... (H-403), 1818 წ.

983. მოეხვივნეს ერთმანერთსა: უცხოობით არ დარიდონ჻ თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და: მოეწონა ყმასა ფრიდონ჻ რა მჭვრეტელთა იგი ნახონ: მზე მათთანა გააფლიდონ჻ მამკალ ბაზარს სხვა მათებრივ: ივაჭრონ რა ანუ ჰყიდიონ჻

984. ფრიდონისებრნი მოყმენი: ვინმცა ვით ვინ ეგებიან჻ მაგრა მას ახლვან ქებანი: მართ მეტი არ მიხვდებიან჻ მზე უჩინო იქს მნათობთა: რა ახლოს შეიყრებიან჻ დღისით ვერ ნათობს სანთელი: და ღამით შუქნი ჰკრთებიან჻

985. ცხენთა შესხდეს გაემართნეს: ფრიდონისსა მივლენ სრასა჻ დაიშალა ნადირობა: მოეშალნეს მჴეცთა სრვასა჻ ავთანდილის ჭვრეტად სპანი: იქი აქათ იქმან ჯრასა჻ თქუეს ასეთი ჴორიცელი: შეუქმნია რაგვარ რასა჻

986. ყმა ფრიდონს ეტყჳს ისწრაფი: ვიცი ამბისა თხრობასა჻ გიამბო ვინ ვარ სით მოვალ: ვინადგან ლამი ცნობასა჻ ანუ სით ვიცნობ ტარიელს: ანუ რად ვიტყჳ ძმობასა჻ იგი ძმად მიჴმობს ძმა ხარო: თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა჻

987. მე ვარ ყმა როსტან მეფისა: მოყმე არაბეთს ზრდილობით჻ დიდი სპასპეტი სახელად: მიჴმობენ ავთანდილობით჻ ძე დიდებულთა დიდ გუართა: ზრდილი მეფეთა შვილობით჻ საკრძალავი და უკადრი: მყოფი არვისგან ცილობით჻

988. დღესა ერთსა მეფე შეჯდა: ნადირობას გამოვიდა჻ მინდორს ვნახეთ ტარიელი: ცრემლთა ღვრიდა ველთა რწყვიდა჻ გაგვიკვირდა გვეუცხოვა: ვაწვიეთ და არ მოვიდა჻ ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით: მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა჻

989. მეფემან სპანი შეპყრობად: შეუზახნა და სწყრებოდა჻ მან უჭირველად დაჴოცა: ომი არ მისჭირდებოდა჻ ზოგსა მჴარ თეძო დალეწა: და ზოგთა სული ხდებოდა჻ მუნღა ცნეს ეტლი მთვარისა: რომე არ დაბრუნდებოდა჻

990. მან სპათაგან ვერ შეპყრობა: ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა჻ თვით შესხდეს და შეუტივეს: ამაყთა და არას მკრთალთა჻ რა ტარიელ მეფე იცნა: მუნღა დაჰკრთა მათთა ჴრმალთა჻ ცხენსა მისცნა სადავენი: დაგვეკარგა წინა თვალთა჻

991. ვძებნეთ და კვალი ვერ ვჰპოვეთ: დავჰწამეთ ეშმაურობა჻ მეფე დაჭმუნდა დაშალა: სმა ნადიმობა პურობა჻ მე ვეღარ გავსძელ მისისა: ამბისა არ დასტურობა჻ გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა჻

992. იგი ვძებნე წელსა სამსა: არ ვიამე არცა ძილი჻ მათ მასწავლეს ხატაველნი: ვნახენ მისგან დაკოდილი჻ ვჰპოვე ვარდი მოყჳთანე: შუქ მკრთალი და ფერ მიხდილი჻ შემიტკბო და შემიყუარა: ვითა ძმა და ვითა შვილი჻

993. ქვაბნი წაუხმან დევთათვის: სრულად გამესისხლებია჻ მუნ ასმათ ახლავს მარტოსა: სხვა არვინ უახლებია჻ მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს: არ ახალ არ ახლებია჻ ვაი მართებს მისსა გაყრილსა: შავი ხლა თავსა ხლებია჻

994. ქალი მარტო ქვაბსა შინა: ტირს მტირალი ცრემლ ნაწთომი჻ ყმა ნადირსა უნადირებს: ლომის ლეკვსა ვითა ლომი჻ მიართვამს და იმით არჩენს: იგი ერდგან ვერ დამდგომი჻ მისგან კიდე სანახავად: არა უნდა კაცთა ტომი჻

995. მე უცხოს უცხო მანატრა: მოსმენა სანატრელისა჻ მითხრა ამბავი მისი და: მისისა სასურველისა჻ რა ჭირნი დასთმნა ვერ იტყვის: აწ ენა ესე ჴელისა჻ ჰკლავს სურვილი და ვერ ნახვა: მისისა სასურველისა჻

996. ვითა მთვარე დაუდგრომლად: იარების არ დადგების჻ მასვე ცხენსა შენეულსა: ზის აროდეს გარდაჴდების჻ არას ნახავს პირ მეტყველსა: ვით ნადირი კაცთა ჰკრთების჻ ვა მე მისსა მგონებელსა: ვაი მას ვინცა მისთვის კვდების჻

997. მის ყმისა ცეცხლი მედების: დამწვა ცეხლითა მისითა჻ შემებრალნეს და გავშმაგდი: გავჴე გულითა ხელითა჻ მამინდა მისთა წამალთა: ძებნა ზღვითა და ჴმელითა჻ შევიქეც ვნახენ მეფენი: მყოფნი გულითა მქისითა჻

998. დავეთხოვე და გამიწყრა: მეფე მიეცა ჭმუნვასა჻ დავჰყარენ ჩემნი ლაშქარნი: მით იძახიან მუნ ვასა჻ გამოვეპარე დავეხსენ: სისხლისა ცრემლთა წურვასა჻ აწ ვეძებ მისთა წამალთა: ვიქ იქით აქათ ბრუნვასა჻

999. შენი მან მითხრა ამაბავი: მისგან ძმობისა შენისა჻ აწ მიპოვნიხარ უებრო: შენ საქებელი ენისა჻ გამომირჩიე სით მიჯობს: ძებნა მის მზისა ზენისა჻ მისთა მჭვრეტელთა ლხინისა: ვერ მჭვრეტთა ამაზრზენისა჻

1000. აწ ფრიდონ იტყჳს სიტყვითა: მის ყმისა ნაუბარითა჻ ორნივე სწორად მოსთქმიდეს: მოთქმითა საქებარითა჻ გულ ამოსკვნილნი გულითა: ტირან ვერ დამთმობარითა჻ მუნ ვარდსა წყლითა ცრემლითა: ჰრწყვენ ტევრთა საგუბარითა჻

1001. ლაშქართა შიგან შეიქმნა: ჴმა ტირილისა დიდისა჻ ზოგთაგან ხოკა პირისა: ზოგთაგან სრევა ქედისა჻ ფრიდონ ტირს მოთქვამს ჴმა მაღლად: გაყრილი წლისა შვიდისა჻ უხანობა და სიცრუე: ვაი საწუთროსა ფლიდისა჻

1002. ფრიდონ მოსთქვამს რა შეგასხათ: ვერ საქებო ვერ სათქმელო჻ ჴმელთა მზეო სამყაროსა: მზისა ეტლთა გარდამხმელო჻ მოახლეთა სალხინოო: სიცოცხლეო სულთა მდგმელო჻ ცისა ეტლთა სინათლეო: დამწველო და დამანთქმელო჻