... (Q-376), XIX ს.

1023. თქუჱნ ვაჭარნო ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი. შორს ისრითა არ დაგჴოცონ, ჩაიხშენით თანა კარნი. მარტო მნახეთ ვით შეჳბა, ვით ვიხმარო გმირნი მხარნი. მეკობრეთა ნაჳსაგან, სისხლნი ნახოთ მონაღუარნი:-

1024. ჩაიცუა ტანსა აბჯარი, ქცეჳთა ვეფხებრ მკრჩხალითა. მას ჴელთა კეტი ჰრკინისა, ჰქონდა ჴელითა ცალითა. ნავისა თავსა უშიშრად, წადგა გულითა სალითა. ვითა მხილუჱლნი ჭურეტითა, მტერნი დაჰჴოცნა ჴრმალითა:-

1025. ჰკიოდეს იგი ლაშქარნი, ჴმა მათი არ გაჰსწყდებოდა. აძგერეს ძელი რომელსა, ზედა საჴნისი ჰგებოდა. ყმა ნაჳს თავსა უშიშრად, ზე ჰსდგა არ თურე ჰკრთებოდა. კეტი ჰკრა ძელი მოსტეხა, ლომს მკლაჳ არ უდრკებოდა:-

1026. ძელი მოსტყდა და ავთანდილ, დარჩა ნავ დაულეწელი. შეშინდეს იგი ლაშქარი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი. ვეღარ გაასწრეს გარდუხტა, მტერთა მი და მო მლეწელი. არ დარჩა კაცი ცოცხალი, მუნ მისგან დაუფრეწელი:-

1027. მათ ლაშქართა გულუშიშრად, ასრე ჰჴოცდა ვითა თხასა. ზოგნი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღუასა. ერთმანერთსა შემოჰსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რუასა. დამალულნი მკუდართა შუა, იმალვიან მალვენ ჴმასა:-

1028. გაუმარჯუდა ომი მათი, ვითა ჰსწადდა გულსა(ბ) მისსა(ა). ზოგთა ჰკადრეს ზენაარი, ნუ დაგვხოცო შენსა ჰრჯულსა. არ დაჴოცნა დაიმონა, დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა. მართლად უთქუამს სრულსა, შიში შეიქმს სიყუარულსა:-

1029. კაცო ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთურალი. არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღ~თისა ძალი. დიდთა ხეთა მოერევა, მცირე დაჰსწუავს ნაბერწკალი. ღ~თი შეგწევს სწორედ გაჰკუჱთს, შეშა ვის ჰკრა თუნდა ჴრმალი:-

1030. მან ავთანდილ საჭურჭლენი, მათეულნი დიდნი ნახნა. ნავი ნავსა შეატყუბნა, ქარავანსა დაუზახნა. უსამ ნახა მხიარულმან, გაეხარნეს არ იახნა. ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა:-

1031. ავთანდილის მაქებელთა, ათასიმცა ენა უნდა. ვერცა მათ თქვეს ნაომრობა, როგორ ტურფად დაუშვენდა. ქარავანმან იზრიალა, ჰსთქუჱს უფალო მადლი შენდა. მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა:-

1032. მოეგებნეს აკოცებდეს, თავსა პირსა ფერჴთა ხხელსა. ჰკადრეს ქება უსაზომო, მას ტურფასა საქებელსა. მისი ჭურეტა გააშმაგებს, კაცსა ჰბრძენსა ვითა ჴელსა. შენგან მოვჰრჩით ჩუჱნ ყოველნი, ფათერაკსა ეზომ ძნელსა:-

1033. ყმამან უთხრა მადლი ღ~თსა, შემოქმედსა არსთა მჴედსა. ვისგან ძალნი ზეციერნი, განაგებენ აქა ქმნადსა. იგი იქმან ყუჱლაკასა, იდუმალსა ზოგსა ცხადსა. ჰჴამს სიმართლის დაჯერება, ჰბრძენი ჰსჯერა მოწევნადსა:-

1034. ღ~თნ სულსა ეგოდენსა, თქუჱნ გათნივა სისხლი თქვენი. მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი, ანუ ჩემით რამცა ვჰქმენი. აწ დავჰჴოცენ მტერნი თქუჱნნი, გავასრულე რაცა ვჰსთქვენი. ნავი სრულად საქონლითა, მომიღია ვითა ძღვენი:-

1035. ამოა კარგსა მოყმესა, რა ომი გამარჯვებოდეს. ამხანაგთათჳს ეჯობნოს, ვინცა თჳსთანა ჰხლებოდეს. მიულოცჳდენ აქებდენ, მათ აგრე მყოფთა ჰსწბებოდეს. ჰშუჱნოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს:-

1036. იგი ნავი მეკობრეთა, მას დღეს ნახეს არ ახვალეს. მუნ დებულთა საჭურჭლეთა, ტურფად რიცხჳ ვითმცა თვალეს. თჳსსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოჰსცალეს. დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცუალეს:-

1037. ავთანდილს უსამ მოართუა, ვაჭართა შემოთულილობა. შენგან ვართ ხსნილნი სიკუდილით, ჩუჱნ ვიცით ჩუჱნი ქმნილობა. რაცა გვაქუს იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა. რასაცა მოგვცემ გვიბოძე, გჳქნმია აქა ყრილობა:-

1038. ყმამან შესთუალა ჱე ძმანო, წეღანცა მოგისმენია. ღ~თსა შეესმა ნაკადი, რაცა თქუჱნ თუალთა ჰგდენია. მან დაგარჩინნა მე რა ვარ, ჩემით რა მოგილხენია. რა გინდა მამცეთ რას ვაქნევ, მე ვარ და ჩემი ცხენია:-

1039. მე თუცა რაცა მინდოდა, საჭურჭლე დასადებელი. ჩემსაცა მქონდა ურიცხჳ, უსახო ლარ საგებელი. რას ვაქნევ თქუჱნსა რად მინდა, ოდენ ვარ თქუჱნი მხლებელი. სხუაგან რამე მიძს სხუა საქმე, თავისა წასაგებელი:-

1040. აწე რაცა აქა ვიშოვნე, საჭურჭლე დაუთვალავი. რაცა ვის გინდათ წაიღეთ, არ ვისი ვიყო მლალავი. ერთსა ვიაჯი მიაჯეთ, სააჯო არ საკრძალავი. საქმე რამე მაქუს თქვენშორის, თავისა დასამალავი:-

1041. ჟამამდინ ჩემსა ნუ იტყჳთ, არ თქუჱნსა პატრონობასა. თჳთ თავადია ჩუჱნი თქუა, ნუ მიჴმობთ ჭაბუკობასა. მე ვაჭრულ სამოსსს ჩავიცუამ, დავიწყებ ჩუბაჩობასა. თქუჱნ შემინახეთ ნამუსი, თქუენსა და ჩემსა ძმობასა:-

1042. ესე საქმე ქარავანსა, გაეხარნეს მეტად დია. მოჳდეს და თაყუანიჰსცეს, ჰკადრეს ჩუჱნი იმედია. რაცა აჯა ჩუჱნ გუმართებდა, იგი თქუჱნს გულს მოჰსწადია. მას ვჰმსახუროთ ვისი პირი, მზისა პირად გაგჳცდია:-