ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1573. ქართველთა ღვთისა დავითის, ვის მზე მსახურებს სარებლად, ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად, ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად, ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა დამამაგრებლად.

1574. დავითის ქნარი ვითა ვთქვნე, სიჩალხე სიხაფეთანი! ესე ამბავი უცხონი უცხოთა ხელმწიფეთანი, პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი, ვპოვე და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.

1575. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი, წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი; რასა ვინ ეძებთ, რას აქნევთ, – ბედია მაყივნებელი?! ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.

1576. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა, აბდულ მესია შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა, დილარგეთ სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა, ტარიელ მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლ შეუშრომელსა.