... (H-925), XVIII ს.

984. ლომო და მზეო ესეა მიზეზი აქა დგომისა დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არსაზომისა შევიდეთ ვაი თუ დაგვხოცნენ ძალი არა გვაქვს ომისა ვერცა ვდგათ ვერცა წასრულვართ ღონე წაგვსვლია რჩომისა

985. ყმამან უთხრა ვინცა ჭმუნავს ცუდია და ცუდად სცთების რაცა მოვა საქმე ზენა მომავალი არ აგვცთების მე მივინდობ სისხლთა თქუჱნთა შემოვისხამ დაცამწვდების ვინცა გებრძვის ხმალი ჩემი მბრძოლთა თქუჱნთა დააცვდების

986. მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა თქუეს ყმა ვინმეა ჭაბუკი არა ჩვენებრვე რიდითა აქვს თავისაგან იმედი ვიყვნეთ გულითა მშვიდითა შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა გამართეს ზღვისა კიდითა

987. სიამოვნისა დარითა იარეს არ სიძნელითა მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი გია ძელითა

988. კიოდეს და მოდიოდეს იძახდეს და ბუკსა კრესა შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა ყმამან უთხრა ნუ იშიშვით თქუჱნ იმათსა სიალფესა ანუ დავხოც იმ ყველასა ან სიკვდილი ჩემი დღეს ა

989. უგანგებოდ ვერას მიზმენ შეცამებნენ ხმელთა სპანი განგებაა არ დავრჩები ლახვარნია ჩემთვის მზანი ვერ მიხსნიან ვერ ციხენი ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი ვინცა იცის ესე ასრე ჩემებრვეა გულოვანი

990. თქუჱნ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ ომისაცა უმეცარნი შორს ისრითა არ დაგხოცნენ ჩაიხრჩენით თანა კარნი მარტო მნახეთ ვით შევიბა ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი მეკობრისა ნავისანი სისხლნი ნახნეთ მონაღვარი

991. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხვებრ მკრჩხალითა მას ქონდა ჴელთა კეტი რკინისა ქონდა ხელითა ცალითა ნავისა თავსა გულითა წადგა შიშშეუალითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა მტერნი დაჴოცნა ჴმალითა

992. კიოდეს იგი ლაშქარნი ხმა მათი არ გაწყდებოდა აძგერეს ძელი რომელსა ზედა სახნისი გებოდა ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა არ თურე კრთებოდა კეტი კრა ძელი მოსტეხა სხვით არათ არ მოსტყდებოდა

993. ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავდაულეწელი შეშინდეს იგი ლაშქარნი გზა ძებნეს გარდსახვეწელი ვეღარ გაესწრნეს გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი

994. მათ ლაშქართა გულუშიშრად ასრე ხოცდა ვითა თხასა ზოგი ნავსა შეანარცხის ზოგსა ყრიდა შიგან ზღვასა ერთმანერთსა შემოსტყორცის რვა ცხრასა და ცხრა კრის რვასა დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან მალვენ ჴმასა

995. გაუმარჯვდა ომი მათი ვითა სწადდა მისსა გულსა ზოგთა კადრეს ზენაარი ნუ დაგვხოცო შენსა სჯულსა არ დახოცა დაიმონნა დარჩომოდა რაცა წყლულსა მართლად იტყვის მოციქული შიში შეიქს სიყვარულსა

996. კაცო ძალსა ნუ იკვეხი ნუცა მოკვეხ ვითა მთვრალი არას გარგებს ძლიერება თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი დიდთა ხეთა მოერევის მცირე დასწვავს ნაპერწკალი ღმერთი გფარავს სწორად გაკვეთს შეშა ვის კრა თუნდა ჴმალი

997. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა ნავი ნავსა შეატყუბნა ქარავანსა დაუზახნა უსამ ნახნა მხიარულმან გაეხარნეს არ იახნა კადრეს ხოტბა ქებად მისად სასახავნი დიდნი სახნა

998. ავთანდილის მაქებელად ათასიმცა ენა ენდა ვერცა მათ თქვეს ნაომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა ქარავანმან იზრიალა თქვეს უფალო მადლი შენდა მზემან შუქნი შემოგვადგნა ღამე ბნელი გაგვითენდა

999. მოეგებნეს აკოცებდეს თავსა პირსა ფეხთა ხელსა კადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა ვითა ხელსა შენგან დავრჩით ჩვენ ყოველნი ფათერაკსა ეზომ ძნელსა

1000. ყმამან უთხრა მადლი ღ~თსა შემოქმედსა არსთა მხადსა ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქნადსა იგი იქმან ყველაკასა იდუმალსა ზოგსა ცხადსა ჴამს ყოვლისა დაჯერება ბრძენი სჯერა მოწევნადსა

1001. ღ~თნ სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი თავით ჩემით რამცა ვქენი აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი გავასრულე რაცა ვთქუენი ნავი სრულად საქონლითა მამიღია ვითა ძღვენი

1002. ამოა ჰკარგსა მოყმესა რა ომი გამარჯვებოდეს ამხანაგთაგან ეჯობნოს ვისცა მას თანა ხლებოდეს მიულოცვიდენ აქებდენ მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს შვენოდეს დაკოდილობა ცოტაი რამე ვნებოდეს

1003. იგი ზავი მეკობრეთა მას დღე ნახეს არა ხვალეს მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს მათსა ნავსა გარდმოიღეს ნავი სრულად გარდმოსცალეს დალეწეს და ზოგი დაწვეს შეშა დრამად არ გაცვალეს