... (H-302), 1803 წ.

1019. მე სარკმელთა გარდავადეგ, რა შევიგენ არ მოჰყიდეს, შეუზახენ დაჰჴოცენით, დაიპყრეს და თავსა სჭრიდეს, იგი ზღუასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა სცვიდეს, ჩავეგებე გამოვგუარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს-

1020. რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე რა ნაზობა, ვჰფუცავ რომე იგი მზეა, არა მართებს მზესა მზობა, ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქნას ნახაზობა, მე თუ დამწუავს აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა-

1021. ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ჴელნი, ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი, ერთმანერთი დაავიწყდეს, მისთვის გაჴდეს ვითა ხელნი, ღუარმან ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი-

1022. მოიტირეს ყმამან უთხრა, ნუღარ გასწყვედ, გაასრულე, ფატმან ჰსთქუა მივეგებე, გული მისთვის ვაერდგულე, გარდუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, ზედა დავსუი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე გავესულე-

1023. ვჰკადრე ვინ ხარ მითხარ მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა, ამა ზანგთა სით მოჰყუანდი, შენ პატრონი ცისა ჴომთა, მან პასუხი არა მითხრა, მე სიტყუათა ესე ზომთა, ას ნაკეცი წყარო ვნახე, ცრემლთა მისთა მონაწთომთა-

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანის კითხუა და მეცნიერების შეტყობის ნდობა

1024. რა შევაწუხე კითხვითა, მეტითა საუბარითა, გულ ამოჴჩვინვიით ატირდა, მით რამე ჴმითა წყნარითა, ბროლ ლალსა ღუარი ნარგისთა, მოსდის გიშრისა ღარითა, მისი მჭურეტელი დავიწვი, გავჴე გულითა მკუდარითა-

1025. მითხრა შენ ჩემთვის დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა, ღარიბი ვინმე შემჰსწრობი, ვარ უბედოსა ბედისა, თუ რაცა მკითხო ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა-

1026. ვჰსთქუი უჟამოდ არ წესია, მოყვანა და მზისა ჴმობა, მომყუანელი გაშმაგდების, და წაუვა ერთობ ცნობა, მოცდით უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა, რად არ ვიცი ამა მზისა, საუბრისა უჟამობა-

1027. ავიყვანე იგი პირმზე, ნაქები და ვერ ვჰსთქუი უქი, სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალი მისი შუქი, ჩამოვბურე მრავალ კეცი, სტავრა მძიმე არ სუბუქი, ცრემლსა სეტყუს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი-

1028. მოვიყვანე შინა ჩემსა, იგი პირმზე ტანით ალვით, მოუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით, არვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით კრძალვით, ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი ვნახი ხალვით-

1029. ვით გიამბო საკვირველი, მე გლახ მისი ყოფა ჰქცევა, დღე და ღამე გაუწყვედლად, ტირილი და ცრემლთა ფრქვევა, შევეხვეწი დადუმდიო, წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა, აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა-

1030. შინა შევიდი მას წინა, ედგის ცრემლისა გუბები, შიგან მელნისა მორევსა, ეყრდნის გიშრის შუბები, ნილოსის ტბათათ იღურების, სავსე სათისა რუბები, შუა ძოწსა და აყიყსა ჰსჭვირს, მარგალიტი ტყუბები-

1031. ჟამი ვერ ვჰპოვე კითხვისა, ნიადაგ ცრემლთა ღურისაგან, თუმცა მეკითხა ვინა ხარ, ეგრე გასრული რისაგან, მჩქეფრად სისხლისა ნაკადი, მოსდის ალვისა ხისაგან, მას ჴორციელი არ გასძლებს, სხვა კიდეგანი ქვისაგან-

1032. არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივ იყვის რიდითა, და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი თვისი სასთაუნალად, მიიდვის და მიწვის მითა, ძლივ ვაჭამი ცოტა რამე, ათასითა შეხვეწითა-

1033. სხუა გიამბო საკვირველი, რიდისა და ყაბაჩისა, ვარ მნახავი ყოვლისავე, უცხოსა და ძვირ ფასისა, მაგრამ მისი არა ვიცი, ქნილი იყო რაგვარისა, სილბო ჰქონდა ნაქსოვისა, და სიმტკიცე ნაჭედისა-

1034. მან ტურფამან სახლსა ჩემსა, ეგრე დაყო ხანი დიდი, ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი, ვჰსთქუი თუ უთხრობ ვიცი, დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი, ესე მქონდა საგონებლად, კულავ შევიდი კულავ გავიდი-

1035. ვჰსთქუი თუ არ უთხრა რა უყო, ჩემგან რა მოეგვარების, არცა რა ვიცი რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების, ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს, ვეღარა მომეფარების, ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების-

1036. მე გლახ მარტომან რა უყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა, მო და გავანდო ნუ შევალ, უსენის შეცოდებასა, არ გამამჟღავნოს ვაფიცო, თუ მამცემს იმედობასა, სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს, ფიცისა გაცუდებასა-

1037. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა, ველაღობე ველაციცე, მერმე ვუთხარ გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე, არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მამეც მტკიცე, ფიცი ჰფიცა საშინელი, თავიცაო კლდეთა ვიცე-