... (H-302), 1803 წ.

981. მას ღამითუჱ საწვეველი, რა მიართვეს წიგნი ყმასა, შეღამდა და წაცავიდა, სხუა ემთხვია მონა გზასა, ამას ღამე ნუ მოხუალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა, მას ეწყინა არ დაბრუნდა, ჰსთქუა თუ გავსო ეგე რასა-

982. წვეული აღარ დაბრუნდა, კვლავ ზევე უკუწუევითა, ფატმან ჰზის წყენით შევიდა, ავთანდილ მარტო ხე ვითა, დიაცსა წყენა შეატყო, ნახა რა წარსდგა მხნევითა, არ დაიჩნივა ლომ გულმან, თვით ფატმანისა თნევითა-

983. ერთგან დასხდეს და დაიწყეს, კოცნა ლაღობა წყლიანი, შემოდგა კარსა ყმა ვინმე, კეკლუცი ტან ნაკვთიანი, შემოვჰლო ახლოს შემოჰყვა, მონა ჴრმალ დარაკიანი, დაჰკრთა რა ნახა ავთანდილ, ჰგავსო თუ გზაა კლდიანი-

984. ფატმან რა ნახა შეშინდა, მისუჱ მიეცა ძრწოლასა, მან გაკვირვებით უჭურიტა, მათსა ლაღობა წოლასა, უთხრა არ გიშლი დიაცო, ფერთა მი და მო კრთომასა, გამითენდების განანებ, მაგა მოყმისა ყოლასა-

985. გამკიცხე ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრამ ჰსცნობ ხვალე პასუხსა, მაგა საქმისა მზღუჱველად, ვარ შენთა შვილთა შენითა, ძაღლთ კბილითა დამაჭმეველად, დავშალო წვერსა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად-

986. ესე ჰსთქუა და კაცმან წვერთა, მოიზიდნა გავლნა კარნი, ფატმან შექმნა თავის ცემა, ღაწუნი ესხნეს ნახოკარნი, ცრემლთა მისთა შეეყარნეს, წყაროსებრნი ისმნეს წკარნი, ჰსთქუა დამქოლეთ მოდით ქვითა, მამადეგით მამაკარნი-

987. მოჰსთქუამს მოვჰკალ ჰაი ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი, იავარ ვჰყავ საქონელნი, უსახონი თუალნი თლილნი, გავეყარე საყვარელთა, ვა გამზრდელნი ვა გაზრდილნი, ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა, სიტყუანია ჩემნი წბილნი-

988. ამას ყუჱლასა ავთანდილ, ისმენდა გაცბუნვებული, უბრძანა რა გჭირს რას იტყჳ, რასთვის ხარ აგრე ვებული, რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული, დადუმდი მითხარ ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული-

989. დიაცმან უთხრა ჱე ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა, ნურას ნუ მჰკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა, დავჰჴოცენ შვილნი ჴელითა, მით ვარ აღარას ლხენითა, თავი მოვიკალ უთმინოდ, სიყუარულითა შენითა-

990. ესე გუარი დია მიხვდეს, სიტყვა მცდარსა ენამეტსა, ხუაშიადის ვერ დამალავს, უჭკუოსა შმაგსა რეტსა, ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭურეტსა, მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს, თავისისა სისხლის მხვრეტსა-

991. ორისაგან ერთი ჰქენით, ამის მეტსა ნუღარ ჰლამით, მოვითაჰკლავ იმა კაცსა, წადი მოჰკალ მალვით ღამით, მე და სრულად სახლი ჩემი, დახოცასა დაგვხსენ ამით, მოვალ გითხრობ ყუჱლაკასა, მოვითმითხარ ცრემლთა ლამით-

992. თუარა ღამითუჱ ტვირთები, შენი წაიღე ვირითა, დააგდე ჩემი მიდამო, სხუაგან მიკრიფე მირითა, ვეჭუ რომე ჩემთა ცოდვათა, შენცა აგავსონ ჭირითა, თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა-

993. რა ესე ესმა ავთანდილს, ლაღსა ბუნება ზიარსა, ადგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მჴნე არსა, ამა საქმისა ვერ ცნობა, ჰსთქუა ჩემი სიძუნტე არსა, ნუ ეჭუ სულ დგმულსა მისებრსა, სხუა არცა მისებრი არსა-

994. ფატმანს უთხრა კაცი მომეც, მასწავლელად წინამძღუარად, გზასა მართლად წამიყვანოს, თუარა მეშვლად მინდა არად, იმა კაცსა ვერა ვჰხედავ, მეომრად და ჩემად დარად, რასაც უზამ მოგახსენებ, მამიცადე იყავ წყნარად-

995. მას მისცა მონა დიაცმან, წინამძღურად წაცამყვანებლად, კულავე შეჰყივლა ვინათგან, ცეცხლია ცხელი ანელად, თუ მოვითაჰკლა იგი ყმა, ჩემად გულისა მფხანელად, ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად-

996. ავთანდილ გავლო ქალაქი, მით უებროთა ტანითა, ზღვის პირსა სახლი ნაგები, დგა ქვითა წითელ მწუანითა, ქუჱშეთკენ სრითა ტურფითა, კულავ ზედათ ბანის ბანითა, დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანის თანითა-

997. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ, მას მისსა წინამძღომელსა, ჴმა მდაბლად ჰკადრებს, იგია სრა მისი ეძებ რომელსა, უჩვენებს ეტყვის ხედაო, ბანსა ზედა ქუე მდგომელსა, იქი ჰსწევს ძილად იცოდი, ანუ ქუე ჰპოვებ მჯდომელსა-

998. კარსა წინა დარაჯანი, ორნი უწუჱს მას გლახ ყმასა, ყმა ავიდა გაეპარა, დააგდებდეს ვირე ჴმასა, თვთო ჴელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ჴდასა, თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა-

ავთანდილისაგან ჩაჩნაგირისა და ორის მისის დარაჯათ დაჴოცვა

999. იგი ყმა საწოლს მარტო წვა, გულითა ჯავრიანითა, ჴელ სისხლიანი ავთანდილ, შედგა ტანითა ჯანითა, ვერღა აასწრა იდუმალ, მოკლა ვერცა თუ ვცანითა, ჴელი მოჰკიდა მიწასა, დაასკუნა დაკლა დანითა-