... (S-2781), XIX ს.

1003. ქალაქს შევიდეს მუნ დახვდა სრა მოკაზმული სრულითა საჴელმწიფოთა ყოვლითა გასაგებლითა სრულითა მონანი ტურფად მოსილნი წესითა იყუნეს რულითა შეფრფინვიდიან ავთანდილს გულითა სულწასრულითა

1004. შევიდეს და დიდი შექმნეს ჯალაბობა არ ხალვათი იქით აქათ დიდებულნი წარიგებით ათჯერ ათი თჳთ ორნივე ერთგან დასხდეს ვინმცა ვით თქვა ქება მათი ბროლ ბალახშსა აშვენებდა ზოგან მინა ზოგან სათი

1005. დასხდეს შეიქმნა პურობა გაამრავლებდეს მახალსა უმასპინძლებდეს ავთანდილს ვითა მზახალი მზახალსა მოიღებდიან ჭურჭელსა ტურფასა ახალახალსა მაგრამ მის ყმისა მჭვრეტელთა გული მიეცა გლახ ალსა

1006. მას დღე სვეს ჭამეს გარდახდა ნადიმი მსმელთა დასისა გათენდა ბანეს ავთანდილ რიცხვი ძეს მუნ ატლასისა შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრათასისა შეარტყეს წელთა სარტყელი დაუდებელი ფასისა

1007. ყმამან დაყვნა დღენი რამე თუცა ყოვნას ვერა სთმობდა ფრიდონს თანა ნადირობას გავიდეს და თამაშობდა სწორად ხოცდა შორს და ახლოს თუ რას ხელსა მიაპყროდა მისი სროლა მშვილდოსანსა ყველაკასა აწბილობდა

1008. ყმა ფრიდონს ეტყვის გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები მე თქვენი გაყრა სიკვდილად მიჩს და მით თავსა ვევნები მაგრამ არა მცალს დღეკრულსა ცეცხლი მწვავს მოუთმენები გზა გრძელი საქმე სასწრაფო მიც დია დავეყენები

1009. მართალ არს შენი გამყრელი თვალთათ თუ ცრემლსა ღვრიდესა დღეს წაუვალი ვერა ვარ მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა დგომა მგზავრისა ცთომაა კარგსა იქმს თავსა სწვრთიდესა სადა გინახავს იგი მზე წამომყევ ზღვისა კიდესა

1010. ფრიდონ უთხრა დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის ვიცი რომე აღარა გცალს შენ ლახუარი სხუა გესობის წადი ღ~თი გიწინამძღვრებს შენი მტერი დაემხობის მაგრამ ბრძანე უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის

1011. ამას გკადრებ არ ეგების მარტოსაგან წასულა შენი თანა ყმათა წამოგატან იმსახურენ იახლენი აბჯარი და საგებელი ერთი ჯორი ერთი ცხენი არ წაიტან გაირჯები ღაწვივარდი ცრემლნადენი

1012. მოასხნა ოთხნი მონანი მისანდობელნი გულითა სრული აბჯარი საკაცო ქაფითა საბარკულითა სამოცი ლიტრა წითელი აწონით არნაკლულითა ერთი ტაიჭი უებრო მით უნაგრითა სრულითა

1013. ერთსა ჯორსა წვივმაგარსა საგებელი აუკიდა წავიდა და ფრიდონ შეჯდა მასთანავე გამოვიდა აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი სწვიდა მოსთქუამს თუმცა მზე გვეახლა ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა

1014. ზარი მის ყმისა გაყრისა გახდა მიეცნეს წუხილსა მოატყდეს მოქალაქენი ლარსა ვინ ყიდდა თუ ხილსა ხმა ზახილისა მათისა გუანდა აერთა ქუხილსა იტყოდეს მზესა მოვშორდით მო თუალნი მივსცნეთ წუხილსა

1015. ქალაქი გავლეს მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა მაშინ ფრიდონის ნახულსა ნასაჯდომევსა მზისასა მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა

1016. აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა კბილ თეთრი ბაგე ბადახში სახედავითა შავითა ცხენი გავქუსლე გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა შორს მნახეს ადრე გამექცეს ნავი მფრინველე ჩნდა ვითა

1017. მოეხვივნეს ერთმანერთსა გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი გაიყარნეს გაუყრელნი ძმად ფიცნი და ვითა ძმანი ფრიდონ დადგა ყმა წავიდა შემხედველთა მკვლელი ტანი

[წასლვა] ავთანდილისაგან ნესტანდარეჯანის საძებრად

1018. ყმა მიმავალი მიუბნობს მსგავსი მთვარისა სრულისა არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა იტყვის მოგშორდი — სიცრუვე ვაჲ საწუთროსა კრულისა — შენ გაქუს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა

1019. რად სიცხე გულსა ნიადაგ მწუავს გმირსა სამს ალებისა რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა არ შეუძლია ლახუარსა დაჩენა სამსა ლებისა შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა

1020. ავთანდილ მარტო ზღუის პირსა მივა ოთხითა მონითა წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა დღისით და ღამით მტირალი იღურების ცრემლთა ფონითა ჩალად უჩნს ყოვლი ქუჱყანა მისუჱ ჩალისა წონითა

1021. სადაცა ნახნის ეუბნის მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი კითხის მის მზისა ამბავი დღენი ვლნა გაასებულნი ქედსა გარდადგეს აქლემნი აუჩნდეს ლარკიდებულნი მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით სდგეს დაყმუნებულნი