... (H-302), 1803 წ.

1000. მჭურეტელთა მზე და მებრძოლთა, მჴეცი და ვითა ზარია, ბეჭდითურთ თითი მოჰკუეთა, ქუესკნელთ მიწათა გარია, ზღვათაკენ სარკმლთა, გასტყორცა ზღვისა ქვიშათა გარია, მისთვის არცა სად სამარე, არცა სათხარად ბარია-

1001. ჴმა მათისა დაჴოცისა, არ გაისმა არსით არა, წამოვიდა ყანდებრ ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა, ესე მიკვირს სისხლი, მისი ასრე ვითა მოიპარა, რომე წეღან წამოევლო, გზა იგივე წაიარა-

1002. რა ფატმანისსა შევიდა, ლომი მზე მოყმე წყლიანი, უბრძანა მოვჰკალ მან ყმამან, დღე ვეღარ ნახოს მზიანი, თჳთ მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღ~თიანი, აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქუს მე სისხლიანი-

1003. აწ მითხარ თუ რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად, რას გექადდა ისი კაცი, მესწრაფების მეტის მეტად, ფათმან ფერჴთა მოეხუია, არა ღირს ვარ პირსა ჭურეტად, გამიმრთელდა გული წყლული, ახლა დავჰსჯე ცეცხლთა შრეტად-

1004. მე და უსენი შვილითურთ, აწ ახლად დავიბადენით, ლომო ქებანი შენნიმცა, ჩვენ ვითა ვადიადენით, ვინათგან სისხლთა იმისთა, დაღვრანი დავიქადენით, თავითგან გითხრობ ყუელასა, თქუენ სმენად დაემზადენით-

ნესტან დარეჯანისაგან ამბის მბობა ფატმანისაგან ავთანდილის წინაშე

1005. ამა ქალაქსა წესია, დღესა მას ნავროზობასა, არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა, ყოველნი ჰსწორად დავიწყებთ, კაზმასა ლამაზობასა, დიდსა შეიქმენ მეფენი, პურობა დარბაზობასა-

1006. ჩვენ დიდ ვაჭართა ზედა გვაც, დარბაზს მიღება ძღუჱნისა, მათ საბოძვრისა ბოძება მართებს, მჰსგავსისა ჩვენისა, ათს დღემდის ისმის ყოველგან, ჴმა წინწილისა ებნისა, მაედანს მღერა ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა-

1007. ქმარი ჩემი დიდ ვაჭართა, წაუძღვების უსენ წინა, მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწუჱველი არათ მინა, დედოფალსა ძღუჱნსა უძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინა, დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარული მოვალთ შინა-

1008. დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღუჱნი ვსძღუჱნით, ჩვენ მივართვით მათ გვიბოძეს, ავავსეთ ავივსენით, ჟამიერად მხიარულნი, წამოვედით ნებით ჩვენით, კულავ დავჰსხედით გახარებად, მუნებურნი არ ვიყვენით-

1009. ბაღსა შიგან თამაშობად, საღამოსა გაველ ჟამსა, გავიტანე ხათუნები, მათი ჭმევა ჩემგან ჰჴამსა, მამყუებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ჴმასა, ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე თმასა-

1010. იქ ბაღსა შიგან ტურფანი, სახლნი ნატიფად გებულნი, მაღალნი ყოვლგნით მხედუჱლნი, ზღუას ზედან წაკიდებულნი, მუნ შევიყოლენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი, კულავ დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი-

1011. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან, უმასპინძლე ამოდ დურად, სმასა ზედა უმიზეზოდ, გავჴე რამე უგემურად, რა შემატყუჱს გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად, მარტო დავრჩი სევდა რამე, შემომექცა გულსა მურად-

1012. უკმოვახვენ სარკმელნი და, შევაქცივე თუალნი ზღუასა, ვიხედვიდი ვიქარვებდი, კაეშნისა ჩემგან ზრდასა, შორს აღმიჩნდა ცოტა რამე, მოცურვედა შიგან ზღვასა, ფრინუჱლად ვჰთქვი ანუ მჴეცად, სხვას ვამჰსგავსე მემცა რასა-

1013. მე შორიდამ ვერად ვიცან, მამეახლა იყო ნავი, ორთა კაცთა ტანად შავთა, თჳთ პირიცა ედგა შავი, იქით აქეთ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი, გამოიღეს გამიკვირდეს, იგი უცხო სანახავი-

1014. გამოზიდნეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა, მიიხედნეს მოიხედნეს, ვინ გვიჭურეტსო სადა ვინა, ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა, მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ ღებული ვიყავ შინა-

1015. მით ნავიდაღმან მათ რომე, გარდმოსვეს კიდობანითა, ვუჭვრეტდი ქალი გარდმოჴდა, უცხოთა რათმე ტანითა, თავსა რიდითა შავითა, ქუჱშეთ მოსილი მწუანითა, მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა-

1016. რა მობრუნდა ქალი ჩემკენ, შემოადგეს სხივნი კლდესა, ღაწვთა მისთა ელვარება, ელვარებდა ჴმელთა ზესა, დავიწუხენ თუალნი ყოლა, ვერ შევადგენ ვითა მზესა, უკმოვიხშენ კარი ჩემკენ, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა-

1017. მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი, უჩვენე ჰხედავთ ჲინდოთა, ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი, ჩაეპარენით ჩადითო ვარქუი, ნუ ჩქარად მხლტომელნი, მოგყიდონ ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მდომელნი-

1018. თუ არ მოგცენ ნუღა მიჰსცემთ, წაგვარეთ და დაჰჴოცენით, მოიყუანეთ ისი მთვარე, ჰქმენით კარგად ეცადენით, ჩემნი ყმანი ზედა დაღმე, ჩაეპარნეს ვითა ფრენით, დაევაჭრეს არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით-