... (Q-609), XIX ს.

ავთანდილისაგან ფატმანის ალაგში მისვლა ფატმანის მიგებება და სიხარული:

1042. ფატმან ცოლი უსენისა: გაეგება კართა წინა: მხიარულად უსალამა: სიხარული დაიჩინა: ერთმანერთი მოიკითხეს: შევიდეს და დასხდეს შინა: ფატმან ხათუნს მოსვლვა მისი: შევითვატყე არ ეწყინა:

1043. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე: არ ყმაწვილი მაგრა მზმელი: ნაკუთად კარგი შავ გრემანი: პირ მსუქანი არ პირჴმელი: მუტრიბთა და მომღერალთა: მოყვარული ღვინის მსმელი: დია ედვა [სა]სალუქო: დასაბურავ ჩასაცმელი:

1044. მას ღამესა ფატმან ხათუნ: უმასპინძლა მეტად კარგა: ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა: მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა: ფატმანს მისი მასპინძლობა: უღირს ღ~თო არ დაკარგა: სვეს და ჭამეს დასაწოლად: ყმა გავიდა ღამით გარ გა:

1045. დილასა ლარი ყველაი: უჩვენა გაახსნევინა: ტურფანი სეფედ გარდასხეს: ფასიცა დაათვლევინა: ვაჭართა უთხრეს წაიღეთ: აჰკიდა გააწევინა: თქუა ვითა გინდა ვაჭრობდით: ნუ გაამჟღავნებთ მე ვინა:

1046. ყმა ვაჭრულად იმოსების: არ ჩაიცვამს არას მისსა: ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა: ზოგჯერ იყვის ფატმანისსა: ერთგან სხდიან უბნობდიან: საუბარსა არა მქისსა: ფატმანს ჰკულიდა უმისობა: რამინისა ვითა ვისსა:

ფათმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგზავნა:

1047. სჯობს სიშორე დიაცისა: ვისგან ვითა დაითმობის: გილიზღებს და შეგიკვეთებს: მიგინდობს და მოგენდობის: მართ ანაზდად გიღალატებს: გაკვეთეს რაცა დაესობის: მით დიაცსა სამალავი: არასთანა არ ეთხრობის:

1048. ფატმან ხათუნს ავთანდილის: გულსა ნდომა შეუვიდა: სიყვარული მეტის მეტი: მაემატა ცეცხლებრ სწვიდა: დამალვასა ეცდებოდა: მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა: იტყვის რა ვქნა რა მერგების: აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა:

1049. მიღმა უთხრა ვაი თუ გასწყრეს: შეხედვაცა დამიძვირდეს: თუ არა ვთქუა გავსძლებ: ცეცხლი არა უფრო გამიხშირდეს: ვთქვა და მოვკუდე ანუ დავრჩე: ერთი რამე გამიპირდეს: მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს: თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს:

1050. დაწერა წიგნი საბრალო: მის ყმისა მისართმეველი: მისისა მიჯნურობისა: მისთა პატიჟთა მცნეველი: მისთა მსმენელთა გულისა: შემძრველი შემარხეველი: უსტარი შესანახავი: არ ცუდად დასახეველი:

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი:

1051. ჱე მზეო ღ~თსა ვინადგან: მზედ სწადდი დასაბადებლად: მით შენგან მოშორვებულთა: ლხინად არ ჭირთა მწადებლად: ახლოს შემყრელთა დამწველად: მათგან ცეცხლისა მადებლად: მნათობთა შენი შეხედვა: ტკბილად უჩანს დასაქადებლად:

1052. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი: შენთვის საბრალოდ ბნდებიან: ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი: რად არა შენზედ კრფებიან: შენი შვენება ყვავილთა: აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან: სრულად დამწვარვარ თუ მზისა: შუქნი არ მამესწრებიან:

1053. ღმერთი მყავს მოწმად ვიშიშვი: თქვენსა ამისა თხრობასა: მაგრა რა ვირგო დღე კრულმან: სრულად გავჰყრილვარ თმობასა: გული ვერ გასძლებს ნიადაგ: შავთა წამწამთა სობასა: თუ რას მეწევი მეწივე: თვარა ნუ მივჰხვდები ცნობასა:

1054. მე ვირე ამა წიგნისა: პასუხი მამივიდოდეს: ვცნობდე გინდოდე საკლავად: ან ჩემი რა გაგივიდოდეს: მუნამდის გავსძლო სულთა დგმა: გული რაზომცა მტკიოდეს: სიცოცხლე ანუ სიკუდილი: გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს:

1055. ფატმან ხათუნ დაწერა და: გაუგზავნა წიგნი ყმისა: ყმამან ასრე წაიკითხა: და ვინმეა ანუ თვისი: თქვა არ იცის გული ჩემი: ვინ მაშიკობს ვისსა ვისი: რომე მიმ[ი]ჩნს სამიჯნურო: რად ვამსგავსო მე მას ისი:

1056. თქვა ყვავი ვარდსა რას აქნევს: ანუ რა მისი ფერია: მაგრა მას ზედა ბულბულსა: ჯერთ ტკბილად არ უმღერია: უმგზავსო საქმე ყოველი: მოკლეა მით ოჴერია: რა უთქვამს რა მოუჩმახავს: რა წიგნი მოუწერია:

1057. ესეგვარი საძრახავი: დაუძრახა გულსა შინა: მერმე იტყვის ჩემგან კიდე: ჩემი შემწე არავინა: რასათვისცა გამოჭრილვარ: მისი ძებნა რადგან მინა: რათაცა ვით ვჰპოვებ მას ვიქ: გულმან სხვამცა რა ისმინა:

1058. ისი დიაცი აქა ზის: მნახავი კაცთა მრავალთა: მოსადგურე და მოყვარე: მგზავრთა ყოველგნით მავალთა: მივჰყუე მიამბობს ყუელასა: რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა: ნუთუ რა მარგოს მე მისი: გარდახდა ჩემი ვსცნა ვალთა: