამა ქალისა ამბავსა, მამკალ თუ არ ეკრძალები. კულავ შემამფიცა არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ჴმალები:-

1055. უსენ მოვიდა ჴელმწიფე, დახვდა ნადიმად მჯდომელი. წინა მივიდა შეიძღუნა, ძღუჱნი მიართვა რომელი. უსენ არიფი მეფისა, და მეფე მისი მდომელი. აწ ნახო მთვრალი ვაჭარი, ცქაფი უწფელი რომელი:-

1056. რა მეფემან უსენს წინა, სვა მრავალი დოსტაქანი. კულავ შესვეს და კულავ აივსნეს, სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი. დაავიწყდა იგი ფიცნი, რა მუსაფნი რა მაქანი. მართლად თქმულა არა მართებს, ყვავსა ვარდი ვირსა რქანი:-

1057. უთხრა დიდმან ჴელმწიფემან, უჭკუოსა უსენს მთვრალსა. დია მიკჳრს საძღვნოდ ჩუჱნად, სით მოიღებ ამა თვალსა. მარგალიტსა დიდროანსა, უმზგავსოსა ჰპოვებ ლალსა. ვერ გარდვიხდი თავმან ჩემან, ძღვენთა შენთა ნაათალსა:-

1058. თაყვანისცა უსენ ჰკადრა, ჰე მაღალო ჴელმწიფეო. ზეცით შუქთა მამფენელო, მარჩენელო არსთა მზეო. რაცა სხუა მაქუს ვისი არის, ოქრო გინდა საჭურჭლეო. დედის მუცლით რა გამამყვა, მბოძებია თქუჱნგან მეო:-

1059. ამას გკადრებ თავმან თქუჱნ მან, არა გმართებს მადლი ძღვნისა. სხუა რამე მყავს სასძლო თქუჱნი, შესართავი თქუჱნის ძისა. მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ნახოთ სახე მზისა. მაშინ მეტად გაამრავლოთ, თქუჱნ ბრძანება ნეტარძისა:-

1060. რას ვაგრძელებდე გასტეხა, ფიცი სიმტკიცე სჯულისა. უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა. მეფესა მეტად იამა, მიეცა ლხინი გულისა. უბრძანა დარბაზს მოყუანა, სრულ ქნა უსენის თქმულისა:-