... (H-403), 1818 წ.

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისვლა ტარიელს რომ გაეყარა჻

964. ყმა მტირალი სამოცდათ დღე: ზღვისა პირსა მივა გზასა჻ შორით ნახა მენავენი: მოდიოდეს შიგან ზღვასა჻ მოიცადა ჰკითხა ვინ ხართ: თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა჻ ეს სამეფო ვისი არის: ან ჰმორჩილობს ვისსა ჴმასა჻

965. მათ მოახსენეს ტურფაო: სახით და ანაგებითა჻ გვეუცხოვე და გვეკეთე: მით გეუბნებით ქებითა჻ აქამდის ზღვარი თურქთაა: მომზღვრე ფრიდონის მზღვრებითა჻ ჩვენცა ვისი ვართ გიამბობთ: თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა჻

966. ნურადინ ფრიდონ მეფეა: ამა ქვეყნისა ჩვენისა჻ მოყმე მჴნე უხვი ძლიერი: ფიცხლად მამხტომი ცხენისა჻ ვნება არავის არ ძალუც: მის მზისა ოდნად მშვენისა჻ იგია ჩვენი პატრონი: მსგავსი ცით შუქთა ფენისა჻

967. ყმამან უთხრა ძმანო ჩემნო: კარგთა კაცთა გარდგეკიდე჻ მე მეფესა თქვენსა ვეძებ: მასწავლეთ თუ სით წავიდე჻ რა ვიარო ოდეს მიხვალ: ან გზასა აქუს რა სიდიდე჻ მენავეთა უწინამძღურეს: არ დააგდეს ზღვისა კიდე჻

968. მოახსენეს ესე გზაა: მულღაზანზარს მიმავალი჻ მუნ დაგვხვდების მეფე ჩვენი: მშვილდ ფიცხელი მახვილ ჴრმალი჻ აქადაღმე ათ დღე მიხვალ: ნაკვთად სარო ფერად ლალი჻ ვაი რად დაგუწვენ უცხოდ უცხომ: რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი჻

969. ყმამან უთხრა მიკვირს ძმანო: რად ხართ ჩემთვის გულ მოკლულნი჻ ანუ ეგრე ვით გეკეთნეს: ზამთრის ვარდნი ფერ ნაკლულნი჻ თქვენმცა მაშინ გენახენით: ლაღნი ვდეგით არ საპყრულნი჻ ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენით: ჩვენგან სხდიან მხიარულნი჻

970. იგი წავიდა დაბრუნდა: ყმა გზასა თავის წინასა჻ ვისი გავს ტანი საროსა: და ვისი გული რკინასა჻ მიაცურვებს და მიუბნობს: მოსთქვამს მისსავე ლხინასა჻ ნარგისი ჰქუხან ცრემლსა სწვიმს: ჩარცხის ბროლსა და მინასა჻

971. ვინცა გზას ნახნის უცხონი: მსახურებდიან ჰყმობდიან჻ მოვიდოდიან საჭვრეტლად: მას ზედან სტრფიალობდიან჻ ეძნელებოდის გაშვება: გაყრასა ძლივ დასთმობდიან჻ გზის ყულაოზი მისციან: ჰკითხის რა უამბობდიან჻

972. მულღაზანზარს მიეახლა: ადრე დალევს გზასა გრძელსა჻ მინდორს ნახა სპა ლაშქართა: და ნადირთა ჰგვანდეს მსურელსა჻ ყოვლგნით ალყა შემოეკრა: მოსდგომოდეს გარე ველსა჻ ისურიან და იზახიან: მჴეცთა სჭრიან ვითა მჭელსა჻

973. კაცი ემთხვია მას ჰკითხა: ამბავი მის ლაშქარისა჻ უბრძანა ისი ვისია: ჴმა ზათქისა და ზარისა჻ მან უთხრა ფრიდონ ჴელმწიფე: მეფე მულღაზანზარისა჻ იგი ნადირობს შეუკრავს: ნაპირი ველ შამბნარისა჻

974. მათ ლაშქართაკენ წავიდა: მით უსახოთა ქცევითა჻ გამხიარულდა შვენება: მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა჻ მისთა შემყრელთა დააზრობს: შემყრელთა დასწვავს მზე ვითა჻ ნახვა მჭვრეტელთა აახლებს: ტანი ლერწამობს ხე ვითა჻

975. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა: ორბი სითმე გარდმოფრინდა჻ ყმამან ცხენი შეუტევა: გაამაყდა არ შეშინდა჻ შესტყორცნა და ჩამოაგდო: დაეცა და სისხლი სდინდა჻ გარდაჴდა და ფრთენი დასჭრნა: წყნარად შეჯდა არ აქშინდა჻

976. იგი რა ნახეს მესროლნი: სროლასა მოეშლებოდეს჻ ალყა დაშალეს მოვიდეს: მოეხვეოდეს ბნდებოდეს჻ იქით და აქათ უვლიდეს: ზოგნი უკანა ჰყვებოდეს჻ ვერცა ჰკადრებდეს ვინ ხარო: ვერცა რას ეუბნებოდეს჻

977. მინდორსა შიგან გორი დგა: ფრიდონ მას ზედა დგებოდა჻ ღირსი მას თანა სროლასა: ორმოცი კაცი ხლებოდა჻ მუნ დაემართა ავთანდილ: მას თანა ყოლბი ჰყვებოდა჻ ფრიდონს უკჳრდა რა ქნესო: მისთა სპათათვის წყრებოდა჻

978. ფრიდონ მონა გამოგზავნა: წა ნახეო ისი სპანი჻ რა ქნეს ალყა რად დაშალეს: სად წადიან ვითა ბრმანი჻ მონა ფიცხლავ მოეგება: ნახა სარო მორჩი ტანი჻ დადგა თვალნი გაურეტდა: დაავიწყდეს სიტყჳს თქმანი჻

979. ავთანდილ ცნა თუ ისია: მოამბედ ჩემად რებული჻ უთხრა ჰრქჳ შენსა პატრონსა: ეს ჩემი დავედრებული჻ ვარ უცხო ვინმე ღარიბი: სამყოფთა მოშორვებული჻ ძმად ფიცი ტარიელისა: თქვენს წინა მომგზავრებული჻

980. მონა წავიდა ფრიდონის: თხრობად ამბვისა მისისად჻ უთხრა მზე ვნახე მოსრული: ჩანს მანათობლად დღისისად჻ ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ: თუ ბრძენთა ნახონ ისი სად჻ ვარ ძმაო ტარიელისა: შეყრად ფრიდონის მქისისად჻

981. რა ტარიელ მოისმინა: ფრიდონს ჭირი უსუბუქდა჻ თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს: გული უფრო აუჩუქდა჻ მონაქროლმან ვარდი დაზრა: წამწამთაგან ბუქი ბუქდა჻ შეიყვარნეს ერთმანერთი: მათგან იქო არ გაუქდა჻

982. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო: ჩაეგება ფრიდონ წინა჻ რა შეხედნა და ესე თქუა თუ: არ მზეაო ისი ვინა჻ მას მეტობდა რაცა ქება: მონისაგან მოესმინა჻ ერთმანერთსა გარდაუჴდეს: ლხინმან ცრემლი აფრქევევინა჻