... (H-925), XVIII ს.

965. ყმა ფრიდონს ეტყვის გესმოდეს ჩემი აწ მონახსენები მე თქუჱნი გაყრა სიკვდილად მიჩანს და მით თავსა ვევნები მაგრა არა მცალს დღეკრულსა ცეცხლი მე სხვაცა მედების გზა გრძელი საქმე სასწრაფო მიც დია დამეყოვნები

966. მართალ ა შენი გამყრელი თვალი თუ ცრემლსა ღვრიდესა დღეს წაუვალი ვერა ვარ მით ცეცხლი სხვაცა მწვიდესა დგომა მგზავრისა ცთომაა კარგსა იქს თავსა სწვრთიდესა სადა გინახავს იგი მზე წამომყევ ზღვისა კიდესა

967. ფრიდონ უთხრა დასაშლელი ჩემგან არა არ გეთხრობის ვიცი რომე აღარა გცალს შენ ლახვარი სხვა გესობის წადი ღმერთი გიწინამძღვრებს შენი მტერი დაემხობის მაგრა თქვი თუ უშენობა ჩემგან ვითა დაითმობის

968. ამას გკადრებ არ ეგების მარტოსაგან წასვლა შენი თანა ყმათა წამოგატან იმსახურენ იახლენი აბჯარი და საგებელი ერთი ჯორი ერთი ცხენი არ წაიტან გაირჯები ღაწვი ვარდი ცრემლთა მდენი

969. მოასხნა ოთხნი მონანი მისანდობელნი გულითა სრული აბჯარი საკაცო ქაფითა საბარკულითა სამოცი თვალი წითელი აწონით არნაკლულითა ერთი ტაიჭი უებრო მით უნაგრითა სრულითა

970. ერთსა ჯორსა წვივ მაგარსა საგებელი აუკიდა წავიდა და ფრიდონ შეჯდა მასთანავე გამოვიდა აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი სწვიდა მოსთქვამს თუმცა მზე გვიახლა ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა

971. ზარი მის ყმისა გაყრისა გახდა მიეცნეს წუხილსა მოატყდეს მოქალაქენი ლარსა ვინ ჰყიდდა თუ ხილსა ხმა ზახილისა მათისა გვანდა აერთა ქუხილსა იტყოდა მზესა მოვშორდით მო თვალნი მივსცნეთ წუხილსა

972. ქალაქი გავლეს მივიდეს პირსა დიდისა ზღუისასა მაშინ ფრიდონის ნახულსა ნასაჯდომევსა მზისასა მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა ფრიდონ უანბობს ანბავსა მის მნათობისა ტყვისასა

973. აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყუანეს ნავითა კბილ თეთრი ბაგე ბალახში სახედავითა შავითა ცხენი გავქუსლე გავაგე წაგვრა ხმლითა და მკლავითა შორს მნახეს ადრე გამექცეს ნავი მფრინველე ჩნდა ვითა

974. მოეხვივნეს ერთმანერთსა გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი გაიყარნეს გაუყრელნი ძმად ფიცნი და ვითა ძმანი ფრიდონ დადგა ყმა წავიდა შემხედველთა მკვლელი ტანი

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონიდამ ნესტან დარეჯნის საძებრად

975. ყმა მიმავალი მიუბნობს მგზავსი მთვარისა სრულისა არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა იტყვის მოგშორდი სიცრუვე ვა საწუთროსა კრულისა შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა

976. რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამს ალებისა რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა

977. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა მისვე ჩალისა წონითა

978. სადაცა ნახნის ეუბნის მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი კითხის მის მზისა ამბავი დღენი ვლნა გაასებულნი ქედსა გარდადგეს აქლემნი აუჩნდეს ლარკიდებულნი მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს შეჭირვებულნი

979. მუნ ქარავანი ურიცხუი მოსდგმოდა ზღვისა კიდესა შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა ყმამან სალამი უბრძანა ქებასა შეასხმიდესა კითხეს თუ ვაჭარნო ვინ ხართ მათ საუბარი კიდესა

980. უსემ იყო ქარავნისა უხუცესი კაცი ბრძენი მოახსენა ხოტბო სრული დალოცა და უქნა ზნენი კადრეს მზეო სიცოცხლეო შენ ამოხე ჩვენი მლხენი ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი

981. გარდახდა კადრეს ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი მა[ჰ]მადის სჯულის მჭირავნი აროდეს გვისმან მაჭარნი ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი საქონელ სრულნი მდიდარნი არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი

982. ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე უშველეთ ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე ვკითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო რასა საქმისა მდებარე გვითხრა თუ შეხვალთ დაგხოცენ კიდე ცოცხალვარ მე ბარე

983. თქვა ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალფერითა მუნ მეკობრეთა დაგვჴოცეს ძელით საჴნისის წუერითა ყველაი წახდა არ ვიცი აქა მოსრულვარ მე რითა