... (Q-296), XVIII ს.

ავთანდილისაგან ფატმანის ალაგში მისვლა ფატმანის მიგებება და სიხარული

1065. ფატმან ცოლი უსენისი გაეგება კართა წინა მხიარულმან უსალამა სიხარული დაიჩინა ერთმანეთი მოიკითხეს შევიდეს და დასხდეს შინა ფატმან ხათუნს მოსლვა მისი შევით ვატყევ არ ეწყინა

1066. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე არ ყმაწვილი მაგრა მზმელი ნაკვთად კარგი შავ გრემანი პირ მსუქანი არ პირ ჴმელი მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული ღვინის მსმელი დია ედვა სასალუქო დასაბურავ ჩასაცმელი

1067. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა ფატმან მისი მასპინძლობა უღირს ღმერთო არ დაკარგა სვეს და ჭამეს დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარგა

1068. დილასა ლარი ყუელაი უჩვენა გაახსნევინა ტურფანი სეფედ გარდასხნა ფასიცა დაათვლევინა ვაჭართა უთხრა წაიღეთაჰკიდა გააწევინა– თქვა ვითა გინდა ვაჭრობდით ნუ გაამჟღავნებთ მე ვინა

1069. ყმა ვაჭრულად იმოსების არ ჩაიცვამს არას მისსა ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა ზოგჯერ იყვის ფატმანისსა ერთგან სხდიან უბნობდიან საუბარსა არა მქისსა ფატმანს ჰკულიდა უმისობა რამინისა ვითა ვისსა

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგზავნა

1070. სჯობს სიშორე დიაცისა ვისგან ვითა დაითმობის გილიზღებს და შეგიკვეთებს მიგინდობს და მოგენდობის მართ ანაზდად გიღალატებს გაჰკვეთეს რაცა დაესობის მით დიაცსა სამალავი არა სთანა არ ეთხრობის

1071. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა სიყვარული მეტის მეტი მოემატა ცეცხლებრ სწვიდა დამალვასა ეცდებოდა მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა იტყვის რა ვქნა რა მერგების აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა

1072. მიღმა უთხრა ვა თუ გასწყრეს შეხედვაცა დამიძვირდეს თუ არა ვთქვა რაგვარ გავძლებ ცეცხლი უფრო გამიხშირდეს ვთქვა და მოვკვდე ანუ დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს

1073. დაწერა წიგნი საბრალო მის ყმისა მისართმეველი მისისა მიჯნურობისა მისთა პატიჟთა მცნეველი მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი შემარხეველი უსტარი შესანახავი არცუდად დასახეველი

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო

1074. ჰე მზეო ღმერთსა ვინადგან მზე სწადდი დასაბადებლად მით შენგან მოშორვებულთა ლხინად არ ჭირთა მწადებლად ახლოს შემყრელთა დამწველად მათად ცეცხლისა მადებლად მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს დასაქადებლად

1075. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი შენთვის საბრალოდ ბნდებიან ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი რად არა შენზედ კრფებიან შენი შვენება ყვავილთა აჭნობს ჩემნიცა ჭნებიან სრულად დამწვარვარ თუ მზისა შუქნი არ მამესწრებიან

1076. ღმერთი მყავს მოწმად ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა მაგრა რა ვირგო დღეკრულმან სრულად გავყრივარ თმობასა გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა თუ რას მეწევი მეწივე თვარე მივხდები ცნობასა

1077. მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მამივიდოდეს ვსცნობდე გინდოდე საკლავად ან ჩემი რა გაგივიდოდეს მუნამდის გავსძლო სულთა დგმა გული რაზომცა მტკიოდეს სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს

1078. ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი ყმისი ყმამან ასრე წაიკითხა და ვინმეა ანუ თვისი თქუა არ იცის გული ჩემი ვინ მაშიკობს ვისსა ვისი რომე მიმიჩს სამიჯნურო რათ ვამსგავსო მე მას მისი

1079. თქუა ყვავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია მაგრა მაზედან ბულბულსა ჯერ ტკბილად არ უმღერია უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა მით ოხერია რა უთქუამს რა მოუჩმახავს რა წიგნი მოუწერია

1080. ესე გვარი საძრახავი დაუძრახა გულსა შინა მერმე იტყვის ჩემგან კიდე ჩემი შემწე არა ვინა რასათვისცა გამოჭრილვარ მისი ძებნა რადგან მინა რათამცა ვით ვჰპოებ მას ვიქ გულმან სხვამცა რა ისმინა

1081. ისი დიაცი აქა ზის მნახავი კაცთა მრავალთა მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა ყოველგნით მავალთა მივჰყუე მიამბობს ყველასა რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა ნუ თურა მარგო მე მისი გარდახდა ჩემთა ვსცნა ვალთა