... (Q-609), XIX ს.

1059. თქვა დიაცსა ვინცა უყვარს: გაექსვის და მისცემს გულსა: აუგი და მოყივნება: არად შესწონს ყოლად კრულსა: რაცა იცის გაუცხადებს: ხვაშიადსა უთხრობს სრულსა: მიჯობს მივჰყუე განღა სადმე: ვსცნობ საქმესა დაფარულსა:

1060. კულავ იტყვის ვერვინ ვერას იქს: თუ ეტლი არ მოსთმინდების: მით რაცა მინდა არა მაქუს: რაცა მაქვს არ მამინდების: ბინდის ფერია სოფელი: ესე თურ ამად ბინდების: კოკასა შიგან რაცა დგას: იგივე წარმოსდინდების:

წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი:

1061. მოგეწერა წავიკითხე: შენი წიგნი ჩემი ქება: შენ მამასწარ თვარე შენგან: მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება: შენცა გინდა მეცა მინდა: გაუწყედლად შენი ხლება: შეყრა არის პირიანი: ორთავეა რადგან ნება:

1062. ფატმანისსა ვერ გიამბობ: მოემატა რა სიამე: მიუწერა კმარის რაცა: უშენომან ცრემლი ვლამე: აწ ვიქნები თავის წინა: აქა მპოვე მარტო სამე: მამისწრაფე შეყრა შენი: რა შეღამდეს მოდი ღამე:

1063. მას ღამითვე საწვეველი: რა მიართვეს წიგნი ყმასა: შეღამდა და წაცავიდა: სხვა ემთხვია მონა გზასა: ამას ღამე ნუ მოხვალო: ვერა მპოვებ შენთვის მზასა: მას ეწყინა არ დაბრუნდა: თქუა თუ გავსო ეგე რასა:

1064. წვეული აღარ დაბრუნდა: კვლავ ზევე უკუწვევითა: ფატმან ზის წყენით შევიდა: ავთანდილ მარტო ხე ვითა: დიაცსა წყენა შეატყო: ნახა შესლვითა შევითა: ვერ დაიჩინა შიშითა: და მის[ი]თავე თნევითა:

1065. ერდგან დასხდეს და დაიწყეს: კოცნა ლაღობა წყლიანი: შემოდგა კარსა ყმა ვინმე: კეკლუცი ტან ნაკვთიანი: შემოვლო ახლოს შემოჰყვა: მონა ჴრმალ დარაკიანი: დაჰკრთა რა ნახა ავთანდილ: გავსო თუ გზაა კლდიანი:

1066. ფატმან რა ნახა შეშინდა: ძრწის და მიეცა ძრწოლასა: მან გაკვირვებით უჭვრიტა: მათსა ლაღობა წოლასა: უთხრა არ გიშლი დიაცო: ფერთა მი და მო კრთომასა: გამითენდების განანებ: მაგა მოყმისა ყოლასა:

1067. გამკიცხე ბოზო დიაცო: და დამდევ გასათრეველად: მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა: მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა: კბილითა დამაჭმეველად: დავშალო წვერთა ფუ მიყავ: ხელიღა ვრბოდე მე ველად:

1068. ესე თქუა და კაცმან წვერთა: მოიზიდნა გავლნა კარნი: ფატმან შექმნა თავის ცემა: ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი: ცრემლთა მისთა შეეყარნეს: წყაროსებრნი ისმნეს წკარნი: თქუა დამქოლეთ მოდით ქჳთა: მამადეგით მამაკარნი:

1069. მოთქვამს მოვჰკალ ჰაჲ ქმარი: ამოვწყჳდენ წვრილნი შვილნი: იავარ ვჰყავ საქონელნი: უსახონი თვალნი თლილნი: გავეყარე საყვარელთა: ვაი გამზრდელნი ვაი გაზრდილნი: ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა: სიტყვანია ჩემნი წბილნი:

1070. ამას ყველასა ავთანდილ: ისმენდა გაცბუნვებული: უბრძანა რა გჭირს რას იტყვი: რასთვის ხარ აგრე ვებული: რას დაგექადა იგი ყმა: რა ნახა შენგან კლებული: დადუმდი მითხარ ვინ იყო: ანუ რად საქმედ რებული:

1071. დიაცმან უთხრა ჰე ლომო: ხელი ვარ ცრემლთა დენითა: ნურას ნუ მკითხავ ამბავსა: ვერცა რას გითხრობ ენითა: დავჰხოცენ შვილნი ჴელითა: მით ვარ აღარას ლხენითა: თავი მოვიკალ უთმინოდ: სიყვარულითა შენითა:

1072. ესე გვარი დია მიხვდეს: სიტყვა მცდარსა ენამეტსა: ხოშიადის ვერ დამალავს: უჭკუოსა შმაგსა რეტსა: ვაგლახითა მეწივენით: გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა: მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს: თავისისა სისხლის მხვრეტსა:

1073. ორისაგან ერთი ჰქენით: ამის მეტსა ნუღარ ლამით: მოვითა ვკლავ იმა კაცსა: წადი მოკალ მალვით ღამით: მე და სრულად სახლი ჩემი: დახოცასა დაგვხსენ ამით: მოხვალ გითხრობ ყველაკასა: მოვითმითხარ ცრემლთა ლამით:

1074. თვარა ღამითვე ტვირთები: შენი წაიღე ვირითა: დააგდე ჩემი მიდამო: სრულად მიკრიფე მირითა: ვეჭ რომე ჩემთა ცოდვათა: შენცა აგავსონ ჭირითა: თუ დარბაზს მივა იგი ყმა: შვილთა დამაჭმევს პირითა:

1075. რა ესე ესმა ავთანდილს: ლაღსა ბუნება ზიარსა: ადგა და ლახტი აიღო: რა ტურფა რამე მჴნე არსა: ამა საქმისა ვერ ცნობა: თქვა ჩემი სიძუნტე არსა: ნუ ეჭუ სულ დგმულსა: მისებრსა სხვა არცა მისებრი არსა:

1076. ფატმანს უთხრა კაცი მომეც: მასწავლელად წინამძღვარად: გზასა მართლად წამიყვანოს: თვარა მეშვლად მინდა არად: იმა კაცსა ვერა ვხედავ: მეომრად და ჩემად დარად: რაცა უყო მოგახსენებ: მამიცადე იყავ წყნარად:

1077. მას მისცა მონა დიაცმან: წინამძღვრად წაცამყვანებლად: კულავე შეჰყივლა ვინათგან: ცეცხლია ცხელი ანელად: თუ მოვითაჰკლა იგი ყმა: ჩემად გულისა მფხანელად: ბეჭედი ჩემი აცვია: მას გვედრებ მოსატანელად: