... (Q-296), XVIII ს.

967. კაცი ემთხვია მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა უბძანა ისი ვისია ჴმა ზათქისა და ზარისა მან უთხრა ფრიდონ ჴელმწიფე მეფე მულღა ზანზარისა იგი ნადირობს შეუკრავს ნაპირი ველ შამბნარისა

968. მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა გამხიარულდა შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა მისთა გამყრელთა დააზრობს შემყრელთა დასწვავს მზე ვითა ნახოს მჭვრეტელთა აახლებს ტანი ლერწამობს ხევითა

969. მათ ლაშქართა ყოლბსა ორბი სითმე გარდმოფრინდა ყმამან ცხენი შეუტია გაამაყდა არ შეშინდა შესტყორცნა და ჩამოაგდო დაეცა და სისხლი სდინდა გარდახდა და ფრთენი დასჭრა წყნარად შეჯდა არ აქშინდა

970. იგი რა ნახეს მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს ალყა დაშალეს მოვიდეს მოეხვეოდეს ბნდებოდეს იქით და აქათ უვლიდეს ზოგნი უკანა ჰყვებოდეს ვერცა ჰკადრებდა ვინ ხარო ვერცა რას ეუბნებოდეს

971. მინდორსა შიგან გორი დგა ფრიდონ მას ზედან დგებოდა ღირსი მასთანა სროლასა ორმოცი კაცი ხლებოდა მუნ დაემართა ავთანდილ მასთანა ყოლბი ჰყვებოდა ფრიდონს უკვირდა რა ქნესო მისთა სპათათვის წყრებოდა

972. ფრიდონ მონა გამოგზავნა წა ნახენო ისი სპანი რა ქნეს ალყა რად დაშალეს სად წადიან ვითა ბრმანი მონა ფიცხლა მოეგება ნახა სარო მორჩი ტანი დადგა თვალნი გაურეტდეს დაავიწყდეს სიტყვის თქმანი

973. ავთანდილ ცნა თუ ისია მოამბედ ჩემად რებული უთხრა რქვი შენსა პატრონსა ეს ჩემი დავედრებული ვარ უცხო ვინმე ღარიბი საყოფთა მოშორვებული ძმად ფიცი ტარიელისი თქვენს წინა მოგზავნებული

974. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად უთხრა მზე ვნახე მოსრული ჩანს მანათობლად დღისისად ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ თუ ბრძენთა ნახონ ისისად ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად

975. რა ტარიელ მოისმინა ფრიდონს ჭირი უსუბუქდა თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს გული უფრო აუჩქარდა მონაქროლმან ვარდი დაზრა წამწამთაგან ბუქი ბუქდა შეიყვარნეს ერთმან ერთი მათგან იქო არ გაუქდა

976. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო ჩაეგება ფრიდონ წინა რა შეხედნა მან ესე თქვა თუ არ მზეო ისი ვინა მას მეტობდა რაცა ქება მონისაგან მოესმინა ერთმანე თსა გარდაუხდეს ლხინმან ცრემლი აფრქევევინა

977. მოეხვივნეს ერთმანერთსა უცხოობით არ დარიდონ თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ რა მჭვრეტელთა იგი ნახონ მზე მათთანა გააფლიდონ მამკლად ბაზარ სხვა მათებრი ივაჭრონა ანუ ჰყიდონ

978. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვინა ვინ ეგებიან მაგრა მას ახლვს ქებანი მართ მეტი არ მიხვდებიან მზე უჩინო იქს მნათობთა რა ახლოს შეიყრებიან დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან

979. ცხენთა შესხდეს გაემართნეს ფრიდონისსა მივლენ სრასა დაიშალა ნადირობა მოეშალნეს მჴეცთა სრვასა ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქი აქათ იქმან ჯარასა თქუეს ასეთი ჴორციელი შეუქმნია რაგვარ რასა

980. ყმა ფრიდონს ეტყვის ისწრაფვი ვიცი ამბისა თხრობასა გიამბო ვინ ვარ სით მოვალ ვინადგან ლამი ცნობასა ანუ სით ვიცნობ ტარიელს ანუ რად ვიტყვი ძმობასა იგი ძმად მიჴმობს ძმა ხარო თუცა ძლივ ვღირსვარ ყმობასა

981. მე ვარ ყმა როსტან მეფისა მოყმე არაბეთს ზრდილობით დიდი სპასპეტი სახელად მიხმობენ ავთანდილობით ძე დიდებულთა დიდ გვართა ზრდილი მეფეთა შვილობით საკრძალავი და უკადრი მყოფი არვისგან ცილობით

982. დღესა ერთსა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდა მინდორს ვნახეთ ტარიელი ცრემლთა ღვრიდა ველთა რწყვიდა გაგვიკვირდა გვეუცხოვა ვაწვიედ და არ მოვიდა ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით მას თუ ცეცხლი როგორ სწვიდა

983. მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და სწყრებოდა მან უჭირველად დახოცნა ომი არ მისჭირდებოდა ზოგსა მჴარ თეძო დალეწა და ზოგსა სული ხდებოდა მუნღა ცნეს ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა

984. მან სპათაგან ვერ შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა თვით შესხდეს და შეუტივეს ამაყთა და არას მკრთალთა რა ტარიელ მეფე იცნა მუნღა დაჰკრთა მათთა ჴმალთა ცხენთა მისცნა სადავენი დაგვეკარგა წინა თვალთა

985. ვძებნეთ და კვალი ვერ ვჰპოვეთ დავსწამეთ ეშმაურობა მეფე დაჭმუნდა დაშალა სმა ნადიმობა პურობა მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა არ დასტურობა გამოვიპარე საძებრად მწვიდა ცეცხლი და მურობა

986. იგი ვსძებნეთ წელსა სამსა არ ვიამე არცა ძილი მათ მასწავლეს ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი ვპოვე ვარდი მოყვითანო შუქ მკრთალი და ფერ მიხდილი შემიტკბო და შემიყვარა ვითა ძმა და ვითა შვილი