... (S-2781), XIX ს.

983. ცხენთა შესხდეს გაემართნეს ფრიდონისსა მივლენ სრასა დაიშალა ნადირობა მოეშალნეს მხეცთა სრუასა ავთანდილის ჭურეტად სპანი იქიაქათ იქმან ჯრასა სთქვეს ასეთი ხორიცელი შეუქმნია ნეტარ რასა

984. ყმა ფრიდონს ეტყვის ისწრაფვი ვიცი ამბისა თხრობასა გიამბო ვინ ვარ სით მოვალ ვინადგან ლამი ცნობასა ანუ სით ვიცნობ ტარიელს ანუ რად ვიტყვი ძმობასა იგი ძმად მიხმობს ძმა ხარო თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა

985. მე ვარ ყმა როსტან მეფისა მოყმე არაბეთს ზრდილობით დიდი სპასპეტი სახელად მიხმობენ ავთანდილობით ძე დიდებულთა დიდგვართა ზრდილი მეფეთა შვილობით საკრძალავი და უკადრი მყოფი არვისგან ცილობით

986. დღესა ერთსა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდა მინდორს ვნახეთ ტარიელ ცრემლთა ღვრიდა ველთა რწყვიდა გაგვიკვირდა გვეუცხოვა ვაწვიეთ და არ მოვიდა ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა

987. მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა მან უჭირველად დახოცნა ომი არ მისჭირდებოდა ზოგსა მხართეძო დალეწნა და ზოგსა სული ხდებოდა მუნღა სცნეს ეტლი მთუარისა რომე არ დაბრუნდებოდა

988. მან სპათაგან ვერ შეპყრობა სცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა თჳთ შესხდეს და შეუტიეს ამაყთა და არას მკრთალთა რა ტარიელ მეფე იცნა მუნღა რიდა მისთა ძალთა ცხენსა მისცნა სადავენი დაგვეკარგა წინა თვალთა

989. ვსძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ დავსწამეთ ეშმაურობა მეფე დაჭმუნდა დაშალა სმა ნადიმობა პურობა მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა არდასტურობა გამოვიპარე საძებრად მწვიდა ცეცხლი და მურობა

990. იგი ვსძებნე წელსა სამსა არ ვიამე არცა ძილი მათ მასწავლეს ხატაველნი ვნახენ მისგან დაკოდილი ვპოვე ვარდი მოყვითანო შუქმკრთალი და ფერმიხდილი შემიტკბო და შემიყვარა ვითა ძმა და ვითა შვილი

991. ქუაბნი დევთათვის წაუხმან სრულად გამესისხლებია მუნ ასმათ ახლავს მარტოსა სხუა არვინ უახლებია მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს არახალ არახლებია ვაი მართებს მისსა გაყრილსა შავი ხლა თავსა ჰხლებია

992. ქალი მარტო ქუაბსა შიგან ზის მტირალი ცრემლნაწთომი ყმა ნადირსა უნადირებს ლომის ლეკვსა ვითა ლომი მიართვამს და აგრე არჩენს იგი ერთგან ვერდამდგომი მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი

993. მე უცხოს უცხო მანატრა მოსმენა სანატრელისა მითხრა ამბავი მისი და თვისისა სასურველისა რა ჭირნი დასთმნა ვერ იტყვის აწ ენა ესე ჴელისა კლავს სურვილი და ვერჭვრეტა მისისა დამმარხველისა

994. ვითა მთვარე დაუდგრომლად იარების არ დადგების მასვე ცხენსა შენეულსა ზის აროდეს გარდახდების არას ნახავს პირმეტყველსა ვით ნადირი კაცთა კრთების ვა მე მისსა მგონებელსა ვა მას ვინცა მისთვის კვდების

995. მის ყმისა ცეცხლი მედების ვტირი ცრემლითა ცხელითა შემებრალნეს და გავშმაგდი გავხე გულითა ხელითა მამინდა მისთა წამალთა ძებნა ზღვითა და ხმელითა შევიქეც ვნახენ მეფენი მყოფნი გულითა ბნელითა

996. დავეთხოვე და გამიწყრა მეფე მიეცა ჭმუნვასა დავყარენ ჩემნი ლაშქარნი მით იძახიან მუნ ვასა გამოვეპარე დავეხსენ სისხლისა ცრემლთა წურვასა აწ ვეძებ მისთა წამალთა ვიქმ იქითაქათ ბრუნვასა

997. შენი მან მითხრა ამაბავი მისგან ძმობისა შენისა აწ მიპოვნიხარ უებრო შენ საქებელი ენისა გამომირჩიე სით მიჯობს ძებნა მის მზისა ზენისა მისთა მჭურეტელთა ლხინისა ვერ მჭურეტთა ამაზრზენისა

998. აწ ფრიდონ იწვის სიტყვითა მის ყმისა ნაუბარითა ორნივე სწორად მოსთქმიდეს მოთქმითა საქებარითა გულამოსკუნილნი გულითა ტირან ვერდამთმობარითა მუნ ვარდსა წყლითა ცხელითა რწყვენ ტევრთა საგუბარითა

999. ლაშქართა შიგან შეიქმნა ხმა ტირილისა დიდისა ზოგთაგან ხოკა პირისა ზოგთაგან სრევა რიდისა ფრიდონ ტირს მოთქვამს ხმა მაღლად გაყრილი წლისა შვიდისა უხანობა და სიცრუე ვა საწუთროსა ფლიდისა

1000. ფრიდონ მოსთქუამს რა შეგასხათ ვერსაქებო ვერსათქმელო ხმელთა მზეო სამყაროსა მზისა ეტლთა გარდამსხმელო მოახლეთა სალხინოო სიცოცხლეო სულთა მდგმელო ცისა ეტლთა სინათლეო დამწველო და დამანთქმელო

1001. რა მოგეშორვე მას აქათ სიცოცხლე მამძულვებია თუცა შენ ჩემად არა გცალს მე შენთვის მომსურვებია შენ უჩემობა ლხინად გიჩნს მე დია მიმჭირვებია ოხერ სიცოცხლე უშენოდ სოფელი გამარმებია

1002. ფრიდონ სთქუა ესე სიტყვანი მოთქმითა შვენიერითა სული დაიღეს დადუმდეს მივლენ არ თურე მღერითა ავთანდილ მჭურეტთა აშვენებს ტურფითა აერფერითა მელნისა ტბათა მიჯარვით ჰბურავს გიშრისა ჭერითა