... (H-302), 1803 წ.

964. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცუამს არას მისსა, ზოგჯერ უჴმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა, ერთგან ჰსხდიან უბნობდიან, საუბარსა არა მქისსა, ფატმანს ჰკულიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისსა-

ფათმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგზავნა

965. ჰსჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის, გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის, მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთეს რაცა დაესობის, მით დიაცსა სამალავი, არა რაი არ ეთხრობის-

966. ფატმან ხათუნს ავთანდილის, გულსა ჰნდომა შეუვიდა, სიყუარული მეტის მეტი, მაემატა ცეცხლებრ სწვიდა, დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ ჰფარვიდა, იტყვის რა ვჰქნა რა მერგების, აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა-

967. მიღმა უთხრა ვაი თუ გაჰსწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს, თუ არა ვუთხრა გავსძლებ ცეცხლი, არა უფრო გამიხშირდეს, ვჰსთქუა და მოვჰკუდე ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს, მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს, თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს-

968. დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი, მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი, მისთა მსმენელთა გულისა, შემძრველი შემარხეველი, უსტარი შესანახავი, არ ცუდად დასახეველი-

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნუროდ მიწერილი

969. ჱე მზეო ღ~თსა ვინადგან, მზედ ჰსწადდი დასაბადებლად, მით შენგან მოშორვებულთა, ლხინად არ ჭირთა მწადებლად, ახლოს შემყრელთა დამწუჱლად, მათზედ ცეცხლისა მადებლად, მნათობთა შენი შეხედვა, ტკბილად უჩანს დასაქადებლად-

970. შენ გტრფიალობენ მჭურეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან, ვარდი ხარ მიკვირს ბულბულნი, რად არა შენზედ კრფებიან, შენი შუჱნება ყუავილთა, აჭკნობს და ჩემნიც ჭკნებიან, სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მამესწრებიან-

971. ღ~თი მყავს მოწმად ვიშიშვი, თქვენსა ამისა თხრობასა, მაგრამ რა ვირგო დღე კრულმან, სრულად გავჰყრილვარ თმობასა, გული ვერ გაჰსძლებს ნიადაგ, შავთა წამწამთა სობასა, თუ რას მეწევი მეწივე, თვარა ნუ მივხვდები ცნობასა-

972. მე ვიდრე ამა წიგნისა, პასუხი მამივიდოდეს, ვსცნობდე გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგივიდოდეს, მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს, სიცოცხლე ანუ სიკუდილი, გარდმიწყდეს ნეტარძი ოდეს-

973. ფატმან ხათუნ დაწერა და, გაუგზავნა წიგნი ყმისა, ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი, ჰსთქუა არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს ვისსა ვისი, რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რად ვამსგავსო მე მას ისი-

974. ჰსთქუა ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია, მაგრამ მას ზედა ბულბულსა, ჯერთ ტკბილად არ უმღერია, უმსგავსო საქმე ყოველი, მოკლეა მით ოჴერია, რა უთქუამს რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია-

975. ესე საქმე საზრახავი, დაუძრახა გულსა შინა, მერმე უთქუამს ჩემგან კიდე, ჩემი შემწე არავინა, რასათვისცა გამოვსჭრილვარ, მისი ძებნა რადგან მინა, რათაც ვჰპოვებ იგიცა ვჰყო, ნუთუ გულს რა მომილხინა-

976. ისი დიაცი აქა ზის, მნახავი კაცთა მრავალთა, მოსადგურე და მოყუარე, მგზავრთა ყოველგნით მავალთა, მივჰყუჱ მიამბობს ყუელასა, რაზომცა ცეცხლი მწვავს ალთა, ნუთუ რა მარგოს დამწყვიტოს, ევფრატებრ მდინარე თუალთა-

977. ჰსთქუა დიაცსა ვინცა უყუარს, გაექსვის და მისცემს გულსა, აუგი და მოყივნება, არად შეჰსწონს ყოლად კრულსა, რაცა იცის გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა, მიჯობს მივჰყუჱ ნუთუ ვითმე, ვჰსცნობდე საქმეს დაფარულსა-

978. კულავ ჰსთქუა ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების, მით რაცა მინდა არა მაქუს, რაცა მაქუს არ მამინდების, ბინდის გუარია სოფელი, ჩემთვისცა ამად ბინდების, კოკასა შიგან რაცა ჰსდგას, იგივე წარმოსდინდების-

წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი

979. მოგეწერა წავიკითხე, შენი წიგნი ჩემი ქება, შენ მამასწარ თუარე შენგან, მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება, შენცა გინდა მეცა მინდა, გაუწყედლად შენი ხლება, შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება-

980. ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე, მიუწერა კმარის რაცა, უშენომან ცრემლი ვლამე, აწ ვიქმნები თავის წინა, აქა მპოვე მარტო სამე, მამისწრაფე შეყრა შენი, რა შებინნდეს მოდი ღამე-