... (Q-296), XVIII ს.

1026. სიამოვნისა დარითა იარეს არ სიძნელითა მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი გია ძელითა

1027. კიოდეს და მოდიოდეს იზახდეს და ბუკსა ჰკრესა შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა ყმამან უთხრა ნუ იშიშვით თქვენ ამათსა სიალფესა ანუ დავხოც ამ ყველასა ან სიკვდილი ჩემი დღესა

1028. უგანგებოდ ვერას მიზმენ შეცამებნენ ჴმელთა სპანი განგებაა არ დავრჩები ლახვარია ჩემთვის მზანი ვერ მიხსნიან ვერ ციხენი ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი ვინცა იცის ესე ასრე ჩემებრვეა გულოვანი

1029. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ ომისაცა უმეცარნი შორს ისრითა არ დაგხოცნენ ჩაიჴშენით თანა კარნი მარტო მნახეთ ვით შევიბა ვით ვიჴმარნე ლომნი მკლავნი მეკობრისა ნავისანი სისხლნი ნახნეთ მონაღვარნი

1030. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა მას ჴელთა კეტი რკინისა ჰქონდა ჴელითა ცალითა ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ შეუვალითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა მტერნი დაჴოცნა ჴმალითა

1031. კიოდეს იგი ლაშქარნი ჴმა მათი არ გასწყდებოდა აძგერეს ძელი რომელსა ზედა საჴნისი ჰგებოდა ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა არ თურე კრთებოდა კეტი ჰკრა ძელი მოსტეხა სხვათ არათ არ მოსტყდებოდა

1032. ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავდაულეწელი შეშინდეს იგი ლაშქარნი გზა ძებნეს გარდსახვეწელი ვეღარ გარდესწრნეს გარდუხტა მტერთა მიდამო მლეწელი არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი

1033. მათ ლაშქართა გულ უშიშრად ასრე ჴოცდა ვითა თხასა ზოგი ნავსა შეანარცხის ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა ერთმანეთსა შემოსტყორცის რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან მალვენ ჴმასა

1034. გაუმარჯვდა ომი მათი ვითა სწადდა გულსა მათსა ზოგთა ჰკადრეს ზენაარი ნუ დაგვხოცო შენსა რჯულსა არ დაჴოცნა დაიმონნა დარჩომოდა რაცა წყლულსა მართლად იტყვის მოციქული შიში შეიქმს სიყვარულსა

1035. კაცო ძალსა ნუ იკვეხიი ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი არას გარგებს ძლიერება თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი დიდთა ხეთა მოერევის მცირე დასწვავს ნაბერწკალი ღმერთი გფარავს სწორეთ გაჰკვეთს შეშა ვის ჰკრა თუნდა ჴმალი

1036. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა ნავი ნავსა შეატყუბა ქარავანსა დაუზახნა უსამ ნახა მხიარულიგაეხარნეს არ იახნა ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად სასახავნი დიდნი სახნა

1037. ავთანდილის მაქებელად ათასიმცა ენა უნდა ვერცა მათ თქვეს ნაომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა ქარავანმან იზრიალა თქვეს უფალო მადლი შენდა მზემან შუქნი შემოგვადგნა ღამე ბნელი გაგვითენდა

1038. მოეგებნეს აკოცებდეს თავსა პირსა ფერხთა ხელსა ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა ვითა ხელსა შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა

1039. ყმამან უთხრა მადლი ღმერთსა შემოქმედსა არსთა მხადსა ვისგან ძალნი ზეციერნი გააგებენ აქა ქნადსა იგი იქმან ყველაკასა იდუმალსა ზოგსა ცხადსა ჴამს ყოვლისა დაჯერება ბრძენი ჯერა მოწევნადსა

1040. ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი მე გლახ რავარ მიწა ცუდი თავით ჩემით რამცა ვჰქენი აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი გავასრულენ რაცა ვთქვენი ნავი სრულად საქონლითა მამიღია ვითა ძღვენი

1041. ამოა კარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს ამხანაგთათვის ეჯობნოს ვინცა მასთანა ხლებოდეს მიულოცვიდენ აქებდენ მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს შვენოდეს დაკოდილობა ცოტაი რამე ვნებოდეს

1042. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს არა ხვალეს მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს მათსა ნავსა გარდმოიღეს ნავი სრულად გარდმოცალეს დალეწეს და ზოგი დაწვეს შეშა დრამად არ გაცვალეს

1043. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა შენგან ვართ გამაგრებულნი ჩვენ ვიცით ჩვენი ზრდილობა რაცა გვაქვს იგი შენია ამას არ უნდა ცილობა რასაცა მოგვცეთ გვიბოძე გვიქმნია აქა ყრილობა

1044. ყმამან შესთვალა ჰე ძმანო წეღანაც მოგისმენია ღმერთსა შეესმა ნაკადი რაცა თქუენ თვალთა გდენია მან დაგარჩინნა მე რავარ მე გლახ რა მამილხენია რაგინდა მამცეთ რას ვაქნევ მე ვარ და ჩემი ცხენია

1045. მე თუცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი ჩემსაცა მქონდა ურიცხვი უსახო ლარ საგებელი რას ვაქნევ თქვენსა რად გინდა ოდენ ვარ თქვენი მხლებელი სხვაგან რამე მიცს სხვა საქმე თავისა წასაგებელი