... (S-2781), XIX ს.

963. მათ მოახსენეს ტურფაო სახით და ანაგებითა გვეუცხოვე და გვეკეთე მით გკადრებთ სიტყუას ქებითა აქამდის მზღუარი თურქთაა მოზღვრეა ფრიდონ მზღვრებითა ჩვენცა მისნი ვართ გიამბობთ თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა

964. ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა მოყმე მხნე უხვი ძლიერი ფიცხლად მომხლტომი ცხენისა ვნება არავის არ ძალუც მის მზისა ოდნად მშვენისა იგია ჩვენი პატრონი მსგავსი ცით შუქთა მფენისა

965. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო კარგთა კაცთა გარდგეკიდე მე მეფესა თქვენსა ვეძებ მასწავლეთ თუ სით წავიდე რა ვიარო ოდეს მივალ ან გზასა აქუს რა სიდიდე მენავეთა უწინამძღვრეს არ დააგდეს გზამდის კიდე

966. მოახსენეს ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი მშვილდფიცხელი მასხვილხრმალი აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო ფერად ლალი რად დაგვწვენ უცხომ უცხო რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი

967. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო რად ხართ ჩემთვის გულმოკლულნი თქვენმცა მაშინ ვენახენით ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით ჩვენგან სხდიან მხიარულნი ანუ ეგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერნაკლულნი

968. იგინი შორდეს დაბრუნდა ყმა გზასა თავის წინასა ვისი გავს ტანი საროსა და ვისი გული რკინასა მიაცორვებს და მიუბნობს მოსთქუამს მისსავე ლხინასა ნარგიზნი ქუხან ცრემლსა წვიმს ჩარცხის ბროლსა და მინასა

969. ვინცა გზას ნახნის უცხონი მსახურებდიან სმობდიან მოვიდოდიან საჭურეტლად მას ზედა სტრფიალობდიან ეძნელებოდის გაშვება გაყრასა ძლივ დასთმობდიან გზის ყოლაუზი მისციან კითხის რა უამბობდიან

970. მულღაზანზარს მიეახლა ადრე დალევს გზასა გრძელსა მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა გუანდეს მსრველსა ყოვლგნით ალყა შემოეკრა მოსდგომოდეს გარე ველსა ისურიან და იზახიან მხეცთა სჭრიან ვითა მჭელსა

971. კაცი ემთხვია მას კითხა ამბავი მის ლაშქარისა უბრძანა ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა მან უთხრა ფრიდონ ჴელმწიფე მეფე მულღაზანზარისა იგი ნადირობს შეუკრავს ნაპირი ველშამბნარისა

972. მათ ლაშქართაკენ წავიდა მით უსახოთა ქცევითა გამხიარულდა შუენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა მისთა გამყრელთა დააზრობს შემყრელთა დასწუავს მზე ვითა ხილუვა მჭვრეტელთა ახელებს ტანი ლერწამობს რხევითა

973. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გარდმოფრინდა ყმამან ცხენი წეუტია გაამაყდა არ შეშინდა შესტყორცნა და ჩამოაგდო დაეცა და სისხლი სდინდა გარდახდა და ფრთენი დასჭრა წყნარად შეჯდა არ აქშინდა

974. იგი რა ნახეს მესროლთნი სროლასა მოეშლებოდეს ალყა დაშალეს მოვიდეს მოეხვეოდეს ბნდებოდეს იქით და აქეთ უვლიდეს ზოგნი უკანა ჰყვებოდეს ვერცა კადრებდეს ვინ ხარო ვერცა რას ეუბნებოდეს

975. მინდორსა შიგან გორი სდგა ფრიდონ მას ზედა დგებოდა ღირსნი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ხლებოდა მისკენ მიმართა ავთანდილ მას თანა ყოლბი ყვებოდა ფრიდონს უკვირდა რა ქმნესო მისთა სპათათვის წყრებოდა

976. ფრიდონ მონა გამოგზავნა წა ნახენო ისი სპანი რა ქმნეს ალყა რად დაშალეს სად წადიან ვითა ბრმანი მონა ფიცხლავ მოეგება ნახა სარო მორჩი ტანი დადგა თვალნი გაურეტდეს დაავიწყდეს სიტყვის თქმანი

977. ავთანდილ სცნა თუ ისია მოამბედ ჩემად რებული უთხრა არქუი შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული ვარ უცხო ვინმე ღარიბი საყოფთა მოშორვებული ძმადფიცი ტარიელისი თქვენს წინა მომგზავრებული

978. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად უთხრა მზე ვნახე მოსრული სჩანს მანათობლად დღისისად ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ თუ ბრძენთა ნახონ ისი სად ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად

979. რა ტარიელ მოისმინა ფრიდონს ჭირი უსუბუქდა თვალთათ ცრემლნი გარდმოსცვივდეს გული უფრო აუჩუქდა მონაქროლმან ვარდი დაზრა წამწამთაგან ბუქი ბუქდა შეიყვარნეს ერთმანერთი მათგან იქო არ გაუქდა

980. ფიცხლა ჩავლო იგი ქედი ჩაეგება ფრიდონ წინა რა შეხედა ესე თქვა თუ არ მზეო ისი ვინ ა მას მეტობდა რაცა ქება მონისაგან მოესმინა ერთმანერთსა გარდაუხდეს ლხინმან ცრემლი აფრქევევინა

981. მოეხვივნეს ერთმანერთსა უცხოობით არ დარიდონ თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ რა მჭურეტელთა იგი ნახონ მზე მათთანა გააფლიდონ მამკალ ბაზარს სხუა მათებრი ივაჭრონ რა ანუ ყიდიან

982. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვინა ვინ ეგებიან მაგრამ მას ახლვან ქებანი მართ მეტი არ მიხვდებიან მზე უჩინო იქმს მნათობთა რა ახლოს შეიყრებიან დღისით ვერ ნათობს გიან და ღამით შუქნი კრთებიან