... (Q-376), XIX ს.

1004. ზარი მის ყმისა გაყრისა, გახდა მიეცნეს წუხილსა. მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა. ჴმა ძახილისა მათისა, ჰგუანდა ჰაერთა ქუხილსა. იტყოდეს მზესა მოვშორდით, მო თუალნი მივჰსცეთ წუხილსა:-

1005. ქალაქი გავჰლეს მიჳდეს, პირსა დიდისა ზღვისასა. მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა. მუნ დაადენდეს ნაკადსა, სისხლისა ცრემლთა ტბისასა. ფრიდონ უამბობს ჰამბავსა, მის მნათობისა ტყვისასა:-

1006. აქა მათ ორთა მონათა, მზე მოიყუანეს ნავითა. კბილთეთრი ბაგე ბალახში, ტან ალვა თმითა შავითა. ცხენი გავქუსლე გავაგე, წაგურა ჴრმლითა და მკლავითა. შორს მნახეს ადრე გამექცნეს, ნავი მფრინველი ჰსჩნდა ვითა:-

1007. მოეხჳვნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღურანი. აკოცეს და გაუახლდეს, მათ ორთავე მათნი წუანი. გაიყარნეს გაუყრელნი, ძმადფიცნი და ვითა ძმანი. ფრიდონ დადგა ყმა წავიდა, შემხედუჱლთა მკულელი ტანი:-

წარსლუა ავთანდილისაგან ფრიდონიდამ ნესტან დარეჯანის საძებრად (32)

1008. ყმა მიმავალი მიუბნობს, მჰსგავსი მთუარისა სრულისა. არს თინათინის გონება, მისად სალხენლად გულისა. იტყჳს მოგშორდი სიცრუვე, ვაჲ საწუთროსა კრულისა. შენ გაქუს წამალი ჩემისა, მამრთელებელი წყლულისა:-

1009. რა სიცხე გულსა ნიადაგ, მჰწუავს გმირსა სამსალებისა. რად გული კლდისა ტინისა, შემჰქმნია სამ სალებისა. არ შეუძლიან ლახუარსა, დაჩენა სამსალებისა. შენხარ მიზეზი სოფლისა, ასე გასამსალებისა:-

1010. ავთანდილ მარტო ზღჳს პირსა, მივა ოთხითა მონითა. წამალსა ტარიელისსა, ეძებს ყოვლითა ღონითა. დღისით და ღამით მტირალი, იღურების ცრემლთა ფონითა. ჩალად უჩნს ყოვლი ქუჱყანა, მისუჱ ჩალისა წონითა:-

1011. სადაცა ნახნის ეუბნის, მგზავრნი ზღჳს პირსა რებულნი. ჰკითხის მის მზისა ჰამბავნი, დღენი ვლნა გაასებულნი. ქედსა გარდადგეს აქლემნი, იხილნეს ლარ კიდებულნი. მოქარავნენი ზღჳსპირსა, დაყრით ჰსდგეს შეჭმუნვებულნი:-

1012. მუნ ქარავანი ურიცხჳ, მისდგმოდა ზღჳსა კიდესა. შეიჭირვებდეს ჰსჭმუნვიდეს, ვერცა ჰსდგეს ვერცა ვლიდესა. ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა. ჰკითხა ვაჭარნო თქუჱ ვინ ხართ, მათ საუბარი ჰკიდესა:-

1013. უსამ იყო ქარავნისა, უხუცესი კაცი ჰბრძენი. მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქო ზნენი. ჰკადრა მზეო შენ აღმოხე, სიცოცხლე და ჩუჱნი მლხენი. ჩამოჴე და მოგახსენოთ, ჰამბავი და საქმე ჩუჱნი:-

1014. გარდახდა ჰკადრა ჩუჱნ ვართო, მობაღდადენი ვაჭარნი. მაჰმადის რჯულის მჭირავნი, აროდეს გჳსვამნ მაჭარნი. ზღუათა მეფისა ქალაქსა, სავაჭროდ გარდმონაჭარნი. საქონელ სრულნი მდიდარნი, არ ლარნი გუაქუან ნაჭარნი:-

1015. ჩუჱნ აქა ვჰპოეთ ზღჳს პირსა, კაცი უსულო მდებარე. უშუჱლეთ ენა მოეცა, სიტყჳსა გამომგებარე. ვჰკითხეთ ღარიბო სით ვინ ხარ, და რასა საქმისა მდებარე. გვითხრა თუ შეხუალთ დაგხოცენ, კიდე ვჰსცოცხალვარ მე ბარე:-

1016. ჰსთქუა ქარავანი ეგიპტით, გამოვემართეთ ერითა. ზღუასა შევედით ტჳრთულნი, ლარითა მრავალფერითა. მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს, ძელის სახნისის წუჱრითა. ყუჱლაი წახდა არ ვიცი, აქა მოვსულვარ მე რითა:-

1017. ლომო და მზეო ესეა, მიზეზი აქა დგომისა. დაბრუნებითა გვეცემის, ზიანი ას საზომისა. შეჳდეთ ვა თუ დაგვჴოცონ, ძალი არა გუაქუს ომისა. ვერ ვჰსდგავართ ვერცა წავჰსულვართ, ღონე წაგვსვლია ჰრჩომისა:-

1018. ყმამან უთხრა ვინცა ჰსჭმუნავს, ცუდია და ცუდად ჰსცდების. რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცდების. მე მიჳნდობ სისხლთა თქუჱნთა, მას ვჰყოფ რაცა თქუჱნ მოგიხდების. ვინცა გებრძჳსთ მჰბრძოლი თქუჱნი, ჩემის ჴრმლითა მოცაკუდების:-

1019. მოქარავნენი აღივსნეს, სიხარულითა დიდითა. ჰსთქუჱს ყმა ვინმეა ჭაბუკი, არ ჩვენებრივე რიდითა. აქუს თავისაგან იმედი, ვიყუნეთ გულითა მჰშჳდითა. შეჳდეს ჩაჰსხდეს ჴომალდსა, გამართეს ზღჳსა კიდითა:-

1020. სიამოვნისა დარითა, იარეს არ სიძნელითა. მათი ბადრაგა ავთანდილ, უძღჳს გულითა ქუჱლითა. გამოჩნდა ნავი მეკობრე, დროშითა მეტად გრძელითა. მის ნავის ნავთა სალეწლად, საჴნისი ჰგია ძელითა:-

1021. კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა. შეუშინდა ქარავანი, მათ ლაშქართა სიდიდესა. ყმამან უთხრა ნუ იშიშჳთ, თქუჱნ იმათსა სიმრავლესა. ანუ დავჴოც ყოველთავე, ან სიკუდილი ჩემი დღეს ა:-

1022. უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებნენ ჴმელთა სპანი. განგებაა არ დავჰრჩები, ლახუარნია ჩემთჳს მზანი. ვერ მიხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყუასნი ვერცა ძმანი. ვინცა იცის ესე ასე, ჩემებრუჱ არს გულოვანი:-