... (H-403), 1818 წ.

1042. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი: მათეულნი დიდნი ნახნა჻ ნავი ნავსა შეატყუბნა: ქარავანსა დაუზახნა჻ უსამ ნახა მხიარულმან: გაეხარნეს არ იახნა჻ ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად: სასახავნი დიდნი სახნა჻

1043. ავთანდილის მაქებელთა: ათასიმცა ენა უნდა჻ ვერცა მათ თქუეს ნაომრობა: როგორ ტურფად დაუშვენდა჻ ქარავანმან იზრიალა: თქუეს უფალო მადლი შენდა჻ მზემან შუქნი შემოგვადგნა: ღამე ბნელი გაგვითენდა჻

1044. მოეგებნეს: აკოცებდეს: თავსა პირსა ფერჴთა ჴელსა჻ ჰკადრეს ქება უსაზომო: მას ტურფასა საქებელსა჻ მისი ჭვრეტა გააშმაგებს: კაცსა ბრძენსა ვითა ჴელსა჻ შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი: ფათერაკსა ეზომ ძნელსა჻

1045. ყმამან უთხრა მადლი ღ~თსა: შემოქმედსა არსთა მხედსა჻ ვისგან ძალნი ზეციერნი: გააგებენ აქა ქნადსა჻ იგი იქმნას ყუელაკასა: იდუმალსა ზოგსა ცხადსა჻ ჴამს ყოვლისა დაჯერება: ბრძენი ჯერა მოწევნადსა჻

1046. ღ~თნ სულსა ეგოდენსა: თქუენ გათნივა სისხლი თქვენი჻ მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი: თავით ჩემით რამცა ვჰქენი჻ აწ დავჴოცენ მტერნი თქუენნი: გავასრულე რაცა ვჰთქვენი჻ ნავი სრულად საქონლითა: მამიღია ვითა ძღვენი჻

1047. ამოა კარგსა მოყმესა: რა ომი გამარჯვებოდეს჻ ამხანაგთათვის ეჯობნოს: ვინცა მას თანა ხლებოდეს჻ მიულოცვიდენ აქებდენ: მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს჻ შვენოდეს დაკოდილობა: ცოტაი რამე ვნებოდეს჻

1048. იგი ნავი მეკობრეთა: მას დღე ნახეს არა ხვალეს჻ მუნ დებულთა საჭურჭლეთა: ამარიმცა ვით დათვალეს჻ მათსა ნავსა გარდმოიღეს: ნავი სრულად გარდმოსცალეს჻ დალეწეს და ზოგი დაწვეს: შეშა დრამად არ გაცვალეს჻

1049. ავთანდილს უსამ მოართვა: ვაჭართა შემოთვლილობა჻ შენგან ვართ გამაგრებულნი: ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა჻ რაცა გვაქვს იგი შენია: ამას არ უნდა ცილობა჻ რასაცა მოგვცემ გვიბოძე: გვიქნია აქა ყრილობა჻

1050. ყმამან შესთვალა: ჰე ძმანო: წეღანცა მოგისმენია჻ ღ~თსა შეესმა: ნაკადი: რაცა თქუენ თვალთა გდენია჻ მან დაგარჩინნა მე რა ვარ: მე: გლახ რა მამილხენია჻ რა გინდა მამცეთ რას ვაქნევ: მე ვარ და ჩემი ცხენია჻

1051. მე თუცა რაცა მინდოდა: საჭურჭლე დასადებელი჻ ჩემსაცა მქონდა ურიცხვი: უსახო ლარ საგებელი჻ რას ვაქნევ თქვენსა რასგინდა: ოდენ ვარ თქვენი მხლებელი჻ სხვაგან რამე მიც სხვა საქმე: თავისა წასაგებელი჻

1052. აწე რაცა აქა ვიშოვე: საჭურჭლე დაუთვალავი჻ რაცა ვის გინდა წაიღეთ: არვისი ვიყო მლალავი჻ ერთსა ვიაჯი მიაჯეთ: სააჯო არ საკრძალავი჻ საქმე რამე მიც თქვენშია: თავისა დასამალავი჻

1053. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით: არ თქუენსა პატრონობასა჻ თვით თავადია ჩვენი თქუა: ნუ მიჴმობთ ჭაბუკობასა჻ მე სავაჭროსა ჩავიცვამ: დავიწყებ ჩუბაჩობასა჻ თქუენ შემინახეთ ნამუსი: თქუენსა და ჩემსა ძმობასა჻

1054. ესე საქმე ქარავანსა: გაეხარნეს მეტად დია჻ მოვიდეს და თაყუანისცეს: ჰკადრეს ჩვენი იმედია჻ რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა: იგი თქვენვე გიაჯია჻ მას ვმსახუროთ ვისი პირი: მზისა პირად გაგვიცდია჻

1055. მუნით წავიდეს იარეს: არ თურე ხანსა ზმიდიან჻ მიხვდეს ტაროსსა ამოსა: ნიადაგ ამოდ ვლიდიან჻ შეჰფრფინვიდიან ავთანდილს: ქებასა შეასხმიდიან჻ მას მარგალიტსა მას ყმასა: კბილთა ფერსა სძღვნიდიან჻ ზღვის პირს რომ გავიდა჻

ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა

1056. ზღვა გაიარა ავთანდილ: მივა ტანითა მჭევრითა჻ ნახეს ქალაქი მოცული: გარე ბაღისა ტევრითა჻ გვარად უცხონი ყუავილნი: ფერითა ბევრის ბევრითა჻ მის ქუეყანისა სიტურფე: რა გაიგონო შენ რითა჻

1057. მათ ბაღთა პირსა დააბეს: ნავი საბლითა სამითა჻ ავთანდილ ტანსა ჯუბანი: ჩაიცვა დაჯდა სკამითა჻ მოასხეს კაცნი მზიდავნი: დამზადებულნი დრამითა჻ იგი ყმა ვაჭრობს თავადობს: და თავს მალავს ამითა჻

1058. მოვიდა მისი მებაღე: ბაღსა იახლნეს რომელსა჻ მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით: პირსა ელვათა მკრთომელსა჻ ავთანდილ უჴმო ეუბნა: კაცსა არ სიტყვა მცთომელსა჻ ვისნი ხართ ვინ ხართ რა ჰქჳან: მეფესა აქა მჯდომელსა჻

1059. წვრილად მითხარ ყველაკაი: ყმა მას კაცსა ეუბნების჻ რა ლარია უფრო ძვირად: ან იეფად რა იხსნების჻ ჰკადრა ვხედავ პირი შენი: მზისა პირად მემეცნების჻ რაცა ვიცი მართლად გკადრებ: მრუდი არა არ გემცნების჻

1060. ესეა ზღვათა სამეფო: თვისა ათისა სავლითა჻ თვით გულანშაროს ქალაქი: სავსე ტურფითა მრავლითა჻ აქ ძეს ტურფა ყველაი: ზღვა ზღვა ნავითა მავლითა჻ მელიქ სურხავი ჴელმწიფობს: სავსე სვითა და დავლითა჻