... (Q-376), XIX ს.

984. ვითა მთუარე დაუდგრომლად, იარების არ დადგების. მასუჱ ცხენსა შენეულსა, ჰზის აროდეს გარდახდების. არას ნახავს პირმეტყუჱლსა, ვით ნადირი კაცთა ჰფრთხების. ვამე მისსა მგონებელსა, ვა მას ვინცა მისთჳს ჰკუდების:-

985. (ა)მის ყმისა ცეცხლი მედების, ვიწჳ ცეხლითა ცხელითა. (გ)მამინდა მისთა წამალთა, ძებნა ზღჳთა და ჴმელითა. (დ)შეჳქეც ვნახენ მეფენი, მყოფნი გულითა ბნელითა. (ბ)შემებრალნეს და გავშმაგდი, გავხე გულითა ხელითა:-

986. დავეთხოვე და გამიწყრა, მეფე მიეცა ჭმუნვასა. დავჰყარენ ჩემნი ლაშქარნი, მით იძახიან მუნ ვასა. გამოვეპარე დავეხსენ, სისხლითა ცრემლთა წურვასა. აწ ვეძებ მისთა წამალთა, ვიქ იქით აქეთ ბრუნვასა:-

987. შენი მან მითხრა ჰამაბაჳ, მისგან ძმობისა შენისა. აწ მიპოვნიხარ უებრო, შენ საქებელი ბრძენისა. გამომირჩივე სით მიჯობს, ძებნა მის მზისა ზენისა. მისთა მჭურეტელთა ლხინისა, ვერ მჭურეტთა ამაზრზენისა:-

988. აწ ფრიდონ იწჳს სიტყთა, მის ყმისა ნაუბარითა. ორნივე სწორად მოსთქმიდეს, მოთქმითა საქებარითა. გულამოსკუნილნი გულითა, ტირან ვერ დამთმობარითა. მუნ ვარდსა წყლითა ცრემლითა, რწყუჱნ ტევრთა საგუბარითა:-

989. ლაშქართა შიგან შეიქმნა, ჴმა ტირილისა დიდისა. ზოგთაგან ხოკა პირისა, ზოგთაგან ცრემლი მიდისა. ფრიდონ ჰსტირს მოჰსთქუამს, ჴმამაღლად გაყრილი წლისა შჳდისა. უხანობა და სიცრუე, ვა საწუთოსა ფლიდისა:-

990. ფრიდონ მოჰსთქუამს რა შეგასხათ, ვერ საქებო ვერ სათქმელო. ჴმელთა მზეო სამყაროსა, მზისა ეტლით გარდამხმელო. მოახლეთა სალხინოო, სიცოცხლეო სულთა მდგმელო. ცისა ეტლთა სინათლეო, დამწუჱლო და გლახ დამთქმელო:-

991. რა მოგეშორვე მას აქათ, სიცოცხლე მამძულვებია. თუცა შენ ჩემად არა გცალს, მე შენთჳს მამსურვებია. შენ უჩემობა ლხინად გიჩნს, მე დია მიმჭირვებია. ოჴერ სიცოცხლე უშენოდ, სოფელი გამარმებია:-

992. ფრიდონ ჰსთქუა ესე სიტყუანი, მოთქმითა შუჱნიერითა. სული დაიღეს დადუმდეს, მივლენ არ თურე მღერითა. ავთანდილ მჭურეტთა აშუჱნებს, ტურფითა ჰაერ ფერითა. მელნისატბათა მიჯარვით, ბურავს გიშრისა ჭერითა:-

993. ქალაქს შეჳდეს მუნ დაჰხუდათ, სრა სრული სამკაულითა. საჴელმწიფოთა ყოვლითა, განგება არ ნაკლულითა. მონანი ტურფად მოსილნი, წესითა იყუნენ სრულითა. შეფრფინვიდიან ავთანდილს, გულითა სულ წასულითა:-

994. შევიდნენ და დიდი შეჰქმნეს, ჯალაბობა არ ხალვათი. იქით აქათ დიდებულნი, ჩარიგებით ათჯერ ათი. თჳთ ორნივე ერთგან დაჰსხდეს, ვინცა ვინ ჰსთქუა ქება მათი. ბროლ ბალახშსა აშვენებდა, ზოგან მინა ზოგან სათი:-

995. დაჰსხდენ შეიქნა პურობა, გაამრავლებდენ მახალსა. უმასპინძლებდეს ავთანდილს, ვითა მძახალი მძახალსა. მოიღებდიან ჭურჭელსა, ტურფასა ახალ ახალსა. მაგრამ მის ყმისა მჭურეტელთა, გული მიეცა გლახ ალსა:-

996. მას დღეს ჰსუჱს ჭამეს გარდახდა, ნადიმი მსმელთა დასისა. გათენდა ჰბანეს ავთანდილ, რიცხჳ ძეს მუნ ატლასისა. შესამოსელი შემოსეს, დრაჰკნისა ბევრ ათასისა. შეარტყეს წელთა სარტყელი, დაუდებელი ფასისა:-

997. ყმამან დაჰყუნა დღენი რამე, თუცა ყოვნას ვერა ჰსთმობდა. ფრიდონს თანა ნადირობად, გავიდის და თამაშობდა. ჰსწორად ჰჴოცდა შორს და ახლოს, თუ რას ჴელსა მიაპყროდა. მისი ჰსროლა მშჳლდოსანსა, ყუჱლაკასა აწბილობდა:-

998. ყმა ფრიდონს ეტყჳს გესმოდეს, ჩემი აწ მონახსენები. მე თქუჱნი გაყრა სიკუდილად, მიჩანს მით თავსა ვევნები. მაგრამ არა მცალს დღე კრულსა, ცეცხლი მწუავს ზედიზედები. გზა გრძელი საქმე სასწრაფო, მიძს ამად ხერ ვიყოვნები:-

999. მართალარს შენი გამყრელი, თუალით თუ ცრემლსა ღურიდესა. დღეს წარსლუა არა დავშალო, ცეცხლი რაზომცა მწჳდესა. დგომა მგზავრისა ცთომაა, კარგსა იქს თავსა ჰსწურთნიდესა. სადა გინახავს იგი მზე, წამომყევ მის ზღჳს კიდესა:-

1000. ფრიდონ უთხრა დასაშლელი, ჩემგან სიტყუა არ გეთხრობის. ვიცი რომე აღარა გცალს, შენ ლახუარი სხვა გესობის. წადი ღ~თი გიწინამძღურებს, შენი მტერი დაემხობის. მაგრამ ჰბრძანე უშენობა, ჩემგან ვითა დაითმობის:-

1001. ამას გკადრებ არ ეგების, მარტოსაგან წასულა შენი. თანა ყმათა წამოგატან, იმსახურე იახლენი. აბჯარი და საქონელი, ერთი ჯორი ერთი ცხენი. არ წაიტან გაირჯები, ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი:-

1002. მოასხნა ოთხნი მონანი, მისანდობელნი გულითა. სრული აბჯარი საგმირო, ქაფითა საბარკულითა. სამოცი ლიტრი წითელი, აწონით არ ნაკლულითა. ერთი ტაიჭი უებრო, მით უნაგრითა სრულითა:-

1003. ერთსა ჯორსა წჳვმაგარსა, საგებელი აუკიდა. წაჳდა და ფრიდონ შეჯდა, მასთანავე გამოვიდა. აწ გაყრისა მომლოდნესა, ედებოდა ცეცხლი ჰსწვიდა. მოჰსთქუამს თუმცა მზე გვიახლა, ჩუჱნ ზამთარი ვერ დაგვზვრიდა:-