... (Q-376), XIX ს.

964. იგი რა ნახეს მესროლნი, სროლასა მოეშლებოდეს. ალყა დაშალეს მოჳდნენ, მოეხვეოდეს ჰბნდებოდეს. იქით და აქეთ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყუჱბოდეს. ვერცა ჰკადრებდეს ვინ ხარო, ვერცა რას ეუბნებოდეს:-

965. მინდორსა შიგან გორი ჰსდგა, ფრიდონ მას ზედა ჰსდგებოდა. ღირსი მასთანა სროლასა, ორმოცი კაცი ჰხლებოდა. მისკენ მიჰმართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყუჱბოდა. ფრიდონს უკჳრდა რა ჰქმნესო, თჳსთა სპათათჳს ჰსწყრებოდა:-

966. ფრიდონ მონა გამოგზავნა, წა ნახეო იგი სპანი. რა ჰქმნეს ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი. მონა ფიცხლავ მოეგება, ნახა სარო მორჩი ტანი. დადგა თუალნი გაუშტერდეს, დაავიწყდეს სიტყჳს თქმანი:-

967. ავთანდილ ჰსცნა თუ იგია, მოამბედ ჩემად ჰრებული. უთხრა არქვ შენსა პატრონსა, ეს ჩემი დავედრებული. ვარ უცხო ვინმე ყარიბი, სამყოფთა მოშორვებული. ძმად ფიცი ტარიელისა, თქუჱნს წინა მოგზავებული:-

968. მონა წაჳდა ფრიდონის, ჰთხრობად ჰამბისა მისისად. ჰკადრა მზე ვნახე მოსრული, ჰჩანს მნათობელად დღისისად. ვვაზრობ იგიცა დაშმაგდნენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად. ვარ ძმაო ტარიელისა, ვალ ხილუად ფრიდონისისად:-

969. რა ტარიელ მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა. თუალთა ცრემლნი გარდმოსცჳვდა, გული უფრო აუჩუქდა. მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა. შეიყარნეს ერთმანერთი, მათგან იქო არ გაუქდა:-

970. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა. რა შეხედა ესე ჰსთქუა, თუ არ მზეაო ისი ვინა. მას მეტობდა რაცა ქება, მონისაგან მოესმინა. ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქვევინა:-

971. მოეხჳვნეს ერთმანერთსა, უცხოობით არ დარიდონ. თჳთ უზომოდ ფრიდონს ყმა და, მოეწონა ყმასა ფრიდონ. რა მჭურეტელთა იგი ნახონ, მზე მათ თანა გააფლიდონ. მამკალ ბაზარს სხუა მათებრივ, ივაჭრონ რა ანუ ჰყიდიონ:-

972. ფრიდონისებრნი მოყმენი, ვინმცა ვით ვინ ეგებიან. მაგრამ მას ახლავს რომელი, ქებასა ვერ მიხუდებიან. მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან. დღისით ვერ ნათობნ იგინი, და ღამით შუქნი ჰკრთებიან:-

973. ცხენთა შესხდეს გაემართნეს, ფრიდონისას მივლენ სრასა. დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მჴეცთა სრუასა. ავთანდილის ჭურეტად სპანი, იქით აქათ იქმან ჯრასა. ჰსთქუჱს ასეთი ჴორიცელი, შეუქმნია ნეტარ რასა:-

974. ყმა ფრიდონს ეტყჳს ისწრაფი, ვიცი ჰამბისა თხრობასა. გიამბო ვინ ვარ სით მოვალ, ვინადგან ლამი ცნობასა. ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყჳ ძმობასა. იგი ძმად მიჴმობს ძმა ხარო, თუცა ძლივ ვჰღირსვარ ყმობასა:-

975. მე ვარ ყმა როსტენ მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით. დიდი სპასპეტი სახელად, მიჴმობენ ავთანდილობით. მე დიდებულთა დიდგუარი, ზრდილი მეფეთა შჳლობით. საკრძალაჳ და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით:-

976. დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობად გამოჳდა. მინდორს ვნახეთ ტარიელი, ცრემლთა ღურიდა ველთა ჰრწყჳდა. გაგჳკჳრდა გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოჳდა. ჩუჱნ გუჱწყინა არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი როგორ ჰსწჳდა:-

977. მეფემან სპანი შეპყრობად, შეუზახნა და ჰსწყრებოდა. მან უჭირუჱლად დაჴოცა, ომი არ მისჭირდებოდა. ზოგსა მჴართეძო დალეწა, და ზოგსა სული ჰჴდებოდა. მუნღა ჰსცნეს ეტლი მთუარისა, რომე არ დაბრუნდებოდა:-

978. მან სპათაგან ვერ შეპყრობა, ჰსცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა. თჳთ შესხდეს და შეუტიეს, ამაყთა და არას მკრთალთა. რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა ჰრიდა მისთა ძალთა. ცხენსა მისცა სადავენი, დაგვეკარგა წინა თუალთა:-

979. ვჰსძებნეთ და კუალი ვერ ვჰპოვეთ, დავჰსწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა დაშალა, სმა ნადიმობა პურობა. მე ვეღარ გავჰსძელ მისისა, ჰამბისა არ დასტურობა. გამოჳპარე საძებრად, მჰწჳდა ცეცხლის ალმურობა:-

980. იგი ვჰსძებნე სამსა წელსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს ხატაველნი, ვნახე მისგან დაკოდილი. ვჰპოვე ვარდი მოყჳთანო, შუქმკრთალი და ფერ მიხდილი. შემიტკბო და შემიყუარა, ვითა ძმა და ვითა შვილი:-

981. ქუაბნი დევთათჳს წაუხმან,, სრულად გამესისხლებია. მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხუა არვინ უახლებია. მას მარად ძუჱლი ცეცხლი ჰსწუავს, არ ახლად არ ახლებია. ვაჲ ჰმართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ხლებია:-

982. ქალი მარტო ქუაბსა შინა, ჰსტირს მტირალი ცრემლ ნაწთომი. ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი. მიართმევს და აგრე არჩენს, იგი ერთგან ვერ დამდგომი. მისგან კიდე სანახავად, არა უნდა კაცთა ტომი:-

983. მე უცხოს უცხო მანატრა, მოსმენა სანატრელისა. მითხრა ჰამბავი თჳსი და, თჳსისა სასურუჱლისა. რა ჭირსა ითმენს ვერ იტყჳს, აწ ენა ესე ხელისა. ჰკლავს სურჳლი და ვერ ხილუა, თჳსისა საწადელისა:-