... (Q-609), XIX ს.

1003. სიამოვნისა დარითა: იარეს არ სიძნელითა: მათი ბადრაგა ავთანდილ: უძღვის გულითა ქველითა: გამოჩნდა ნავი მეკობრე: დროშითა მეტად გრძელითა: მის ნავის ნავთა სალეწლად: სახნისი გია ძელითა:

1004. კიოდეს და მოდიოდეს: იზახდეს და ბუკსა ჰკრესა: შეუშინდა ქარავანი: მათ ლაშქართა სიდიდესა: ყმამან უთხრა ნუ იშიშვით: თქვენ ამათსა სიალფესა: ანუ დავხოც ამ ყველასა: ან სიკვდილი ჩემი დღესა:

1005. უგანგებოდ ვერას მიზმენ: შეცამებნენ ჴმელთა სპანი: განგებაა არ დავრჩები: ლახვარნია ჩემთვის მზანი: ვერ მიხსნიან ვერ ციხენი: ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი: ვინცა იცის ესე ასრე: ჩემებრვეა გულოვანი:

1006. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი: ხართ ომისაცა უმეცარნი: შორს ისრითა არ დაგხოცნენ: ჩაიხრჩენით თანა კარნი: მარტო მნახეთ ვით შევიბა: ვით ვიჴმარნე ლომნი მკლავნი: მეკობრესა ნავისანი: სისხლნი ნახოთ მონაღვარნი:

1007. ჩაიცვა ტანსა აბჯარი: ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა: მას ჴელთა კეტი რკინისა: ჰქონდა ჴელითა ცალითა: ნავისა თავსა გულითა: წადგა შიშ შეუალითა: ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა: მტერნი დაჴოცნა ჴმალითა:

1008. კიოდეს იგი ლაშქარნი: ხმა მათი არ გასწყდებოდა: აძგერეს ძელი რომელსა: ზედა სახნისი ჰგებოდა: ყმა ნავის თავსა უშიშრად: ქვე დგა არ თურე კრთებოდა: კეტი ჰკრა ძელი მოსტეხა: სხვად არად არ მოსტყდებოდა:

1009. ძელი მოსტეხა ავთანდილ: დარჩა ნავ დაულეწელი: შეშინდეს იგი ლაშქარნი: გზა ძებნეს გარდსახვეწელი: ვეღარ გარდესწრნეს გარდუხტა: მტერთა მი და მო მლეწელი: არ დარჩა კაცი ცოცხალი: მუნ მისგან დაუფრეწელი:

1010. მათ ლაშქართა გულ უშიშრად: ასრე ჰხოცდა ვითა თხასა: ზოგნი ნავსა შეანარცხის: ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა: ერთმანერთსა შემოსტყორცის: რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა: დამალულნი მკუდართა შუა: იმალვიან მალვენ ჴმასა:

1011. გაუმარჯვდა ომი მათი: ვითა სწადდა გულსა მისსა: ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: ნუ დაგუხოცო შენსა სჯულსა: არ დაჴოცნა დაიმონა: დარჩომოდა რაცა წყლულსა: მართლად იტყვის მოციქული: შიში შეიქს სიყვარულსა:

1012. კაცო ძალსა ნუ იკვეხი: ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრუალი: არას გარგებს ძლიერება: თუ არ შეგწევს ღ~თისა ძალი: დიდთა ხეთა მოერევის: მცირე დასწვავს ნაბერწკალი: ღ~თი გფარავს სწორად გაჰკვეთს: შეშა ვის ჰკრა თუნდა ჴრმალი:

1013. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი: მათეულნი დიდნი ნახნა: ნავი ნავსა შეატყუბნა: ქარავანსა დაუზახნა: უსამ ნახა მხიარულმან: გაეხარნეს არ იახნა: ჰკადრეს ხოტბა ქებად მისად: სასახავნი დიდნი სახნა:

1014. ავთანდილის მაქებელთა: ათასიმცა ენა უნდა: ვერცა მათ თქვეს ნაომრობა: როგორ ტურფად დაუშვენდა: ქარავანმან იზრიალა: თქვეს უფალო მადლი შენდა: მზემან შუქნი შემოგვადგნა: ღამე ბნელი გაგვითენდა:

1015. მოეგებნეს აკოცებდეს: თავსა პირსა ფერჴთა ჴელსა: ჰკადრეს ქება უსაზომო: მას ტურფასა საქებელსა: მისი ჭვრეტა გააშმაგებს: კაცსა ბრძენსა ვითა ჴელსა: შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი: ფათერაკსა ეზომ ძნელსა:

1016. ყმამან უთხრა მადლი ღ~თსა: შემოქმედსა არსთა მხედსა: ვისგან ძალნი ზეციერნი: გააგებენ აქა ქნადსა: იგი იქმან ყველაკასა: იდუმალსა ზოგსა ცხადსა: ხამს ყოვლისა დაჯერება: ბრძენი ჯერა მოწევნადსა:

1017. ღ~თნ სულსა ეგოდენსა: თქუენ გათნივა სისხლი თქვენი: მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი: თავით ჩემით რამცა ვჰქენი: აწ დავხოცენ მტერნი თქუენნი: გავასრულე რაცა ვჰთქვენი: ნავი სრულად საქონლითა: მამიღია ვითა ძღვენი:

1018. ამოა კარგსა მოყმესა: რა ომი გამარჯვებოდეს: ამხანაგთათვის ეჯობნოს: ვინცა მას თანა ხლებოდეს: მიულოცვიდენ აქებდენ: მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს: შვენოდეს დაკოდილობა: ცოტაი რამე ვნებოდეს:

1019. იგი ნავი მეკობრეთა: მას დღე ნახეს არა ხვალეს: მუნ დებულთა საჭურჭლეთა: ამარიმცა ვით დათვალეს: მათსა ნავსა გარდმოიღეს: ნავი სრულად გარდმოსცალეს: დალეწეს და ზოგი დაწვეს: შეშა დრამად არ გაცვალეს:

1020. ავთანდილს უსამ მოართვა: ვაჭართა შემოთვლილობა: შენგან ვართ გამაგრებულნი: ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა: რაცა გვაქვს იგი შენია: ამას არ უნდა ცილობა: რასაცა მოგვცემ გვიბოძე: გვიქნია აქა ყრილობა:

1021. ყმამან შესთვალა ჰე ძმანო: წეღანცა მოგისმენია: ღმერთსა შეესმა ნაკადი: რაცა თქუენ თვალთა გდენია: მან დაგარჩინნა მე რა ვარ: მე გლახ რა მამილხენია: რა გინდა მამცეთ რას ვაქნევ: მე ვარ და ჩემი ცხენია:

1022. მე თუცა რაცა მინდოდა: საჭურჭლე დასადებელი: ჩემსაცა მქონდა ურიცხვი: უსახო ლარ საგებელი: რას ვაქნევ თქვენსა რასგინდა: ოდენ ვარ თქვენი მხლებელი: სხვაგან რამე მიც სხვა საქმე: თავისა წასაგებელი: