... (Q-609), XIX ს.

944. კაცი ემთხვია მას კითხა: ამბავი მის ლაშქარისა: უბრძანა ისი ვისია: ჴმა ზათქისა და ზარისა: მან უთხრა ფრიდონ ჴელმწიფე: მეფე მულღაზანზარისა: იგი ნადირობს შეუკრავს: ნაპირი ველ შამბნარისა:

945. მათ ლაშქართაკენ წავიდა: მით უსახოთა ქცევითა: გამხიარულდა შვენება: მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა: მისთა შემყრელთა დააზრობს: შემყრელთა დასწვავს მზე ვითა: ნახოს მჭვრეტელთა აახლებს: ტანი ლერწამობს ხე ვითა:

946. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა: ორბი სითმე გარდმოფრინდა: ყმამან ცხენი შეუტევა: გაამაყდა არ შეშინდა: შესტყორცნა და ჩამოაგდო: დაეცა და სისხლი სდინდა: გარდახდა და ფრთენი დასჭრნა: წყნარად შეჯდა არ აქშინდა:

947. იგი რა ნახეს მესროლნი: სროლასა მოეშლებოდეს: ალყა დაშალეს მოვიდეს: მოეხვეოდეს ბნდებოდეს: იქით და აქათ უვლიდეს: ზოგნი უკანა ჰყვებოდეს: ვერცა კადრებდეს ვინ ხარო: ვერცა რას ეუბნებოდეს:

948. მინდორსა შიგან გორი დგა: ფრიდონ მას ზედა დგებოდა: ღირსი მას თანა სროლასა: ორმოცი კაცი ხლებოდა: მუნ დაემართა ავთანდილ: მას თანა ყოლბი ჰყვებოდა: ფრიდონს უკჳრდა რა ქნესო: მისთა სპათათვის წყრებოდა:

949. ფრიდონ მონა გამოგზავნა: წა ნახეო ისი სპანი: რა ქნეს ალყა რად დაშალეს: სად წადიან ვითა ბრმანი: მონა ფიცხლავ მოეგება: ნახა სარო მორჩი ტანი: დადგა თვალნი გაურეტდა: დაავიწყდეს სიტყვის თქმანი:

950. ავთანდილ ცნა თუ ისია: მოამბედ ჩემად რებული: უთხრა რქვი შენსა პატრონსა: ეს ჩემი დავედრებული: ვარ უცხო ვინმე ღარიბი: სამყოფთა მოშორვებული: ძმად ფიცი ტარიელისა: თქვენს წინა მომგზავრებული:

951. მონა წავიდა ფრიდონის: თხრობად ამბვისა მისისად: უთხრა მზე ვნახე მოსრული: ჩანს მანათობლად დღისისად: ვაზრობ იგიცა დაშმაგდენ: თუ ბრძენთა ნახონ ისი სად: ვარ ძმაო ტარიელისა: შეყრად ფრიდონის მქისისად:

952. რა ტარიელ მოისმინა: ფრიდონს ჭირნი უსუბუქდა: თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს: გული უფრო აუჩუქდა: მონაქროლმან ვარდი დაზრა: წამწამთაგან ბუქი ბუქდა: შეიყვარნეს ერთმანერთი: მათგან იქო არ გაუქდა:

953. ფიცხლავ იგი ქედი ჩავლო: ჩაეგება ფრიდონ წინა: რა შეხედნა და ესე თქუა: თუ არ მზეაო ისი ვინა: მას მეტობდა რაცა ქება: მონისაგან მოესმინა: ერთმანერთსა გარდაუხდეს: ლხინმან ცრემლი აფრქევევინა:

954. მოეხვივნეს ერთმანერთსა: უცხოობით არ დარიდონ: თვით უსახოდ ფრიდონს ყმა: და მოეწონა ყმასა ფრიდონ: რა მჭვრეტელთა იგი ნახონ: მზე მათთანა გააფლიდონ: მამკალ ბაზარს სხვა მათებრივ: ივაჭრონ რა ანუ ჰყიდიონ:

955. ფრიდონისებრნი მოყმენი: ვინმცა ვით ვინ ეგებიან: მაგრა მას ახლვან ქებანი: მართ მეტი არ მიხუდებიან: მზე უჩინო იქს მნათობთა: რა ახლოს შეიყრებიან: დღისით ვერ ნათობს სანთელი: და ღამით შუქნი ჰკრთებიან:

956. ცხენთა შესხდეს გაემართნეს: ფრიდონისსა მივლენ სრასა: დაიშალა ნადირობა: მოეშალნეს მჴეცთა სრვასა: ავთანდილის ჭვრეტად სპანი: იქი აქათ იქმან ჯრასა: თქვეს ასეთი ჴორიცელი: შეუქმნია რაგვარ რასა:

957. ყმა ფრიდონს ეტყვის ისწრაფი: ვიცი ამბისა თხრობასა: გიამბო ვინ ვარ სით მოვალ: ვინადგან ლამი ცნობასა: ანუ სით ვიცნობ ტარიელს: ანუ რად ვიტყვი ძმობასა: იგი ძმად მიჴმობს ძმა ხარო: თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა:

958. მე ვარ ყმა როსტან მეფისა: მოყმე არაბეთს ზრდილობით: დიდი სპასპეტი სახელად: მიჴმობენ ავთანდილობით: ძე დიდებულთა დიდ გვართა: ზრდილი მეფეთა შვილობით: საკრძალავი და უკადრი: მყოფი არვისგან ცილობით:

959. დღესა ერთსა მეფე შეჯდა: ნადირობას გამოვიდა: მინდორს ვნახეთ ტარიელი: ცრემლთა ღვრიდა ველთა რწყვიდა: გაგვიკვირდა გვეუცხოვა: ვაწვიეთ და არ მოვიდა: ჩვენ გვეწყინა არ ვიცოდით: მას თუ ცეცხლი როგორ სწვიდა:

960. მეფემან სპანი შეპყრობად: შეუზახნა და სწყრებოდა: მან უჭირველად დაჴოცა: ომი არ მისჭირდებოდა: ზოგსა მჴარ თეძო დალეწა: და ზოგთა სული ხდებოდა: მუნღა ცნეს ეტლი მთვარისა: რომე არ დაბრუნდებოდა:

961. მან სპათაგან ვერ შეპყრობა: ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა: თვით შესხდეს და შეუტივეს: ამაყთა და არას მკრთალთა: რა ტარიელ მეფე იცნა: მუნღა დაკრთა მათთა ჴრმალთა: ცხენსა მისცნა სადავენი: დაგვეკარგა წინა თვალთა:

962. ვძებნეთ და კვალი ვერ ვჰპოვეთ: დავსწამეთ ეშმაურობა: მეფე დაჭმუნდა დაშალა: სმა ნადიმობა პურობა: მე ვეღარ გავსძელ მისისა: ამბისა არ დასტურობა: გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა:

963. იგი ვძებნე წელსა სამსა: არ ვიამე არცა ძილი: მათ მასწავლეს ხატაველნი: ვნახენ მისგან დაკოდილი: ვჰპოვე ვარდი მოყვითანე: შუქ მკრთალი და ფერ მიხდილი: შემიტკბო და შემიყუარა: ვითა ძმა და ვითა შვილი: