ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1068. სთქვა: “ყვავი ვარდსა რას აქნევს, ანუ რა მისი ფერია! “მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერ ტკბილად არ უმღერია; “უმზგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია, – “რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”

1069. “ესე გვარი საზრახავი დაუზრახავს გულსა შინა;“ მერმე იტყვის: “ შენგან კიდე ჩემი შემწე არავინ ა; “რასთვისაცა გამოვჭრილვარ, მისი ძებნა რადგან მინა, “რათაცა ვით ვპოებ, მას ვიქმ, გულმან სხვამცა რა ისმინა!

1070. “ისი დიაცი აქა ზის კაცთა მნახავი მრავალთა, “მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა ყოველგნით მავალთა, “მივყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავ ალთა, ნუ თუ რა მარგოს მე მისი, გარდახდა ჩემგან ვცნო ვალთა”

1071. სთქვა: “დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა, აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოვლად კრულსა; “რაცა იცის გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა; “მიჯობს, მივყვე, განღასადმე ვცნობ საქმესა დამალულსა”.

1072. კვლავ იტყვის: “ვერ-ვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების; “მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს, არ მომინდების; “ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდების, – “კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების.

წიგნი ავთანდილისაგან ფატმანისადმი პასუხად მიწერილი.

1073. მოგეწერა, წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება, “შენ მომასწარ, თვარე შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა “შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვეტლად შენი ხლება, | დება; “შეყრა არის პირიანი, ორთავეა რადგან ნება”.

1074. ფატმანისას ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე; მიუწერა: “კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე, “აწ ვიქნები თავის წინა, აქა მპოვე მარტო სამე, “მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე”.

1075. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა, შეღამდა და წაცავიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა: “ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა;” მას ეწყინა, არ დაბრუნდა, სთქვა თუ: “ჰგავსო ეგე რასა!”

1076. წვეული აღარ დაბრუნდა, კვლავ ზევე უკუ-წვევითა; ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტო ხე ვითა, დიაცსა წყენა შეატყო, ჰნახა შესვლითა, შევითა, ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

1077. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი; შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი, შემოვლო, ახლოს შემოჰყვა მონა ხმალ-დარაკიანი; დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ, ჰგავსო თუ, გზაა კლდიანი.

1078. ფატმან რა ჰნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა; მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლას, უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მიდამო კრთოლასა, “გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა.

1079. “გამკიცხე, ბოზო დიაცო და დამდევ გასათრეველად, “მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: “ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად, “დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელი-ღა ვრბოდე მე ველად!”

1080. ესე სთქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი; ფატმან შეჰქმნა თავსა-ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი, ცრემლთა, მისთა მონაღვართა, წყაროსებრი ისმნეს წკარნი; სთქვა: “დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადექით მომაყარნი!”

1081. მოსთქვამს: “მოვკალ, ვაჲ, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი, “იავარ-ვყავ საქონელნი, უსახონი თვალნი თლილნი, “გავეყარე საყვარელთა, ვაჲ, გამზრდელი, ვაჲ, გაზრდილნი! “ბოლოდ ვექმენ თავსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი”.

1082. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნებული, უბრძანა: “რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული; “რას დაგექადა იგი ყმა, რა ჰნახა შენგან კლებული? “დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?”

1083. დიაცმან უთხრა:”ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა, “ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა; “დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა, თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.

1084. “ესე გვარი დია მიჰხვდეს სიტყვა-მცდარსა, ენა-მეტსა, – “ხვაშიადსა ვერ დაჰმალავს – უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა; “ვაგლახითა მეწივენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა, “მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

1085. “ორისაგან ერთი ჰქმენით, ამის მეტსა ნურას ჰლამით: “მოვითაჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოჰკალ მალვით ღამით, “მე და სრულა სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით; “მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მე ვითა ვარ ცრემლთა ლამით.

1086. “თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა, “დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიჰკრიფე, მირითა; “ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა, – “თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.